თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 16 » მადონამ პაკისტანელ გოგონას სიმღერა და სტრიპტიზი მიუძღვნა
19:58
მადონამ პაკისტანელ გოგონას სიმღერა და სტრიპტიზი მიუძღვნა

როგორც ჩანს, ტურის, MDNA-ს ფარგლებში მადონა არც ერთ კონცერტს არ ჩაატარებს პოლიტიკური განცხადებების გარეშე. ამჯერად მადონამ სიმღერა პაკისტანელ გოგონას მიუძღვნა.

რამდენიმე დღის წინ პაკისტანელი თალიბები სასკოლო ავტობუსში შეცვივდნენ და 14 წლის
მალალა იუსუფზაის თავსა და კისერში მხოლოდ იმისათვის ესროლეს, რომ გოგონა ქალებისთვის განათლების მიცემის უფლებებს იცავდა. მალალა 11 წლიდან უძღვება ბლოგს, სადაც ქალებში ცოდნის გაღრმავების პროპაგანდას ეწევა.

მადონა გულგრილი ვერ დარჩა ამ ტრაგედიის მიმართ და თავისი თანადგომა უცნაურად გამოხატა. "მინდა, სერიოზულად დაგელაპარაკოთ, - მიმართა მან მაყურებელს ლოს-ანჯელესში გამართული კონცერტის დროს. - 14 წლის გოგონას სკოლის ავტობუსში იმიტომ ესროლეს, რომ მან თავის ბლოგში დაწერა, რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის განათლება. წარმოგიდგენიათ, რა აბსურდი და საშინელებაა?"

ამის შემდეგ მადონამ განაცხადა, რომ შემდეგი სიმღერა მალალას ეძღვნებოდა და შეასრულა Human Nature, რომლის თანხლებითაც გაშიშვლება დაიწყო.

ბევრმა არ მოიწონა მადონას ეს საქციელი. "არასწორი მეთოდია, მალალას მამაცობისთვის ხოტბის ასე შესხმა. ეს მხოლოდ და მხოლოდ პოპულარობის მოხვეჭის იაფფასიანი ხრიკია და მეტი არაფერი," - წერენ "თვითერის" მომხმარებლები.



 


მიმაგრება:
ნანახია: 911 | დაამატა: happy | ტეგები: მადონამ პაკისტანელ გოგონას სიმღერა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რა კატეგორიის საიტზე შედიხართ ყველაზე ხშირად?
სულ პასუხი: 124