დარჩით მარად ახალგაზრდა - 11 ოქტომბერში 2012 - საიტები

თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 11 » დარჩით მარად ახალგაზრდა
18:58
დარჩით მარად ახალგაზრდა

თუ გსურთ, ასაკმა ნაკლებად დააჩნიოს კვალი თქვენს გარეგნობას, დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდული განწყობა და ენერგია, ამაზე გამუდმებით უნდა იზრუნოთ. რა აძლევს ადამიანს ძალას, დარჩეს სულით ახალგაზრდა? უნიკალური რეცეპტი არ არსებობს. ზოგისთვის ეს სიყვარულია, ზოგისთვის - თვითსრულყოფის შესაძლებლობა. და მაინც, არსებობს რამდენიმე საიდუმლო, რომლებიც ახალგაზრდობის შესანიშნავ ხანას გაგიხანგრძლივებთ.

მეტი მოძრაობა. ასაკთან ერთად ნელდება ნივთიერებათა ცვლა, ჩნდება ზედმეტი წონა. საქმეს ფიზიკური დატვირთვა უშველის. არ არის აუცილებელი, თავით გადავეშვათ სპორტში - საკმარისია, უფრო მეტი ვიაროთ ფეხით. ეს საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ წვრილი წელი და მოქნილი ხერხემალი. სასურველია, ყოველ დილით გავაკეთოთ დილის გამამხნევებელი ვარჯიში, თუნდაც 7-10 წუთის განმავლობაში. შემდეგ მივიღოთ ცივი შხაპი ან ტანი სველი ტილოთი დავიზილოთ. ძალიან კარგია დილაობით სუფთა ჰაერზე სეირნობაც.
მოუარეთ კანს. აუცილებელი არ არის, ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებები შეიძინოთ. რეგულარული მოვლა - აი, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კვირაში ერთხელ გაიკეთეთ ნიღაბი სახეზე და დეკოლტეს მიდამოში. ნუ დაივიწყებთ მზისგან დამცავ საშუალებებს - მზის სხივები კანს აბერებს. საღამოობით პირი დაიბანეთ გადადუღებული წყლით, სახესა და ყელზე წაისვით მკვებავი, ხოლო ხელებზე - დამარბილებელი კრემი.
მოუარეთ კბილებს.
აუცილებლად მოუარეთ თმას. ლამაზი თმა ხომ ადამიანის სიამაყეა. შეარჩიეთ შამპუნი და ბალზამი თქვენი თმის თვისებების გათვალისწინებით. თვეში ერთხელ მაინც გაიკეთეთ თმის მკვებავი ნიღაბი. გახსოვდეთ, თუ ყოველდღე 15-20 წუთს მაინც დაუთმობთ საკუთარ თავს, სიბერე ძალიან გვიან გეწვევათ.
ბავშვები ყოველდღე აღმოაჩენენ ხოლმე რაღაც ახალს. აიღეთ მაგალითი მათგან. ისწავლეთ რამე ახალი - ეს გონების შესანიშნავი სავარჯიშოა. ცხოვრებაც უფრო საინტერესო გახდება!
საინტერესოდ გაატარეთ თავისუფალი დრო. იკითხეთ წიგნები, იარეთ ცეკვაზე ან ხელი მიჰყავით ყვავილების მოვლას. ახალი გატაცება მხოლოდ სულიერ კმაყოფილებას კი არ მოგანიჭებთ, არამედ ახალ გამოცდილებასაც შეგძენთ.
ხშირად იცინეთ! სიცილი უხდება იმუნურ სისტემას. სიცილის მოყვარული ადამიანები იშვიათად ავადმყოფობენ და ნაკლებად იღლებიან. გარდა ამისა, სიცილი ტონუსს მატებს სახის კუნთებს, ხელს უწყობს ამ მიდამოში სისხლის მიწოდებას და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.
ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გრეიპფრუტის არომატი აუმჯობესებს განწყობილებას, ხოლო თვით ნაყოფი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. დასკვნა: იმისათვის, რომ მხნეობა და ენერგია შეინარჩუნოთ, დღეში ერთხელ მიირთვით გრეიპფრუტი.
დიდი მნიშვნელობა აქვს გარეგნობის შესატყვისად ტანსაცმლის, მაკიაჟის, სამკაულის შერჩევას. თუ ყველაფერს ზუსტად შეარჩევთ, მუდამ სრულყოფილი იერი გექნებათ!

მინირჩევები

ყოველი სიგარეტი კიდევ ერთი ნაოჭია!
მიირთვით რძემჟავა პროდუქტები: იოგურტი, მაწონი, კეფირი;
კარგად გამოიძინეთ. სრულფასოვანი ძილი ახალგაზრდობას ახანგრძლივებს!
მაგარი ალკოჰოლური სასმელები უმჯობესია საერთოდ დაივიწყოთ!
ეცადეთ არ გაბრაზდეთ, არ გაღიზიანდეთ, განსაკუთრებით - წვრილმანების გამო.
კარგად დააკვირდით თქვენს გარეგნობას, ობიექტურად შეაფასეთ ნაკლიც და ღირსებაც, გონივრულად დაფარეთ ნაკლი, ხოლო ღირსებას ხაზი გაუსვით.

და კიდევ ერთი: გსურთ, ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ? - შეხედეთ ცხოვრებას მარტივად. მიიღეთ ის ისეთი, როგორიც არის. დაეხმარეთ მათ, ვისაც უჭირს, იფიქრეთ მხოლოდ კარგზე და გჯეროდეთ წარმატების.



 


მიმაგრება:
ნანახია: 173 | დაამატა: happy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელია საუკეთესო ანტივირუსი?
სულ პასუხი: 228