თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 11 » კრისტინა აგილერა: "მსუქანა ვარ და ასეთი შემიყვარეთ!"
13:58
კრისტინა აგილერა: "მსუქანა ვარ და ასეთი შემიყვარეთ!"

თაყვანისმცემლებს ჯერ კიდევ ახსოვთ კრისტინა აგილერა, ძალიან გამხდარი, მოზარდი გოგონას ფორმებით, როგორიც კარიერის დასაწყისში იყო. დღეს 31 წლის მომღერალი უკვე ქალია, სავსე მკერდით და მრგვალი თეძოებით, რის ხაზგასმასაც ყველანაირად ცდილობს. მომღერლის თქმით, დაიღალა კრიტიკოსების თავდასხმებით მის სხეულთან დაკავშირებით და საზოგადოებას მოუწოდებს ისეთი უყვარდეთ, როგორიც არის.

თვითონ სრულიად არ აღელვებს თავისი ახალი იმიჯი. ბოიფრენდი და პატარა ვაჟი ჰყავს, მუსიკაში მისი მიღწევები კი რა ხანია აძლევს საშუალებას, არავის არაფერი დაუმტკიცოს - ამისთვის ხუთი "გრემიც" საკმარისია.

- თქვენ მსუქან გო­გოსთან მუშაობთ, იცოდ­ეთ ეს და შეურიგდით, - პირდაპირ განუცხადა აგ­ილერამ თავის პროდიუსერებს.

სიგამხდრე არც ისე იოლი იყო კრისტინასთვის, მამამისი წარმოშობით ეკვადორიდან არის, სადაც ქალები მადის აღმძვრელი ფორმებით არიან განთქმულნი.

- 2000 წელს მორიგი ალბომის პრომო-ტურის დროს ისე დავიღალე გამხდარი თეთრი გოგოს როლით... ხალხისთვის უფრო იოლია ჩემი აღქმა, როგორც მოხდენილი ქერა გოგონასი, ცისფერი თვალებით. მეორედ რომ მნახეს ჩემმა პროდიუსერებმა, პუტკუნა ვიყავი, უფრო მუქი კანი და პირსინგებიც მქონდა. თითქმის 7 კილოგრამი მოვიმატე ამ გასტროლების დროს.

პროდიუსერებმა მოსთხოვეს, არ გასუქებულიყო და მასზე ზეწოლასაც ცდილობდნენ.

- მითხრეს, რომ ამით ის ადამიანები დაზარალდებოდნენ, ვისთან ერთადაც გასტროლებზე დავდიოდი - მე თუ მოვსუქდებოდი, თურმე ვეღარ გავყიდდი ჩემს ჩანაწერებს ან შოუს ბილეთებს.

მაშინ დაუჯერა კრისტინამ პროდიუსერებს და გახდა, მაგრამ მოუთმენლად ელოდა დროს, როცა შეძლებდა მოდუნებას.

- ახალგაზრდა ვიყავი, იოლად ვახერხებდი ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას, ამიტომ ისევ კბილის ჯაგრისს დავემსგავსე.

მაგრამ მოგვიანებით მომღერალმა მაინც გადაწყვიტა ებრძოლა იმ წონისთვის, რომლითაც თავს უფრო კომფორტულად გრძნობს. ბოლო ალბომზე მუშაობისას მან ეს პირდაპირ თქვა, თუმცა მისივე აღიარებით, ამ განცხადებას მისი პროდიუსერები ენთუზიაზმით არ შეხვედრიან.

- ხანდახან ისინი უნდა მიხვდნენ, რომ მათ არ ვეკუთვნი. ეს ჩემი სხეულია, და ჩემი სხეული აღარ არის საფრთხეში, ის აღარ ახდენს გავლენას ჩემს ჰონორარებზე.



 


მიმაგრება:
ნანახია: 908 | დაამატა: happy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელია საუკეთესო ანტივირუსი?
სულ პასუხი: 233