თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 11 » პატარა მკერდი
18:55
პატარა მკერდი

ახალგაზრდობაში სილამაზე ბედნიერების საწინდარი გვგონია, ხოლო სავსე მკერდი მის ერთ-ერთ კომპონენტად მიგვაჩნია, ამიტომ ბევრი ქალი მზად არის, ნებისმიერ ფასად გაიდიდოს ეს ნაკვთი. ღირს კი ამის გაკეთება?

სილიკონი
ფანტასტიკურ ნაწარმოებებში ხშირად წააწყდებით ამ ნივთიერებისგან დამზადებულ სკაფანდრებს, რომლებიც მეტად მოხერხებულია - მტკიცეც და გამჭვირვალეც, შესაბამისად, დარტყმასაც უძლებს და კარგ მხედველობასაც უზრუნველყოფს.

რეალურ ცხოვრებაში სილიკონი გამოიყენება საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი ჰიგიენის საგნების წარმოებისთვის, კერძოდ, მას ამატებენ სარეცხ საშუალებებს, კიდურებისთვის განკუთვნილ კრემებსა და მალამოებს, დეზოდორანტებს, თმის მოვლის საშუალებებს, სათამაშოებისა და საკვები პროდუქტების შესაფუთ მასალებს. მიუხედავად ამისა, ყველაზე ხშირად სილიკონი ქალის დიდ მკერდთან ასოცირდება...

სარკევ, სარკევ, მითხარი...
როცა ქალის აღნაგობა "90-60-90" ფორმულაში ვერ ჯდება, ჩნდება კომპლექსები - საქმეში ერთვება ბამბით თუ პარალონით გამოტენილი ბიუსტჰალტერები, რომლებიც მკერდს უფრო დიდს აჩენს, იწყება სასწაულმოქმედი ტაბლეტების ძებნა, ზოგიერთი მოდურ ვარჯიშებსაც ეტანება, რომლებიც თითქოს ორი ზომით ზრდის მკერდს; გოგონები ერიდებიან პლაჟს, ყოველგვარ უიღბლობას თავიანთ პატარა მკერდს აბრალებენ და ხსნის ერთადერთ გზად პლასტიკური ქირურგის სკალპელი წარმოუდგენიათ. მაგრამ აჩქარება არ ღირს. ფსიქოლოგთან ვიზიტი ზოგჯერ უფრო ეფექტურია და... უფრო იაფიც. ფსიქოლოგია - სხვათა შორის, ისევე, როგორც სარწმუნოება - გვასწავლის, მივიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის, მოგვიწოდებს, ის დავაფასოთ, რაც ღმერთმა გვიბოძა. გეთანხმებით, ამ პოსტულატების მიღება ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა რეკლამა და შოუბიზნესი სულ სხვა რამეს უწევენ პროპაგანდას. მიუხედავად ამისა, ამ ვარსკვლავურ გარემოშიც არის გამონაკლისები, რომლებიც გარეგნობას მოდის მიხედვით არ იცვლიან და მაინც არაჩვეულებრივად გამოიყურებიან, აღწევენ წარმატებას და სილამაზის ეტალონებადაც კი ითვლებიან. ამის ერთ-ერთი მაგალითი მილა იოვოვიჩია. სხვათა შორის, სწორედ ის დაამტკიცეს "მეხუთე ელემენტის", "სრულყოფილი არსების" როლზე, და ის მთელმა მსოფლიომ მიიღო!

სადაც ჩვენ არ ვართ, იქ ყველაზე კარგია
პატარამკერდიან გოგონებს მკერდის გადიდება უნდათ. ეს ყველამ იცის. მაგრამ ცოტას თუ გაუგონია, რომ დიდმკერდიან ქალებს შორისაც ბევრია ისეთი, ვისაც მკერდის დაპატარავება სურს. პატარა მკერდს ხშირად მამაკაცთა უყურადღებობის მიზეზად მიიჩნევენ. მაშ, რით არიან უკმაყოფილონი დიდმკერდიანი ქალბატონები? ამბობენ, რომ დიდი მკერდი ხელს უშლით, აქტიურად მისდიონ სპორტს, რომ ვერ იხრებიან დეკოლტეზე ხელის მიუფარებლად, რომ იძულებულნი არიან, ატარონ მკვრივფიალებიანი, ლითონისა თუ პლასტმასისრკალებიანი ბიუსტჰალტერი. გარდა ამისა, არცთუ იშვიათად ასეთი მკერდი ბავშვის დაბადების შემდეგ ფორმას კარგავს. გამოთქმა, რომ იქ ჯობს, სადაც ჩვენ არ ვარ, ამ შემთხვევისთვისაც გამოდგება: ქალს მიაჩნია, რომ მკერდის გადიდების ოპერაციის შემდეგ ის ერთხელ და სამუდამოდ შეუერთდება ბედნიერთა რიგებს. სინამდვილეში ერთი ოპერაციით საქმე, როგორც წესი, არ მთავრდება. და იმიტომ კი არა, რომ ექიმმა "იხალტურა", არამედ იმიტომ, რომ შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში ერთხელ დაგჭირდეთ ნაოპერაციები მკერდის აჭიმვა, კორექცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.…

რა გამოწერა ექიმმა
მკერდის პლასტიკას მამოლოგი განსაზღვრული დეფექტების არსებობისას უწევს რეკომენდაციას. ასეთი დეფექტებია ძუძუსთავის ან არეოლის არასწორი მდებარეობა, დვრილების ჩაბრუნება, ძუძუს განუვითარებლობა, სარძევე ჯირკვლების პრობლემები, ავთვისებიანი წარმონაქმნის გამო ჩატარებული ოპერაცია (ძუძუს მოკვეთა) და სხვა. როდესაც ასეთი ნაკლი ქალს ხელს უშლის სრულფასოვან ცხოვრებაში, ადვილი ასახსნელია მისი სურვილი, პრობლემა ქირურგის დანის მეშვეობით მოაგვაროს. თუ ჯანმრთელი ბრძანდებით, მაგრამ სუბიექტურად უკმაყოფილო ხართ საკუთარი ფიგურით, ღირს კი, საკუთარი თავი სილამაზისადმი მსხვერპლშეწირვის ობიექტად აქციოთ? მით უმეტეს, რომ სილამაზე ძალზე პირობითი ცნებაა და თუ დღეს პატარამკერდიან გოგონებს დიდი მკერდი სურთ, სავსებით შესაძლებელია, რამდენიმე წლის შემდეგ ისევ პატარა მკერდი მოუნდეთ. რა გამოდის - ყველა ოცნება დანის დახმარებით უნდა გადაიჭრას? იქნებ არ ღირს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება, რადგან ყოველთვის მოიძებნება ის ერთადერთი, რომელიც გეტყვით: "მე შენ სწორედ ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ!"



 


მიმაგრება:
ნანახია: 946 | დაამატა: happy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რა კატეგორიის საიტზე შედიხართ ყველაზე ხშირად?
სულ პასუხი: 124