თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 9 » ლესბოსელობის შესახებ
22:06
ლესბოსელობის შესახებ

არსებობს ინფორმაცია ლესბოსური ურთიერთობის შესახებ სპარტაში. პლუტარქე ლაკედემონიის აღწერისას წერდა, რომ „ისინი იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სიყვარულს, რომ გოგონები კეთილშობილი ოჯახების ქალების ეროტიული პარტნიორები ხდებიან…".

ძველი ჩინეთის პოეზიასა და ლიტერატურაში აგრეთვე არის ნახსენები ლესბოსური კავშირები, თუმცა აღწერა არადეტალურია, მაშინ როცა მამაკაცთა ჰომოსექსუალური კავშირები საკმაოდ დეტალიზებულია. ანთროპოლოგმა ლიზა დალბმა, ჩაატარა რა კვლევა იმ იაპონური პოემებისა, რომლებიც ჰეიანის პერიოდში იცვლებოდა ქალებს შორის, გააკეთა დასკვნა, რომ ლესბოსური კავშირები იყო ჩვეულებრივი, ბუნებრივი და მიღებული ამ კულტურისათვის. არსებობს წყაროები, რომლებიც აღწერენ სულთნის ჰარემში შემავალ ქალებს შორის ლესბოსური კავშირები.

ტერმინი „ლესბოსელი" არაერთმნიშვენლოვანია: ერთ კონტექსტში ის აღნიშნავს ქალს ჰომოსექსუალური ორიენტაციით, მეორეში – ჰომოსექსუალური იდენტურობის ქალს, მესამეში – მკაცრად ჰომოსექსუალური პრაქტიკის მქონე ქალს.

საწყის ეტაპზე ქალებში ჰომოსექსუალობა პრაქტიკულად შეუმჩნეველი რჩებოდა, მამაკაცთა ჰომოსექსუალობასთან შედარებით, რომელიც კანონითაც კი იდევნებოდა. როგორც კი ლესბოსელობა განხილვის საგანი გახდა, ის აღწერილ იქნა, როგორც დაავადება. ზიგმუნდ ფროიდმა „სამი თეორია სექსუალობის შესახებ"-ში ლესბოსელობა აღწერა როგორც ინვერსია. ფროიდი აღიარებდა, რომ მას საკუთარ პრაქტიკაში არ შეხვედრია ასეთი ქალები, თუმცა ის თვლიდა, რომ ასეთი სექსუალური ქცევის მიზეზი ფსიქოლოგიურია და არა ბიოლოგიური.

სექსოლოგიისა და ფსიქოანალიზის კომბინაციამ დიდი გავლენა იქონია ლესბოსური კულტურისადმი საერთო განწყობაზე.

მეოცე ასწლეულში ლესბოსელები, კერძოდ, გერტრუდა სტაინი და ბარბარა ჰამერი ამერიკის ავანგარდული მოძრაობის გამოჩენილი ფიგურები იყვნენ. ასეთივე შესამჩნევი ქალი იყო ლეონტინა საგანი გერმალულ ომამდელ კინოში.

პიერ ლუის წიგნმა „ბილიტისის სიმღერები" დიდი გავლენა იქონია 1890-იანი წლებში ლესბოსელობისადმი დამოკიდებულებაზე. ლესბოსელთა პირველი კულტურული და საერთაშორისო ორგანიზაცია აშშ-ში „ბილიტისის ქალიშვილების" სახელს ატარებდა.



 


მიმაგრება:
ნანახია: 1044 | დაამატა: happy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რა კატეგორიის საიტზე შედიხართ ყველაზე ხშირად?
სულ პასუხი: 124