ჩვენი დნმ-გენეალოგია - 27 ოქტომბერში 2012 - საიტები

თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 27 » ჩვენი დნმ-გენეალოგია
09:36
ჩვენი დნმ-გენეალოგია

გენოგეოგრაფია ისტორიულ მეცნიერებას უფრო ჰგავს, ვიდრე ბიოლოგიურს, მაგრამ ბიოლოგიის, სახელდობრ, გენეტიკის დახმარებისა და მიღწევების გარეშე ეს დარგი ვერ წარმოიშობოდა. 1980-იან წლებში, ჰემაქრომატოზის გენის იდენტიფიცირებამდე, გენეტიკოსებმა შეამჩნიეს ერთგვარი კანონზომიერება, რომელიც მათთვის მოულოდნელი იყო: ყველა დაავადებულს, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობდნენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, არ იყვნენ ერთმანეთის ნათესავები და არც კი იცნობდნენ ერთმანეთს, დნმ-ს ერთ-ერთ უბანში ერთი და იგივე ცვლილება აღმოაჩნდა. ამ აღმოჩენამ მეცნიერებს აფიქრებინა, რომ დაავადებულებს უნდა ჰყოლოდათ ერთი საერთო, ძალიან დიდი ხნის წინ მცხოვრები წინაპარი. სწორედ ის იყო ამ დაავადების "ფუძემდებელი".
გენეტიკოსები დიდი ყურადღებით შეისწავლიდნენ მუტაციურ დაავადებებს იმ იმედით, რომ იპოვიდნენ მარტივ გზას რისკის ჯგუფში დაზიანებული გენის მფლობელი ადამიანის აღმოსაჩენად. საბოლოოდ მათ დაასკვნეს, რომ მუტაციები თავისებური ანაბეჭდებია, რომლებსაც ტოვებს კაცობრიობა თავისი განვითარების გზაზე. ისინი დნმ-ს ტექსტში დაშვებული ერთგვარი "ორთოგრაფიული შეცდომებია", რომლებიც გროვდება და თაობიდან თაობას გადაეცემა. გენეტიკოსებს შეუძლიათ, ეს ანაბეჭდები არიადნას ძაფივით გამოიყენონ და თვალი მიადევნონ ადამიანთა პოპულაციების მიგრაციას მთელ დედამიწაზე ათასწლეულების სიღრმეში. მეცნიერებმა მუტაციები - ეს გენეტიკური მარკერები - დედამიწის რუკაზე გადაიტანეს და ადამიანთა პოპულაციების პლანეტაზე მიგრაციის კონტურები მიიღეს. გენოგეოგრაფია ადამიანთა გენოფონდს შეისწავლის. მისი მიზანია გენეტიკური მარკერების - ე.წ. ჰაპლოჯგუფების - გავრცელების კარტოგრაფიული ანალიზი როგორც დედამიწის ვრცელი რეგიონებისთვის, ისე ადამიანთა კონკრეტული პოპულაციებისა და კონკრეტული ადამიანისთვისაც კი. მეცნიერთა ამოცანაა ჩვენი გენომის იმ უბანთა შესწავლა, რომლებმაც კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ცვლილებები განიცადა. დნმ-ს მრავალრიცხოვან მონაკვეთებს შორის გენეტიკოსებმა გამოავლინეს და ახლაც განაგრძობენ ისეთი უბნების გამოვლენას, რომლებმაც განიცადა ცვლილებები - მუტაციები - ადამიანთა სხვადასხვა პოპულაციაში სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში. ეს არის ერთგვარი ანაბეჭდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გენომის უძველესი ჩანაწერის - "დედნის" - გამოვლენა. მეცნიერებმა გამოთვალეს მუტაციათა წარმოქმნის სიჩქარე და ადგილი დედამიწაზე, სადაც ეს მუტაციები უნდა მომხდარიყო. გენოგეოგრაფიის განვითარების ახლანდელ ეტაპზე ყველა ჩვენგანს შეუძლია იპოვოს თავისი წინაპარი, რომელიც ათობით, ასობით და ათასობით თაობის წინ ცხოვრობდა და თავისი წარმომავლობა დაადგინოს. 2005 წლიდან მთელი დედამიწის მასშტაბით მიმდინარეობს საერთაშორისო პროექტი "გენოგეოგრაფია". ეს არის პროექტი, რომლიც დედამიწის მოსახლეობის გენომურ ცვლილებებს შეისწავლის. მისი მიზანია დედამიწის მოსახლეობის დეტალური გენეტიკური ატლასის შედგენა და ადამიანთა უძველესი მიგრაციული გზების დადგენა. მეცნიერები მთელი გენომიდან ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობენ დნმ-ს ორ უბანს: უჯრედის ბირთვში მოთავსებული Y ქრომოსომის დნმ-ს და უჯრედის ციტოპლაზმაში მოთავსებულ - მიტოქონდრიულ დნმ-ს. Y ქრომოსომა მხოლოდ მამაკაცების გენომშია და იგი მამისგან მხოლოდ ვაჟებს გადაეცემა. მიტოქონდრიულ დნმ-ს არის როგორც მამაკაცის, ისე ქალის უჯრედებში, მაგრამ ის დედისგან მხოლოდ გოგონებს გადაეცემა. Y ქრომოსომა ადამიანის ყველაზე პატარა ქრომოსომაა. იგი ადამიანის გენომის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. მასში 86 გენია, რომლებიც 23 ცილის მოლეკულას ასინთეზებს. ამის გამო მას გენეტიკოსები დიდხანს არ აქცევდნენ ყურადღებას. რა შეიძლებოდა ყოფილიყო საყურადღებო ასეთ პატარა ქრომოსომაში? მაგრამ სწორედ Y ქრომოსომა იქცა გენოგეოგრაფიის კვლევის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტად. დნმ თაობიდან თაობას უცვლელად გადაეცემა, სანამ არ მოხდება მუტაცია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 80 000 წლის წინ მთელი დედამიწის მოსახლეობა რამდენიმე ასეულ კაცს შეადგენდა. ათასწლეულების განმავლობაში მოსახლეობა განვითარდა და მთელ დედამიწაზე განსახლდა. ამას თან სდევდა დნმ-ში მუტაციების წარმოშობა. ეს მუტაციები ერთგვარი საათის ისრის როლს ასრულებს "ევოლუციის საათზე". მათი ცოდნა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მეცნიერებმა იციან ამ მუტაციების წარმოშობის სიხშირე და ძალუძთ გამოთვალონ პერიოდი, როდესაც დნმ-ში მოხდა ესა თუ ის მუტაცია და გაჩნდა ადამიანთა ახალი მოდგმის უშუალო წინაპარი. ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის Y ქრომოსომაში წარმოშობილი მუტაციები - ისინი ხომ მამებისგან მხოლოდ ვაჟებს გადაეცემა.



 


მიმაგრება:
კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 228 | დაამატა: happy | ტეგები: ჩვენი დნმ-გენეალოგია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რა კატეგორიის საიტზე შედიხართ ყველაზე ხშირად?
სულ პასუხი: 119