თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 19 » ჰოლანდიაში 300 მილიონი ევროს ნახატები მოიპარეს
13:30
ჰოლანდიაში 300 მილიონი ევროს ნახატები მოიპარეს

ჰოლანდიაში საუკუნის ძარცვა მოხდა. კუნსტჰალმუზეუმიდან ქურდებმა რამდენიმე წუთში, გოგენის, პიკასოს, მატისის, ფროიდის, მეიერ დე ჰანის და მონეს რამდენიმე ნამუშევარი მოიპარეს. ნაქურდალის საერთო ღირებულება 300 მილიონ ევროა. მიუხედავად იმისა, რომ განგაშის ზარიდან 5 წუთში დაცვა და პოლიცია ადგილზე გაჩნდა, მათ ნამუშევრების გადარჩენა მაინც ვერ მოასწრეს.

საღამო, რომელიც დიდი დანაკლისით დასრულდა, 150 ნამუშევარს აერთიანებდა და ტრიტონის ფონდის კოლექციის პირველი საჯარო გამოფენა იყო.

მუზეუმის დირექტორი აცხადებს, რომ მოპარული სურათები კრიმინალურ სამყაროში ძალიან დიდხანს დარჩება. „მათი გაყიდვა შეუძლებელია. არსებობს საშიშროებაც, რომ მძარცველები ნახატებს გაანადგურებენ, იმიტომ, რომ ისინი მათ ვერ გაყიდიან.“ - ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი ტონ კერერი.

ამ შემთხვევაში პოლიცია ვარაუდობს, რომ მძარცველები გამოსასყიდს მოითხოვენ, თუმცა, როგორ მოახერხეს ქურდებმა საკმაოდ მაღალი დონის უსაფრთხოების სისტემის გარღვევა და ნამუშევრების მოპარვა ძალის გამოყენების გარეშე უცნობია.

ჰოლანდიაში, კერძოდ კი ამსტერდამში, 1991 წელს ვან გოგის 20 უნიკალური ნამუშევარიც გაიტაცეს.



 


მიმაგრება:
ნანახია: 922 | დაამატა: happy | ტეგები: ჰოლანდიაში 300 მილიონი ევროს ნახატე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელ ბრაუზერს იყენებთ?
სულ პასუხი: 123