თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 10 » დამბლა და პარეზი
22:33
დამბლა და პარეზი

დამბლა (ბერძნულად პარალყო - ვასუსტებ) მამოძრავებელი ფუნქციის სრული ამოვარდნაა, განპირობებული ცენტრალური ან პერიფერიული ნერვული სისტემის მამოძრავებელი ცენტრებისა და გამტარი გზების დაზიანებით. პარეზი არასრული ანუ ნაწილობრივი დამბლაა. საყურადღებოა, რომ ადამიანის მოძრაობითი აქტივობა შეიძლება მკვეთრად დაირღვეს ძვალსახსროვანი სისტემის, სასახსრე ჩანთის, კუნთებისა და მყესების დაზიანების შემთხვევაშიც, თუმცა ასეთ დროს მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვა და მოძრაობითი აქტივობის შესუსტება წმინდა მექანიკური მიზეზებით არის განპირობებული და დამბლას ან პარეზს არ წარმოადგენს.
მოძრაობითი აქტივობის შეზღუდვის მიზეზი ხშირად ტკივილიცაა - ადამიანი არ ამოძრავებს ამა თუ იმ კიდურს შესაბამისი მიმართულებით არა იმიტომ, რომ არ შეუძლია, არამედ იმისთვის, რომ მძაფრი ტკივილი თავიდან აიცილოს. ასეთ მდგომარეობას ანტალგიურ დარღვევას მიაკუთვნებენ (ბერძ. ალგოს - ტკივილი). უნდა ითქვას ისიც, რომ დამბლა და პარეზი ზოგჯერ კუნთოვანი სისტემის პირველადი დაზიანებითაა გამოწვეული. ასეა, მაგალითად, მიოპათიების, ამიოტროფიებისა და ნერვკუნთოვანი დაავადებების (მიასთენიის) დროს. იმისთვის, რომ შეიკუმშოს და შესაბამისი კიდური თუ ორგანო აამოძრაოს, კუნთს ამ ორგანოსა თუ კიდურის მამოძრავებელი ნერვიდან იმპულსი უნდა გადაეცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მამოძრავებელი ნერვის მოქმედების საბოლოო ობიექტს კუნთი წარმოადგენს. ნერვული დაბოლოებიდან იმპულსი კუნთს ქიმიური რეაქციის გზით გადაეცემა. ნერვული დაბოლოებიდან ნერვკუნთოვანი შეერთების ადგილას, სინაფსში, გამოიყოფა სპეციალური ნივთიერება - ნეირომედიატორი, რომელიც კუნთის შეკუმშვას იწვევს. ნეირომედიატორის გამომუშავების (სინთეზის), მისი ქიმიზმის ან ნერვიდან კუნთზე გადაცემის პროცესის დარღვევა ასევე პარეზს ან დამბლას იწვევს. მართალია, ასეთ დროს მოძრაობის შესუსტების ან სრული ამოვარდნის მიზეზი ნერვული სისტემის დაზიანება არ არის, მაგრამ ასეთ მდგომარეობებსაც დამბლასა და პარეზს მიაკუთვნებენ. აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტორი: თუ ხალხში დამბლას მისი ლოკალიზაციის მიხედვით მოიხსენიებენ (მაგალითად, კიდურის ან თითების დამბლა), სამედიცინო პრაქტიკაში პარეზისა თუ დამბლის განსაზღვრა, წესისამებრ, დაზიანებული ნერვული სტრუქტურის, ნერვული წნულისა და ცალკეული ნერვის მიხედვით ხდება. უკანასკნელი ხერხი არცთუ ისე მართებულია, რადგან შესაძლოა პარალიზებული იყოს არა მამოძრავებელი ნერვი, არამედ საკუთრივ კუნთი. მაგალითად, სახის ნერვის დამბლის დროს ხშირად პარალიზებულია სახის კუნთები, რომლებსაც ის აინერვირებს.

კლასიფიკაცია და სხვა მახასიათებლები
პარეზები და დამბლები ორ დიდ ჯგუფად - ორგანულ და ფუნქციურ დარღვევებად - იყოფა. ორგანული პარეზებისა და დამბლების მთავარი მიზეზი ორგანული დაზიანებაა, რომლის შედეგადაც ნერვული იმპულსი კუნთამდე ვერ აღწევს, ფუნქციური დაზიანების დროს კი ასეთი მიზეზის გამოვლენა ვერ ხერხდება. ფუნქციური პარეზისა თუ დამბლის დროს მოძრაობითი აქტივობის დარღვევა განპირობებულია თავის ტვინის ქერქში აღგზნება-შეკავების პროცესთა დისბალანსით.

ორგანული დამბლა და პარეზი
დადგენილია, რომ ცენტრალური დამბლა აღმოცენდება ნერვული გზის ცენტრალური უბნის, თავისა და ზურგის ტვინში არსებული შესაბამისი ნაწილის დაზიანებით. პერიფერიული დამბლის მიზეზი კი პერიფერიაზე არსებული დაზიანებაა, კერძოდ, ზურგის ტვინის წინა რქების, ცალკეული ნერვების, ნერვკუნთოვანი შეერთებების (სინაფსების) და საკუთრივ კუნთების. არსებობს დამბლის შერეული ტიპიც, რომლის დროსაც ერთდროულად ზიანდება ნერვული გზის როგორც ცენტრალური, ასევე პერიფერიული უბანი. ცენტრალურ დამბლას (და პარეზს) სამი ძირითადი ნიშანი ახასიათებს:
1. კუნთების მომატებული ტონუსი - ჰიპერტონუსი ან მუსკულატურის სპასტიკურობა;
2. რეფლექსების გაძლიერება - ჰიპერრეფლექსია;
3. პათოლოგიური რეფლექსებისა და თანმხლები მოძრაობების გამოვლენა.
ყველა ეს ნიშანი ზურგის ტვინის დაძაბვისა და შესაბამისად გააქტიურებული მოქმედების შედეგია. გავრცელების მიხედვით ცენტრალური დამბლა იყოფა:
1. მონოპლეგიად (ერთი კიდურის, კუნთის ან კუნთთა ჯგუფის დამბლა);
2. ჰემიპლეგიად (სხეულის ერთი ნახევრის დამბლა);
3. პარაპლეგიად (ორი სიმეტრიული, ზედა ან ქვედა კიდურის დამბლა);
4. ტეტრაპლეგიად (ოთხივე კიდურის დამბლა).
პერიფერიული დამბლა (და პარეზი) სრულიად სხვა კლინიკური სურათით გამოიხატება. მისთვისაც სამი, თუმცა სრულიად საპირისპირო ძირითადი ნიშანია დამახასიათებელი:
1. კუნთოვანი ტონუსის შესუსტება მის სრულ გაქრობამდე - ჰიპოტონია ან ატონია;
2. რეფლექსების დაქვეითება ან გაქრობა - ჰიპორეფლექსია ან არეფლექსია;
3. კუნთების ატროფია - ნერვული ტროფიკის არარსებობის შედეგად კუნთოვან ქსოვილში განვითარებული ნივთიერებათა ცვლის მოშლის გამო.
თუ ცენტრალური დამბლის დროს კუნთს არასრულად (მხოლოდ ზურგის ტვინიდან) მიეწოდება ნერვული იმპულსები, პერიფერიული დამბლის დროს ის მათ საერთოდ ვერ იღებს. შესაბამისად, ცენტრალური დამბლის დროს კუნთოვანი მოქმედება გაუკუღმართებულია. კუნთი მუდმივად დაჭიმულია, დაძაბული ან სპაზმურ მდგომარეობაშია. მეორე შემთხვევაში ანუ პერიფერიული დამბლის დროს კი კუნთოვანი მოქმედება საერთოდ გამქრალია. ამ მიზეზთა გამო ცენტრალურ დამბლას სხვაგვარად სპასტიკურ დამბლასაც უწოდებენ, პერიფერიულს კი - დუნეს.



 


მიმაგრება:
ნანახია: 1580 | დაამატა: happy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რა კატეგორიის საიტზე შედიხართ ყველაზე ხშირად?
სულ პასუხი: 124