თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 11 » დახვეწე სტილი
19:13
დახვეწე სტილი



როგორ ჩავიცვათ პაემანზე, ოფისში და საქმიან შეხვედრაზე.

წარმატება შესაძლოა ძნელი მისაღწევი იყოს, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ დაწინაურებაზე მაინც იწყებ ფიქრს... ოცნების გოგონასთან შეხვედრისას გინდა წარმოსადეგი იყო... გარდერობში მცირედი ცვლილებების შეტანა ზოგჯერ საკმარისია, რომ მიიღო სასურველი. ჟოურნალ of Personality and Social Psychology-მ მცირე ხნის წინ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა: აღმოჩნდა, რომ ვაჟი, რომელიც არ ერიდება თავისი სხეულის დემონსტრირებას და მოტკეცილ, მოკლესახელოებიან მაისურებს იცვამს, ირგვლივ მყოფებს უფრო ემოციურ პიროვნებად მიაჩნიათ, ხოლო უკანასკნელ ღილამდე შეკრული პერანგი პატრონს სხვების თვალში წონას მატებს. როგორ მოვახდინოთ საზოგადოებაზე შთაბეჭდილება და გამოვიყენოთ ეს ჩვენი ინტერესებისთვის? სად რა ჩავიცვათ?

ოფისი
"ჩაიცვით ისე, რომ შეესაბამებოდეთ თანამდებობას, რომელზეც ოცნებობთ. თუ თქვენი კოლეგები სპორტულად იცვამენ, თავად გრძელსახელოებიანი პერანგი შეარჩიეთ - ეს უფრო ავტორიტეტულ იერს მოგცემთ, - გვირჩევს გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი კურტ გრეი, - მოტკეცილი მაისური ან პერანგი ხაზს გაუსვამს თქვენს სისუსტეებს, დირექტორი კი შეუვალი უნდა იყოს - მხოლოდ ამ შემთხვევაში სცემენ მას პატივს და ენდობიან". თუ სამსახურში რამე შეგეშალათ, ჰავაიური პერანგი ან მხიარულნახატიანი მაისური შესაძლოა მისწრება აღმოჩნდეს - ფსიქოლოგებმა გამოიკვლიეს, რომ ამგვარად ჩაცმულ მამაკაცებს უფროსები უფრო იშვიათად ატეხენ რისხვას, ვიდრე მათ, ვინც ოფისის კლერკივით არის გამოწყობილი.

პაემანი
"პაემანზე მას უნდა დაანახო, რომ მხოლოდ ჭკუა კი არა, დიდი და მგრძნობიარე გულიც გაქვს", - ამბობს კურტ გრეი. ასეთი შთაბეჭდილება რომ შექმნათ, შეუხამეთ საქმიანი ტანსაცმელი (მაგალითად, პიჯაკი) ისეთ სამოსს, რომელიც კარგად წარმოაჩენს თქვენს აღნაგობას - V-სებურ საყელოიან მაისურს, ვიწრო ჯინსს. თუ გადაწყვეტთ, გოგონას უშუალოდ სამსახურის შემდეგ შეხვდეთ, შეიხსენით პერანგზე რამდენიმე ღილი და აიკეცეთ სახელოები. ის დაინახავს თქვენს ლავიწსა და ხელებს და მიხვდება, რა მგრძნობიარე ბრძანდებით.

საქმიანი შეხვედრა
"თუ საქმიან შეხვედრაზე მიდიხართ, უნებლიეთ, დაუფიქრებლად შეხსნილმა საყელომაც კი შეიძლება ცუდი სამსახური გაგიწიოთ", - გვაფრთხილებს კურტ გრეი. ცხადია, მუმიასავით არ უნდა გამოიყურებოდეთ, მაგრამ მცირედმა თავისუფლებამაც კი შეიძლება ავნოს თქვენს კარიერულ გეგმებს. ასე რომ, ჰალსტუხი, ღილები, მკაცრი პორტფელი ძალაში რჩება, ხოლო ჰიპურაქსესუარებიანი აიფონი რაც შეიძლება კარგად დამალეთ.

დრეს-კოდი ქორწილისათვის
საკუთარი ქორწილი იქნება ეს თუ მეგობრისა, ასეთი მასშტაბის ღონისძიებაზე, რაც მოგხვდებათ, იმის ჩაცმა ცუდი ტონია. გირჩევთ, ამ დროს ექსპერიმენტებს თავი ანებოთ. აირჩიეთ კლასიკა და ცხოვრების ამ ზეიმზე ღირსეულად წარდგებით.

კოსტიუმი
ნეფე: საშუალოსტატისტიკური მამაკაცისთვის ქორწილი შესაძლოა ერთადერთი შემთხვევა იყოს ცხოვრებაში, როცა ის კლასიკურ კოსტიუმს ჩაიცვამს. ნუ უგულებელყოფთ ამ შესაძლებლობას. თუ საგნებსა და მოვლენებს პრაქტიკული კუთხით უყურებთ, შეაჩერეთ არჩევანი შავ კლასიკურ კოსტიუმზე, რომელიც სხვა დროსაც გამოგადგებათ. სტუმარი: ორღილიანი სტანდარტული კოსტიუმის მაგივრად შეიძლება ჩაიცვათ მუქი ერთბორტიანი, ერთ ღილზე შეკრული კლასიკური კოსტიუმი. ამით თითქოს ხაზს გაუსვამთ, რომ მეგობრულ წვეულებაზე მოხვედით და არა პროტოკოლურ კორპორატივზე.

პერანგი
ნეფე: აქ მანევრირება პრაქტიკულად შეუძლებელია - როგორი კოსტიუმიც არ უნდა ჩაიცვათ, პერანგი აუცილებლად თეთრი უნდა იყოს! მეორე მხრივ, ეს არჩევანს ამარტივებს. "სმოკინგს ძალიან უხდება პერანგი წამოწეული და ბოლოებგადაკეცილი საყელოთი", - გვასწავლის შონ დიქსონი - ატელიეთა ქსელის მფლობელი ლონდონის ლეგენდარულ ქუჩაზე სევილ როუდზე. გირჩევთ, ახალი პერანი ჩაცმამდე გარეცხოთ: საყელო დარბილდება და კისერს არ გადაგიხეხავთ. სტუმარი: მისთვის ამ საკითხის გადაჭრა უფრო იოლია - შეაჩერეთ არჩევანი უკვე აპრობირებული რამდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთზე, ანდა თეთრი პერანგი ჩაიცვით.

ჰალსტუხი
ნეფე: "სასიძოსთვის ჰალსტუხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პერანგი", - ამბობს დიქსონი. თუმცა სმოკინგზე მხოლოდ შავი ბაბთა უნდა გაიკეთოთ. სტუმარი: ჰალსტუხის შერჩევის საკითხს შეიძლება შემოქმედებითად მიუდგეს. მამაკაცის თანამედროვე კლასიკურ კოსტიუმს კარგად ეხამება ვიწრო ჰალსტუხი. ისიც შეიძლება, ჰალსტუხზე საერთოდ უარი ვთქვათ.

საკინძე
ნეფე: საკინძე თქვენი სმოკინგის უკანასკნელი შტრიხია. უკეთესი იქნება, ის იმ ფერისა იყოს, რომელშიც არის გადაწყვეტილი სადღესასწაულო ადგილის მორთულობა ანდა პატარძლის თაიგულს ეხამებოდეს. სტუმარი: ვარიანტი უამრავია. შეარჩიეთ საკინძე ხასიათის, განწყობის, ზომიერების გრძნობისა და იუმორის შესაბამისად. შეიძლება ისეთი პერანგიც ჩაიცვათ, მანჟეტებთან ღილებით რომ იკვრება.

ფეხსაცმელი
ნეფე: უბრალოება მთავარი კრიტერიუმია, როდესაც არჩევთ ფეხსაცმელს სმოკინგის ან კლასიკური კოსტიუმისთვის. ასეთ დროს უპირატესობა ერთხმად ენიჭება შავ თხელძირიან ფეხსაცმელს. სტუმარი: შეიძლება შეარჩიოს ნებისმიერი ვარიანტი, რომელიც ზომიერად კომფორტულია და საკმაოდ ელეგანტური საქორწილო წვეულებისთვის.



 


მიმაგრება:
ნანახია: 962 | დაამატა: happy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელია საუკეთესო ანტივირუსი?
სულ პასუხი: 233