თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 16 » 10 საუკეთესო ეროტიკული კინოსცენა
20:24
10 საუკეთესო ეროტიკული კინოსცენა

რეჟისორებმა და მსახიობებმა მთელი მსოფლიოდან ეკრანზე ყველაზე ლამაზი ეროტიკული სცენები განახორციელეს! ამ კადრებს შეუძლია ნებისმიერი შთააგონოს!

სექსი ღამით უკაცრიელ პლაჟზე, მოულოდნელად აფეთქებული ვნება უცხო ადამიანის მიმართ, დახვეწილი პრელუდია ან ცხოველური სექსი პირდაპირ იატაკზე - თქვენ რომელი მოგწონთ? არ იცით? მაშინ ღირს, ნახოთ ცნობილი ეროტიკული სცენები ფილმებიდან.

ფილმი: "ფართოდ დახუჭული თვალები". 1999 წელი

შემსრულებლები: ნიკოლ კიდმანი და ტომ კრუზი

ეროტიკული სცენა: ბალ-მასკარადი

სტენლი კუბრიკის ამ ბოლო ფილმში ორგიების უამრავი სცენაა. ზღვარგადასულისკენ სწრაფვა, აკრძალული სექსი, საიდუმლო ვნება შეუცნობელისადმი - მთავარ გმირებს (ცოლ-ქმარს ბილ და ელის ჰარფორდებს) ექსპერიმენტებისკენ უბიძგებს.

დიდი ხნის მეტანიების შემდეგ ბილი შემთხვევით მოხვდება საიდუმლო კლუბში, რომლის წევრებიც ნიღბებით იფარავენ სახეს და გაუგებარ ენაზე ატარებენ რიტუალებს, რაც შემდეგ სექსუალურ ორგიაში გადაიზრდება.

შეიარაღდით ვენეციური ნიღბებითა და ფანტაზიით და შეეცადეთ, გაიმეოროთ სცენები ამ ფილმიდან. სხვადასხვა ატრიბუტით გაფორმებული სასიყვარულო სცენა თქვენს სექსს პიკანტურობას შესძენს და კიდევ ახალი ექსპერიმენტებისკენ გიბიძგებთ.

"მომკალი ნაზად" (killing me softly) – 2002 წელი

შემსრულებლები: ჰეზერ გრემი და ჯოზეფ ფაინსი.

ეროტიკული სცენა: სექსი მთავარი გმირის სახლში

ელისი და ადამსი პირველ შეხვედრამდე ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, ვნებიან სიყვარულს მისცემოდნენ. მათი ცხოველური ჟინი იმდენად დიდია, რომ ერთმანეთს პირველივე შეხვედრისას ნებდებიან.

ელისის უცხო მამაკაცისადმი ვნება დაუცხრომელია. ახალი საყვარლის გამო ქალი საქმროსაც მიატოვებს.

რითია აღსანიშნავი სექს-სცენები ამ ფილმიდან? ბევრი კრიტიკოსი მათ "ძირითადი ინსტინქტის" შემდეგ საუკეთესოდ აღიარებს. მთავარი გმირების მაგალითზე შასაძლებელია ნამდვილი ვნების შეცნობა.

"უცნობი" (Never Talk to Strangers) – 1995 წელი

შემსრულებლები: რებეკა დე მორნეი და ანტონიო ბანდერასი

ეროტიკული სცენა: სექსი გისოსებში.

თრილერში რამდენიმე ინტიმური სცენაა. თუმცა სარასა და ტონის გისოსებს მიღმა გიჟურ სექსს შეუძლია დიდი ხნის წინ დაკარგული სურვილიც გააღვიძოს.

სარა წარმატებული ფსიქოლოგი იყო და ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მასში ასეთი ვნებები ბუდობდა. ტონიმ გააღვიძა სარაში ის დაფარული გრძნობები, რომლებიც ფილმში თამამ სასიყვარულო სცენებში აისახა.

იმისათვის, რომ ქალმა ამ ფილმიდან სექსი გაიმეოროს, მოუწევს კომპლექსების დავიწყება, მამაკაცი კი - ექსპერიმენტებისთვის უნდა იყოს მზად.

"9 1/2 კვირა" (Nine 1/2 Weeks) – 1986 წელი.

შემსრულებლები: მიკი რურკი და კიმ ბესინჯერი

ეროტიკული სცენა: "გემრიელი სექსი".

"9 1/2 კვირა" სამართლიანად ითვლება საკულტო ფილმად. ერთ-ერთი ამის მიზეზი - ლამაზი სასიყვარულო სცენაა. ეს ფილმი საუკეთესო საშუალებაა სექსის პრელუდიის შესასწავლად.

მგრძნობიარე სექს-თამაში სამზარეულოში. ყინულის ნატეხები, ზეთისხილი, ბალი, ტომატის სოუსი, თაფლი - ჯონი ქალის სხეულიდან მიირთმევს ყველაფერ ამას და ისინი ვნებიან სიყვარულს მიეცემიან სამზარეულოს მაგიდაზე.

სექსი ფილმში კრეატიული და უჩვეულოა. მასში სადომაზოხისტური ელემენტებიც არის, გმირები არ ერიდებიან ექსპერიმენტებს. სურვილის გამძაფრებისა და ელიზაბეტში ეჭვის გრძნობის გაღვივებისთვის ჯონი სარისკო ნაბიჯზეც მიდის - მეგობარი ქალის თვალწინ ნახევრად შიშველ მოდელს ეალერსება.

"ძირითადი ინსტინქტი" (Vasic Instinct) – 1992 წელი.

შემსრულებლები: მაიკლ დუგლასი, შერონ სტოუნი და სხვები.

"ძირითადი ინსტინქტი" - არის ფილმი, რომელმაც კინემატოგრაფიაში გადატრიალება მოახდინა. ამ ეროტიკულ თრილერში რთულია გამოჰყო ყველაზე დასამახსოვრებელი სასიყვარულო სცენა. უნდა ნახოთ მთელი ფილმი.

უცნაურია, მაგრამ ფილმის სავიზიტო ბარათად პოლიციის განყოფილების სცენა გახდა, სადაც სენსაციური რომანების ავტორი კეტრინი დეტექტივ ნიკ კარენთან დაკითხვაზე საცვლების გარეშეა მისული.

რაც შეეხება სექსს, ის ამ ფილმში ცეცხლოვანია, ცხოველური და სადო-მაზოხიზმის ელემენტებით დატვირთული; ასევე, არის ლესბოსური სიყვარულის სცენებიც.

ფილმმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მათ შორის, სექს-უმცირესობებს შორის. მათ მოაწყვეს საპროტესტო აქციები "ძირითადი ინსტინქტის" ჩვენების წინააღმდეგ - მათი აზრით, ფილმში ლესბოსელები ცივსისხლიან მკვლელებად არიან გამოყვანილნი.

"უკანასკნელი ტანგო პარიზში" (Ultimo tango a Parigi) - 1972 წელი.

შემსრულებლები: მარლონ ბრანდო და მარია შნაიდერი.

ეროტიკული სცენა: ანალური სექსი პარიზული სახლის იატაკზე.

ფილმი მათთვისაა, ვისაც მოსწონს არაორდინარული სექსი. ფილმი "უკანასკნელი ტანგო პარიზში" ითვლება დიდ (არაპორნოგრაფიულ) კინოში პიონერად, სადაც ანალური სექსის სცენებია ასახული.

სიყვარული სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე - აი, როგორ შეიძლება მთავარი გმირების ურთიერთობის აღწერა. 45 წლის ამერიკელი დაქვრივდა - მისმა ცოლმა თავი მოიკლა. მამაკაცი ღრმა დეპრესიაში ჩავარდება. თითქოს მას დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა, მაგრამ ამ დროს 20 წლის ფრანგ ქალს ხვდება. სწორედ მასთან ერთად ატარებს ამერიკელი ქვრივი მის ცხოვრებაში ყველაზე ვნებიან დღეებს.

Ask the Dust – 2006 წელი.

შემსრულებლები: კოლინ ფარელი და სელმა ჰაიეკი.

ეროტიკული სცენა: სექსი ღამით სანაპიროზე.

კაცი - იტალიელია, ქალი - მექსიკელი. მათი გაცნობა ურთიერთშეურაცხყოფით დაიწყო. კოლინ ფარელის გმირს (არტურო) ეშინია შიშველი ქალების, სელმა ჰაიეკის პერსონაჟი (კამილა) კი, იმის გამო, რომ გააღიზიანოს კაცი, სულ გახდილი დადის. ქალის მხრიდან მორიგი პროვოკაცია ოკეანის სანაპიროზე ვნებიანი სექსით მთავრდება.

ფილმმა 2006 წელს ავტორიტეტული უცხოური გამომცემლობის, Mrskin-ის ჯილდო მიიღო ნომინაციაში "საუკეთესო შიშველი სცენა".

"ემანუელა" (Emmanuelle) – 1974 წელი.

შემსრულებელი: სილვია კრისტელი

ძალიან ბევრმა რეჟისორმა სცადა ემანუელას სექსუალური ისტორიების ეკრანიზება, თუმცა მხოლოდ ჟუისტ ჟეკინმა მოახერხა, სიყვარულის ხელოვნება ასე ლამაზად გადმოეცა ეკრანზე.

ემანუელას ცხოვრების მთავარი ვნება - სექსია.

ქალი სიყვარულის სურვილს ნებისმიერი შემთხვევის დროს იკმაყოფილებს. შემთხვევითი კავშირები, ლესბოსური სექსი, სახიფათო ექსპერიმენტები...

"ემანუელა" - ევროპული და მსოფლიო ეროტიკული კინოს კლასიკად ითვლება. მხოლოდ ამიტომაც ღირს მისი ნახვა. ამასთან, ფილში უამრავი ეროტიკული სცენაა, რომელიც, პრაქტიკულად, ნებისმიერის ინტიმურ ცხოვრებას მრავალფეროვანს გახდის.

"სილამაზე ამერიკულად" (American Beauty) – 1999 წელი.

შემსრულებლები: კევინ სპეისი და მენა სუვარი.

ეროტიკული სცენა: ვარდისფურცლებიან აბაზანაში.

ფილმმა "სილამაზე ამერიკულად" 5 "ოსკარი" დაიმსახურა. თუმცა ბევრს ის თავისი განსაკუთრებული რომანტიკულობით დაამახსოვრდა.

42 წლის ლესტერ ბერნერი საშუალო ასაკის კრიზისს განიცდის. თავის ეროტიკულ ფანტაზიებში ის ცოლს კი არა, საკუთარი ქალიშვილის მეგობარს, ანჯელინა ჰეისს (მენა სუვარი) ხედავს.

როცა ის ფანტაზიას მიმართავს, გოგონას ვარდის ფურცლებით შემოსილს ხედავს, მაგრამ ლესტერი მაინც ვერ მოახერხებს ცხოვრებაში თავისი ოცნების განხორციელებას. იქნება ღირს, რომ ეს თქვენ გააკეთოთ?

"ცდუნება" (Original Sin) – 2012 წელი

შემსრულებლები: ანტონიო ბანდერასი და ანჯელინა ჯოლი

ეროტიკული სცენა: ვნებიანი სექსი ლოგინში.

"ცდუნება", შესაძლოა, ზოგიერთისთვის სექსის ნამდვილ გაკვეთილად იქცეს. ამასთან, ისეთი მსახიობების მიერ შესრულებული სიყვარულის სცენები, როგორებიც არიან ანჯელინა ჯოლი და ანტონიო ბანდერასი, ნამდვილად ღირს ყურადღების მიქცევად.

ცნობილი სცენა აბაზანაში - ერთმანეთის მიმართ სინაზისა და სითბოს გამოხატვის ნათელი მაგალითია, მაგრამ ყველაზე საინტერესო ფილმში მაინც მთავარი გმირების სასიყვარულო სცენაა საძინებელში. იმდენად რეალურია მსახიობების თამაში, რომ ბევრისთვის დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, თავად შეასრულეს ენჯიმ და ანტონიომ ეს სცენა თუ დუბლიორების დახმარებით?

სხვათა შორის, სატელევიზიო ჩვენებისთვის ფილმიდან "ცდუნება" რამდენიმე კადრი ამოჭრეს. ჩათვალეს, რომ ფილმში ისედაც მრავლად არის თამამი სასიყვარულო სცენა. აი, DVD-ვერსიაში კი ფილმი სრულად არის წარმოდგენილი.



 


მიმაგრება:
კატეგორია: +18 ინტიმი | ნანახია: 3035 | დაამატა: happy | ტეგები: 10 საუკეთესო ეროტიკული კინოსცენა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელ ბრაუზერს იყენებთ?
სულ პასუხი: 123