თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 23 » მოზარდებს შორის, რომლებიც რეგულარულად არ სადილობენ ოჯახთან ერთად, 1,75-ჯერ მეტი ნარკომანია - ბავშვები და ოჯახური ტრაპეზი
22:10
მოზარდებს შორის, რომლებიც რეგულარულად არ სადილობენ ოჯახთან ერთად, 1,75-ჯერ მეტი ნარკომანია - ბავშვები და ოჯახური ტრაპეზი

სადილობის როგორი ტრადიცია გაქვთ ოჯახში? მთელი ოჯახი სხდებით და ერთად მიირთმევთ, თუ ყოველი თქვენგანი თავისთვის ჭამს მაშინ, როცა და რაც მოუნდება?

ამერიკელი ფსიქოლოგები, ექიმები და სტატისტიკოსები თვლიან, რომ რეგულარული ოჯახური ტრაპეზები ძალიან სასარგებლოა მოზარდებისთვის და ბავშვების შემდგომი განვითარებისთვის.

აშშ-ში ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადგინა, რომ მოზარდებს შორის, რომლებიც რეგულარულად არ სადილობენ ოჯახთან ერთად, 1,75-ჯერ მეტი ნარკომანია; ის გოგონები კი, რომლებიც კვირაში ხუთზე ნაკლებად არ სხდებიან მაგიდასთან მშობლებთან ერთად, სამჯერ ნაკლებად არიან ცუდ ხასიათზე და ნაკლებად იტანჯებიან გასტრიტითა და ანორექსიით.

რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ოჯახური ტრაპეზის მოწყობა ძალიან რთულია, თუმცა - შესაძლებელი. გთავაზობთ 5 მარტივ ნაბიჯს ჯანმრთელი კვებისა და სასარგებლო თვისებების გამოსამუშავებლად:

1. პირველ რიგში, უნდა დაარწმუნოთ მეუღლე, რომ ოჯახურ სადილს დაესწროს. ამისათვის უამრავი ინფორმაციაა ინტერნეტში, არსებობს სპეციალური ლიტერატურა და ექიმებისა და ფსიქოლოგების მომსახურებაც კი.

არ გამოგდით მისი დარწმუნება, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია? დაიწყეთ ყოველდღიური სადილები თავად, ბავშვებთან ერთად და ნახავთ, დროთა განმავლობაში თქვენს მეუღლესაც მოუნდება თქვენთან ერთად სადილი.

2. დაგეგმეთ მენიუ ბავშვებთან ერთად, თუ ისინი უკვე იმხელები არიან, რომ შეუძლიათ, აირჩიონ საჭმელი. თუკი თქვენ სახლში არასოდეს გქონიათ მსგავსი ტრადიცია, მოაწყვეთ ოჯახური კრება, სადაც შესაძლებლობა გექნებათ, თითოეულ წევრს აუხსნათ, რა ცვლილებებია მოსალოდნელი სახლში და რატომ.

ოჯახის წევრებთან ერთად შეარჩიეთ დრო, როდის შეიკრიბებით სადილზე და გაარკვიეთ, რას ნიშნავს თითოეულისთვის ცნება "ოჯახური სადილი". ერთად გადაწყვიტეთ, როგორ განაწილდება ვალდებულებები, ვინ გაშლის სუფრას, ვინ გარეცხავს ჭურჭელს და ასე შემდეგ...

3. ბავშვები და მეუღლე უფრო მეტი ენთუზიაზმით აიტაცებენ თქვენს წამოწყებას, თუ ამ ტრადიციიდან საკუთარ სარგებელსაც დაინახავენ.

მაგალითად, განაცხადეთ, რომ ამიერიდან ოჯახის ნებისმიერ წევრს შეეძლება კვირაში ერთი სადილის მენიუს შედგენა - იმ პირობით, რომ დანარჩენ დღეებში სხვა წევრის მიერ არჩეულ საკვებს მიირთმევენ. ყოველი შემთხვევისთვის ყველა გააფრთხილეთ, რომ თუ რომელიმეს საერთოდ არ მოეწონება შერჩეული მენიუ, ოჯახში ყოველთვის მოიძებნება მათთვის ბუტერბროდები.

4. თუ ყოველდღიურად სადილზე ოჯახის წევრების შეკრება მაინც არ გამოგდით, შეეცადეთ, მოაწყოთ ოჯახური საუზმეები ან ვახშმები.

რა თქმა უნდა, საუზმე თქვენგან ადრე ადგომას და სხვადასხვა კერძის მომზადებას (ნაწილი შეგიძლიათ წინა ღამით მოამზადოთ) მოითხოვს, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნოა მოამზადო მთავარი ტრაპეზი საყვარელი ადამიანებისთვის! ამასთან, თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ ყველამ მიირთვა სასარგებლო და ნოყიერი საკვები და არა ის, რაც გზად ხელში მოხვდა.

5. ყველაფერი, რაც შესაძლებელია, დაგეგმეთ და გააკეთეთ წინასწარ. შეგიძლიათ მთელი კვირით ადრე მიაკრათ მაცივარზე ჩაფიქრებული სადილების გეგმა და ნაწილი კერძებისა წინა დღით მოამზადოთ, ზოგიერთი გაყინოთ ნახევარფაბრიკატად ან მზა მდგომარეობაშიც კი.

აი, ნახავთ, როგორც კი მთელი სერიოზულობით მოჰკიდებთ ამ საქმეს ხელს და თუ ოჯახიც ხელს შეგიწყობთ ამაში, მალე მოძებნით აუცილებელ და მოსახერხებელ რიტმს იმისათვის, რომ თუნდაც დღეში ერთხელ მთელი ოჯახი შეიკრიბოთ სუფრასთან და ამისგან უდიდესი სიამოვნება მიიღოთ.



 


მიმაგრება:
ნანახია: 912 | დაამატა: happy | ტეგები: მოზარდებს შორის, 75-ჯერ მეტი ნარკომანია - ბავშვები დ, რომლებიც რეგულარულად არ სადილობენ ო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელია საუკეთესო ანტივირუსი?
სულ პასუხი: 233