თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 24 » ბულგარული წიწაკა სტაფილოთი
15:45
ბულგარული წიწაკა სტაფილოთი

ინგრედიენტები:

12 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
1,2 კგ. სტაფილო
2 დიდი თავი ხახვი
5 ცალი მოზრდილი პამიდორი
ზეთი საჭიროებისამებრ
2 ჩ/კ ძმარი
მარილი გემოვნებით
პირველი ეტაპი:

გარეცხილ ბულგარულ წიწაკას მოვაჭრათ თავი და ამოვასუფთაოთ. მოვაყაროთ მარილი და ჩავალაგოთ ცეცხლზე შემომდგარ ზეთიან ქვაბში. დავუმატოთ 2 ჩ/კ ძმარი. წიწაკა ყველა მხირადნ დარბილებამდე შევწვათ დაბალ ცეცხლზე, ისე რომ ფერი უცვლელი დარჩეს. ამოვალაგოთ და გადმოვიღოთ ლანგარზე.

მეორე ეტაპი:

იმავე ქვაბში ჩავამატოთ ზეთი და მასში მოვათავსოთ კუბიკებად დაჭრილი ხახვი და სტაფილო. მოვშუშოთ და დავამატოთ გაფრცქვნილი პამიდორი (დაჭრილ მდგომარეობაში). ვშუშოთ სტაფილოს მოხარშვამდე. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ.

მესამე ეტაპი:

თითოეული შემწვარი ბულგარული წიწაკა კოვზით გავტენოთ ზეთიანი სტაფილოს, ხახვისა და პამიდვრის სოუსით.
მიირთვით გაგრილების შემდეგ. თუმცა, მაცივარში გაციებული გაცილებით გემრიელია. მსგავსი რეცეპტით მომზადებულ ბულგარულ წიწაკას ხშირად კონსერვის სახითაც ინახავენ საზამთროდ. ეს მართლაც შესაძლებელია, მაგრამ ტომატო გირჩევთ, რომ კონსერვების გაკეთების სანაცვლოდ ყოველთვის სეზონური და “ცოცხალი” კერძები მოვამზადოთ.

გემრიელად მიირთვით!



 


მიმაგრება:
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 1505 | დაამატა: happy | ტეგები: ბულგარული წიწაკა სტაფილოთი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელ ოპერაციულ სისტემას იყენებთ ?
სულ პასუხი: 132