თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 11 » მშობიარობა "თვითერში" და სპორტდარბაზში - ბავშვის დაბადების ფაქტები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო
14:46
მშობიარობა "თვითერში" და სპორტდარბაზში - ბავშვის დაბადების ფაქტები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო

35 წლის აფრიკელმა ქალმა, ფლორენსმა, თეთრკანიანი ქმრისგან ორი სხვადასხვა ფერის ბავშვი გააჩინა. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ასეთი განსხვავებული გარეგნული ნიშნებით ბავშვები მილიონში ერთხელ იბადებიან.

ქალი პირველად გახდა დედა და თან ერთდროულად ორი ვაჟის. ლეო - შავკანიანი, შავთვალება და შავთმიანი დაიბადა, მისი ძმა რაიენი კი - თეთრკანიანი, ცისფერთვალა და შავთმიანი. ბიჭები არა მარტო კანის ფერით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, არამედ ხასიათითაც.

2. ეგვიპტელმა ქალმა შვიდი შვილი გააჩინა

27 წლის ალექსანდრიელმა ქალმა 7 შვილი გააჩინა. მშობიარობა ნაადრევი იყო და ჩვილები - 4 ბიჭი და 3 გოგონა დაბადებისთანავე სპეციალურ ინკუბატორში მოათავსეს. ბავშვები საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინნენ ქვეყანას. ეს უიშვიათესი შემთხვევა იყო, თუმცა არა უნიკალური.

2007 წელს ალჟირის მცხოვრებმა ქალბატონმაც გააჩინა 7 შვილი, თუმცა ერთ-ერთმა ვერ იცოცხლა და დაბადებისთანავე გარდაიცვალა. სულ მსოფლიოში ასეთი სამი შემთხვევაა დაფიქსირებული (თუ არ ჩავთვლით ზემოთ ხსენებულს).

3. ჩილელმა სპორტსმენმა ქალმა ბავშვი ისე გააჩინა, რომ ორსულობის შესახებ ეჭვიც არ ჰქონდა

ჩილეს ოლიმპიური ნაკრების მძიმეწონიანმა სპორტსმენმა, ელიზაბეტ პობლეტმა ბავშვი პირდაპირ ვარჯიშის დროს გააჩინა. 22 წლის ჩილელმა, რომელიც ამჟამად ბრაზილიაში ცხოვრობს, განაცხადა, რომ მართალია, რაღაც პერიოდი თავს შეუძლოდ გრძნობდა, მაგრამ ცუდად ყოფნის მიზეზზე ეჭვიც არ ჰქონია. ბავშვი უდღეური დაიბადა, 1, 2კგ და 34 სანტიმეტრი. სპორტდარბაზიდან ჩვილი დედამ პირდაპირ საავადმყოფოში წაიყვანა.

4. ქალმა ერთ წელიწადში ორი ტყუპი გააჩინა

ეს იშვიათი მოვლენა დიდი ბრიტანეთის მკვიდრს შეემთხვა. მან ორი ტყუპი 12 თვის განმავლობაში გააჩინა. 5 წლის წინ, ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე, ჰეზელ ბოუდენი მიხვდა, რომ ორსულად იყო.

ექიმებმა ქალს ახარეს, რომ მას ტყუპი ეყოლებოდა. პატარები 2 სექტემბერს მოევლინნენ ქვეყანას. მშობიარობის შემდეგ ჰეზელმა ჰორმანალური კონტრაცეპტივების მიღება დაიწყო, თუმცა მშობიარობიდან 4 თვის შემდეგ ის კვლავ დაფეხმძიმდა. ქალმა ამჯერადაც ტყუპი გააჩინა.

5. სამი ტყუპი ერთი კვერცხუჯრედიდან

ნიუ იორკის მკვიდრი ტომისა და ელისონ პენის ოჯახში სამი ტყუპი დაიბადა. ჩვილებს, რომელთა წონა 1, 81-დან 2, 14 კგ-მდე მერყეობდა, დაარქვეს ლოგანი, ელი და კოლინი. ასეთი შემთხვევა, როცა ერთი კვერცხუჯრედიდან 3 ტყუპი იბადება, 200 მილიონში ერთხელ ხდება.

სამი ვაჟის მამის შეფასებით, ბავშვებს წელიწადში 10 ათასი პამპერსი დასჭირდებათ. North Shore-ის უნივერსიტეტმა პირველი ორი წლის განმავლობაში ეს ხარჯები საკუთარ თავზე აიღო.

6. ბრიტანელმა ქალმა "ტვიტერში" იმშობიარა

დიდი ბრიტანეთის 34 წლის მცხოვრებმა "ტვიტერით" საკუთარი მშობიარობის ონლაინ-ტრანსლაცია მოაწყო. 13-საათიან "გადაცემას" ასობით ადამიანი უყურებდა. "მინდოდა დამენგრია ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული მითები.

ამაში საშინელი არაფერია. მე ვაჩვენე ადამიანებს, რომ მშობიარობის პროცესში შესაძლებელია შეტყობინების გაგზავნაც "ტვიტერით", - ყვება 34 წლის ფიონა სტარსტოუნი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მისი პირმშო სახლში უნდა დაბადებულიყო და არა საავადმყოფოში.

ბიჭუნა, რომელსაც ოსკარი დაარქვეს, ჯანმრთელი და საღსალამათი დაიბადა და რაც მთავარია, დაბადებისთანავე გახდა ცნობილი.



 


მიმაგრება:
ნანახია: 921 | დაამატა: happy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რა კატეგორიის საიტზე შედიხართ ყველაზე ხშირად?
სულ პასუხი: 124