თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 16 » კიდევ ერთი "ნაციონალური" უსამართლობა
10:40
კიდევ ერთი "ნაციონალური" უსამართლობა

საინტერესოა, ამ გარდამავალ პერიოდში ვინ მართავს ქვეყანას. ყოველ შემთხვევაში, რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი და მოვალეობის შემსრულებელი "ნაციონალური" მთავრობა მხოლოდ იმით არიან დაკავებული, რომ სამომავლოდ ზურგი გაიმაგრონ და "კვალი" წაშალონ.

უკვე ბევრი დაიწერა, თუ როგორ დაუქვემდებარა პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს სახელმწიფო უზრუნვლყოფის სააგენტო, როგორ შექმნა თბილისის მერმა უგულავამ დედაქალაქის უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც უკვე შეარქვეს "უგულავას გვარდია". ამჯერად კი, თითქმის წასულმა მთავრობამ ტელეზურგი გაიმაგრა.

კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედ ყველა ტელემაუწყებელს, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და მათზე დარიცხული სანქციები შეუმცირდება.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ხეთაგურმა განმარტა, ეს თურმე, ყველა ტელეკომპანიას თანაბარ საგადასახადო პირობებში ჩააყენებს და კონკურენციის გაზრდას შეუწყობს ხელს.

ქართულ საზოგადოებას რომ უცებ სკლეროზი დამართნოდა და არ ახსოვდეს, რა ხდებოდა 1-ელ ოქტომბრამდე ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ვიტყოდით, რომ მოქმედი მთავრობა კეთილშობილური ჟესტის გამოჩენას ცდილობს. თუმცა, ყველას კარგად ახსოვს, რომ ჩვენ საქმე გვქონდა იმ ხელისუფლებასთან, რომელიც არა მხოლოდ მასობრივად აყადაღებდა მისთვის მიუღებელი ტელეკომპანიების ანტენებს, არამედ სოფელ-სოფელ დაეძებდა სატელიტურ თეფშებს და მოქალაქეებს პოლიცია-პროკურატურის მუქარით მათ ჩამოხსნას აიძულებდა.

ასევე, ჩვენ გვყავდა ხელისუფლება, რომელიც მიუღებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ მთავარ იარაღად სწორედ საგადასახადო ორგანოებს იყენებდა. შესაბამისად, "ნაციონალებისთვის" მიუღებელი ის მედიასაშუალება, რომელსაც გადაუხდელი სანქციები ან საგადასახადო პრობლემები ჰქონდა, დღევანდელ დღემდე ვერ მოაღწევდა. მას გაანადგურებდნენ და ამას 15-წუთიან სხდომაზე "გააპრავებდა" სასამართლო.

მაშინ ვის აყენებს მოქმედი მთავრობა "თანაბარ საგადასახადო პირობებში?" იმ მაუწყებლებს, რომელთა მეპატრონეების ვინაობას ხელისუფლება წყვეტდა და, რომელთა ფინანსური მდგომარეობა საზოგადოებისთვის წლების განმავლობაში დახურული იყო.

"ნაციონალებისთვის" სამ "ტელეტყუპზე" კონტროლის შენარჩუნება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები არც მალავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მორიგი "ტელეომისთვის" ემზადება და ამ ბრძოლაში სამმა "ტელეტყუპმა" ახალი მთავრობა არაეფექტურად და უუნაროდ უნდა გამოიყვანოს. თუმცა, ისინი უფრთხიან პრობლემას - ხომ შეიძლება, ახალი მთავრობის პირობებში შემოსავლების სამსახური დაინტერესდეს, იხდიდნენ თუ არა "ტელეტყუპები" ამ წლების მანძილზე გადასახადებს, თუ იხდიდნენ რამდენს იხდიდნენ, მოწესრიგებული აქვთ თუ არა ბუღალტერია და ფინანსური ანგარიშები. შესაძლოა, დაინტერესდნენ იმითაც, მაგალითად, რატომ იყიდა დავით კეზერაშვილმა "რუსთავი 2-ისა" და "მზის" წილი სექტემბრის ბოლოს და ხუთ დღეში რატომ გაყიდა.

"ნაციონალებს" ორი გამოსავალი ჰქონდათ - მიხეილ სააკაშვილს მორიგი უცნაური ბრძანებით შემოსავლების სამსახური სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის დაექვემდებარებინა ან "ტელეტყუპებისთვის" "ფინანსური ამნისტია" გამოეცხადებინათ. როგორც ჩანს, მეორე ვარიანტი აირჩიეს.

შეგვიძლია, პროგნოზიც გავაკეთოთ - თუ ახალი მთავრობის პირობებში საგადასახადო ორგანოები "ტელეტყუპების" ფინანსური მდგომარეობით დაინტერესდნენ, "ნაციონალები" თავისი სატელიტი ტელემაუწყებლებითურთ, დაიწყებენ ყვირილს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაზე. რა გასაკვირია ეს იმ ფონზე, როდესაც ყოფილმა მმართველმა პარტიამ ლამის უკვე წამებული და პოლიტიკურად დევნილი ძალის მანტია წამოისხა.

რამდენად მოუტანს წარმატებას "ნაციონალებს" ასეთი ტაქტიკა, მომავალი გვაჩვენებს. თუმცა ვეჭვობთ, რომ 2008 წელს ტელეკომპანია "იმედის" მეპატრონისთვის წართმევის საქმე საბოლოოდ ჩაბარდეს წარსულს. ისიც ფაქტია, რომ "რუსთავის 2"-ის სამი წყება ყოფილი მეპატრონეები უკანონოდ ჩამორთმეულის მოთხოვნით სასამართლოში აპირებენ ჩივილს.

ისე, თუ "ნაციონალების" კონტრშეტევა, მათ შორის "ტელეომი" წარუმატებლად დამთავრდა, მოქმედი მთავრობის წევრებს შეუძლიათ ისარგებლონ მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ბრძანებით, რომლის მიხედვითაც, დიპლომატიური პასპორტების მოქმედი ვადა ყოფილი ჩინოსნებისთვის ერთი წლის ვადით ხანგრძლივდება.



 


მიმაგრება:
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1022 | დაამატა: happy | ტეგები: კიდევ ერთი ნაციონალური უსამართლობა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელია საუკეთესო ანტივირუსი?
სულ პასუხი: 233