თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 11 » მამაკაცის პროფესიები, რომლებიც ვნებს ჩანასახს
14:54
მამაკაცის პროფესიები, რომლებიც ვნებს ჩანასახს

მეცნიერებმა შეადგინეს სია, რა პროფესიის მამაკაცებმა შეიძლება იმოქმედონ უარყოფითად ნაყოფის განვითარებაზე. აღმოჩნდა, რომ მუცლად ყოფნის დროს ბავშვის ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს არა მარტო დედის, არამედ მამის საქმიანობის სფეროც.

ამერიკელმა მეცნიერებმა ათასზე მეტი იმ მამაკაცის პროფესია გამოიკვლიეს, რომელთა შვილებს თანდაყოლილი დეფექტი ჰქონდათ და შედეგები ჯანმრთელი შვილების მამების მონაცემებს შეადარეს, რის საფუძველზეც შთამომავლობისთვის სახიფათო პროფესიები გამოავლინეს.

მეცნიერთა მტკიცებით, მამაკაცის პროფესია რამდენადმე ზრდის თანდაყოლილი დეფექტის მქონე ბავშვის გაჩენის რისკს. რისკის ჯგუფში მოხვდა ისეთი პროფესიები, როგორებიცაა: მხატვარი, ფოტოგრაფი, პარიკმახერი, ფიზიკოსი, სტამბის მუშა, მძღოლი, მნე, ნავთობისა და გაზის, ქიმიური და კვების მრეწველობის მუშაკები.

აი, მეხანძრეებს, მღებავებს, დიზაინერებს, მედიკოსებს, მეთევზეებს, სამხედრო მოსამსახურეებს, ავტოზეინკლებს და რიგი სხვა პროფესიის მამაკაცთა შთამომავლებს მსგავსი საფრთხე არ ემუქრებათ.

გარდა ამისა, ზოგიერთი პროფესია პირდაპირ უკავშირდება ბავშვის ამა თუ იმ კონკრეტულ დაავადებას. მაგალითად, მებაღეების შვილებს ნაწლავური დაავადებებისკენ აქვთ მიდრეკილება; მხატვრების შთამომავლებს კი გულის, მხედველობისა და სმენის დაავადებათა საფრთხე ემუქრებათ; ფოტოგრაფებმა და მძღოლებმა თავიანთი შვილები შეიძლება, კატარაქტითა და გლაუკომით "დაასაჩუქრონ".

ასეთი მაღალი საფრთხის მიზეზი მავნე ნივთიერებებთან მამაკაცთა მუდმივი კონტაქტია, რაც უარყოფითად მოქმედებს სპერმის ხარისხზე. მეცნიერული კვლევისას არ გამოვლენილა შემთხვევა, რომ მამის პროფესიას დაბადებული ბავშვის ჯანმრთელობაზე გავლენა მოეხდინა. ასე რომ, ბავშვის დაბადების შემდეგ პროფესიის შეცვლაზე ფიქრი საჭირო არ არის.



 


მიმაგრება:
ნანახია: 927 | დაამატა: happy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელ ოპერაციულ სისტემას იყენებთ ?
სულ პასუხი: 132