თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 10 » დევიდ რუტკოფი: აშშ ირანს ომს უახლოეს დღეებში გამოუცხადებს
10:57
დევიდ რუტკოფი: აშშ ირანს ომს უახლოეს დღეებში გამოუცხადებს

ვაშინგტონმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმა, შესაძლოა, უახლოესი რამდენიმე კვირის ან დღის განმავლობაში მიიტანოს. ამერიკელი ანალიტიკოსი დევიდ რუტკოფი მიიჩნევს, რომ აშშ-სა და ისრაელს ირანის წინააღმდეგ ომის გამოცხადებას ნახევარი ნაბიჯი აშორებთ.

რუტკოფი Foreign Policy-ში გამოქვეენებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ სამხედრო საჰაერო ოპოერაცია შესაძლოა გაგრძელდეს ორი საათიდან ორ დღემდე.

რუტკოფი საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში ერთ-ერთ ყყველაზე ავტორიტეტულ პიროვნებად მიიჩნვა და ამერიკული მედია ხშირად ახდენს მის ციტირებას.

დევიდ რუტკოფის აზრით აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა საკმაოდ რთულ ვითარებაში იმყოფება, მით უფრო მისი მოწინააღმდეგის, რესუბლიკელი მიტ რომნის მხრიდან გამძაფრებლი კრიტიკის ფონზე.

იმ შემთხვევაში თუ ობამა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას განახორციელებს, იგი "წყალში ჩაუყრის მიტ რომნის მის წინააღმდეგ მიმართულ ყველა ძალისხმევას" და იმ ამომრჩევლს, რომელსაც ჯერაც არ გაუკეთებია საკუთარი არჩცევნაი საკუთარ მომხრეებად აქცევს, - აღნიშნავს რუტკოფი გამოცემა Kursor-ში.

შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაღუმ ამერიკულ ტელეარხს NBC-ის განუცხადა, რომ უახლოესი 6-7 თვის განმავლობაში ირანი ბირთვული იარაღის შექმნის რეალურ ზღვარს მიუახლოვდება.
ნეთანიაღუმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ 2013 წლის შუა პერიოდისთვის ირანი 90%-ით მიუახლოვდება იმ ზღვარს, როდესაც შეძლებს ურანის გამდიდრებას ბირთვული იარაღის შესაქმნელად.
მან აშშ-ს თანადგომისათვის მიმართა, რათა არ დაუშვან ირანის მიერ ამ ზღვარის მიახლოება.
"ირანს მართავენ ლიდერები, რომელთაც ახასიათებთ წარმოუდგენელ ფანატიზმი, იგივე ფანატიზმი, რომელიც ამოძრავებს იმ ადამიანებს, რომლებიც უტევენ უცხო ქვეყნების საელჩოებს. თქვენ გსურთ რომ ბირთვული იარაღი ამ ფანატიკოსების ხელში აღმოჩნდეს?", - განაცხადა ნეთანიაღუმ.
ისრაელის ლიდერი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ქონა რეგიონში სტაბილურ ვითარებას შექმნის.
"ასეთი მიდგომა, არის ადამიანის სიბრიყვის ახალი სტანდარტი", - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის დამცველთა მეთაურმა ოფიციალური თელ-ავივი" გააფრთხილა, რომ თავდასხმის შემთხვევაში "ისრაელისგან არაფერი დარჩება".
გენერალმა მოჰამედ ალი ჯაფარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თეირანის პასუხი დაიწყება "ისრაელის საზღებთან ახლოს".
აღნიშნლით მან ხაზი გასუსვა ირანის ახლო კონტაქტებს ლიბანსა და ღაზას სექტორში - უშუალოდ ისრაელის საზღვრებთან ახლოს.
ასოშეიტედ პრესის ინფორმაციით, მან ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმის შემთხვევაში ირანი არ ჩათვლის საკუთარ თავს შეზღუდულად ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ფარგლებში, რის საფუძველზეც გაეროს ინსპექტორები პერიოდულად აკვირდებიან ირანის ბირთვულ ობიექტებს.
რამდენიმე ხნის წინ კი, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაღუმ თავის გარემოცვასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე პრევენტიული დარტმა "ამართლებს იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი ბოლომდე განადგურება ვერ მოხერხდება".

ისრაელის პრემიერი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ირანის ბირთვული პროგრამის რეალიზაცია რამდენიმე წლით შეფერხდება, - წერს "იერუსალიამ პოსტი".

ნეთანიაღუს განცხადებით, ერთი ან ორი წელი, რომელიც ირანს დასჭირდება, ისრაელის შეტევის შემდეგ, პროგრესის მისაღწევად ბირთვული იარაღის შექმნის საქმეში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

პრემიერ-მინისტრმა საკუთარი პოზიციის გასამყარებლად 1981 წელი გაისხენა, როდესაც ერაყის ბირთვულ ობიექტ ისირალზე მიტანილმა საავიაციო იერიშმა სადამ ჰუსეინს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება არ მისცა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი შიმონ პერესი აშშ-ის მონაწილეობის გარეშე ირანზე დარტყმის მიყენების წინააღმდეგია.

მისი თქმით, მთელი მსოფლიო, პირველ რიგში აშშ ათვითცნობიერებს თეირანის მხრიდან ბირთვულ საფრთხეს და ამიტომაც ისრაელმა დამოუკიდებლად არ უნდა იმოქმედოს.



 


მიმაგრება:
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 899 | დაამატა: happy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელ ბრაუზერს იყენებთ?
სულ პასუხი: 123