თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 16 » გასუქებული ლედი გაგა მალე დაასრულებს კარიერას
20:09
გასუქებული ლედი გაგა მალე დაასრულებს კარიერას

ამ დღეებში ამსტერდამის კონცერტზე გამოსულმა ლედი გაგამ თაყვანისმცემლები თავისი გარეგნობით გააოგნა. ვარსკვლავმა თავისი საყვარელი კორსეტი და სხვა გამომწვევი სამოსი მოირგო და ცელულიტისა და ზედმეტი ქონის დემონსტრირება მოახდინა.

მხოლოდ უკანალი და თეძოები კი არა, მომღერალს ხელები და სახეც მოუსუქდა. ბოლო დროს გარეთ, ძირითადად, დახურული სამოსით გამოდიოდა, რაც მის სხეულს მალავდა, როგორც ჩანს, სწორედ ამ მდგომარეობის გამო. ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია მისმა გასუქებამ, გადაწყვიტა, კომენტარი გაეკეთებინა.

გამოაცხადა, რომ მისი გასუქების მიზეზი იტალიური სამზარეულოსა და ალკოჰოლის სიყვარულია. სადილად და ვახშმად ვისკიზე უარს არ ამბობს. ალკოჰოლში შემავალი შაქარი კი დადებით გავლენას ნამდვილად არ მოახდენს მის აღნაგობაზე.

"მიყვარს პიცა და პასტა", - აღიარა მომღერალმა და დაადასტურა, რომ 13 კილო აქვს მომატებული. თან ეს ყველაფერი მამას დააბრალა. 26 წლის მომღერლის მამას, ჯო ჯერმანოტას ნიუ იორკში იტალიური რესტორანი აქვს და მისი ვარსკვლავი ქალიშვილი ამბობს, რომ მამის დაწესებულებაში სიარული ასეთ დღეში აგდებს.

"მე ნიუიორკელი იტალიელი გოგო ვარ. მამამ რომ რესტორანი გახსნა, მას მერე დავიწყე გასუქება. იქ ისე კარგად ამზადებენ, რომ ყოველ შესვლაზე ვიმატებ წონაში, - ამბობს მომღერალი, - ახლა მომიწევს მკაცრი დიეტა, მართლა ცუდ მდგომარეობაში ვარ. მომწონს ფორმაში ყოფნა, კუნთები, მაგრამ არა ცხიმი. ვეცდები, ბალანსი ვიპოვო".

კელი ოსბორნმა კი სულ სხვანაირად ახსნა გაგას მომატება. მისი თქმით, მომღერალი ორსულადაა!

ასეთ შემთხვევაში ლედი გაგა უფრო გასაკიცხი იქნება. სულაც არ არის მისი საქციელი იდეალური მომავალი დედისთვის. იმავე ამსტერდამის კონცერტზე პირდაპირ სცენაზე გააბოლა მარიხუანა, ალკოჰოლსაც მიეძალა.

ამ ბოლო დროს მისი საქციელის თუ გარეგნული იერის, ასევე, შემოქმედებითი სიახლეების გათვალისწინებით, სპეციალისტები უკვე თამამად აცხადებენ, რომ ლედი გაგას კარიერა დასასრულს უახლოვდება და მისი ვარსკვლავი ცის კაბადონზე ოდნავღა ციმციმებს.



 


მიმაგრება:
ნანახია: 912 | დაამატა: happy | ტეგები: გასუქებული ლედი გაგა მალე დაასრულებ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელია საუკეთესო ანტივირუსი?
სულ პასუხი: 233