თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 16 » კაზინოები შეიძლება აიკრძალოს, ან შეიზღუდოს
14:16
კაზინოები შეიძლება აიკრძალოს, ან შეიზღუდოს

საქართველოს ტურისტულ ცენტრად წოდებულ ბათუმში კაზინოების დახურვა ან, მინიმუმ, შეზღუდვების დაწესება იგეგმება. ინფორმაციას კოალიცია "ქართულ ოცნებაში" ადასტურებენ. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ განცხადებაში კომუნისტური გადმონაშთები შეიმჩნევა.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს თურქულ გამოცემა "საბაჰ"-თან მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბათუმში სათამაშო სახლების (კაზინოების) გაუქმებას აპირებს. მისივე თქმით, ეს არის ტურისტების მოზიდვის ხერხი, ამ სფეროდან შემოსული თანხა ბიუჯეტის მხოლოდ 1%-ია და ამის გამო ქვეყნის იმიჯის შელახვა არ ღირს.

აღნიშნულ ინფორმაციას "რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერობის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატი მურმან დუმბაძეც. მისი თქმით, კაზინოებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა დიდ თანხებს აგებს, რასაც ისინი ფატალურ შედეგებამდე მიჰყავს.

"ეს პრაქტიკულად ქალაქის კატასტროფაა. დახურვა არ ნიშნავს თავისუფლების აღკვეთას, ან ვიმეს გარეკვას. მათ საკანონმდებლო ჩარჩოში მოვაქცევთ. კაზინოებს სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული ჩარევა და რეგულირება სჭირდება. უამრავი ახალგაზრდა გაკოტრებულა ამ საქმის გამო. ქართველები ემოციური ხალხი ვართ და ხშირად ამას ფატალურ შედეგებამდეც მივუყვანივართ.

შესაძლოა, არ გაუქმდეს და დაწესდეს რამე სახის შეზღუდვები. ბათუმში, კაზინოებში სათამაშოდ ძირითადად ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან შემოდიან, სადაც მსგავსი დაწესებულებები აკრძალულია და ეს ხდება პარასკევს, შაბათსა და კვირას. ამიტომ, შეგვიძლია მივიღოთ ისეთი სახის შეზღუდვა, რომ მხოლოდ გარკვეულ დღეებში შეიძლებოდეს კაზინოში შესვლა.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ ბევრი და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. მაგრამ ფაქტია, რომ კაზინოები საკმაოდ დიდ უხერხულობას უქმნის ქალაქს. ტურისტულ ჭრილში თუ შევხედავთ, გეტყვით, რომ ეს ბათუმის იმიჯს არ დააკნინებს. კაზინოებიდან შემოსავალი არაფერი არაა. წაგებული უფრო მეტია, ვიდრე მოგებული.

ჩვენ არ გვინდა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამ საქმეში იყოს ჩართული. უამრავი ისეთი საქმე გვექნება, რომელიც გამოადგება ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას. კაზინოები კი არავის წაადგება",- უთხრა "რეზონანსს" დუმბაძემ.

მოახდენს თუ არა კაზინოების დახურვა, ან რამე სახის შეზღუდვების დაწესება, ბათუმის, როგორც საქართველოს ტურისტული ცენტრის დაკნინებას? ამასთან დაკავშირებით "რეზონანსი" ესაუბრა საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკატინგული კომუნიკაციების სპეციალისტ ელდერ პირმისაშვილს, რომელიც მიიჩნევს, რომ მსგავსი სახის გადაწყვეტილებები მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შემდგომ უნდა იქნეს მიღებული.

"ვფიქრობ, რომ პიარის კუთხით, მნიშვნელოვანია, ჯერ გავიგოთ საზოგადოების აზრი. ანუ რა დამოკიდებულება არსებობს საზოგადოების მხრიდან ამა თუ იმ საკითხისადმი და ამის შემდგომ მივიღოთ გადაწყვეტილებები.

თუ, ვთქვათ, ივანიშვილმა გაიგო, რომ ბათუმში მოსახლეობის აზრი კაზინოებთან დაკავშირებით არის უარყოფითი, ანუ არ მოსწონთ კაზინოების არსებობა, შესაბამისად, მათი დახურვა იქნება გამართლებული.

რაც შეეხება ტურიზმს, ამის მოგვარებაც შესაძლებელია. ანუ ჩვენ კი არ მოვერგოთ ტურისტებს, არამედ მათ შევთავაზოთ ისეთი მიმართულებები, რომელიც საზოგადოებისთვის უფრო ჯანსაღი იქნება,"- ამბობს პირმისაშვილი.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია კი მსგავს განცხადებას პოპულისტურს უწოდებს და მასში საბჭოთა დროინდელ გადმონაშთებს ხედავს.

"ვფიქრობ, რომ ეს არის პოპულისტური განცხადება, რადგან კაზინოების არსებობა ძალიან სერიოზული თანხობრივი მოზიდვის პერსპექტივას იძლევა. გაუქმება არასწორი გადაწყვეტილებაა. ესაა კომუნისტური ხედვა, რომელიც საზოგადოებისთვის საჭირო-არასაჭირო რაღაცებზე ახდენდა გავლენას და საზოგადოებრივი ცხოვრების ცენზურას აწესებდა.

მგონია, რომ ერთი მხრივ, ეს შეიძლება იყოს პოპულისტური განცხადება და, მეორე მხრივ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევის ერთ-ერთი წინაპირობა.

საბჭოთა კავშირის დროს აკრძალეს მძიმე მწერლები, რომლებიც რეალურად ცუდი შედეგისკენ მიდიოდნენ და მერე ამას მოჰყვა ნებისმიერი თავისუფლად მოაზროვნე მწერლის აკრძალვა. ანუ, როცა მსგავსი სახის გადაწყვეტილებებს იღებენ, ყველაზე მნიშვნელოვანია გავიგოთ, არის თუ არა ეს მაქსიმალურ შედეგზე გათვლილი. თუმცა, აქვე უნდა ავღნიშნო, რომ აშკარად ჰგავს ამას",- უთხრა "რეზონანსს" გამზარდიამ.



 


მიმაგრება:
ნანახია: 349 | დაამატა: happy | ტეგები: ან შეიზღუდოს, კაზინოები შეიძლება აიკრძალოს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელ ოპერაციულ სისტემას იყენებთ ?
სულ პასუხი: 131