თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 10 » ფინეთი VS საქართველო - ბუკმეკერებში ფავორიტი მასპინძელია
12:00
ფინეთი VS საქართველო - ბუკმეკერებში ფავორიტი მასპინძელია

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში გასვლითი შეხვედერბი უწევს. თავდაპირველად ფინეთს ეწვევა, ოთხი დღის შემდეგ კი ბელორუსთან უკვე განმეორებითი შეხვედრა აქვს. ასე რომ, ფინეთის საფეხბურთო ბანაკზე და მის მწვრთნელზე ვთქვათ, რომელსაც 12 ოქტომბერს ჰელსინკის ”ოლიმპიური” სტადიონი უმასპინძლებს და რომელზე დასასწრებად მასპინძლებმა ამ დროისთვის 10 ათასი ბილეთი გაყიდეს, ტევადობა კი 40 ათასია.

ფინეთის ნაკრების მწვრთნელმა მიქსუ პაატელაინენმა ადრეც შეაქო საქართველოს ნაკრები და საქებარი სიტყვები არც ახლა დაუშურებია. ფინელთა თავკაცი აღნიშნავს, რომ ქართველებს საკმაოდ სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს და დაცვაზე არიან ორიენტირებულნიო.

”საქართველოს ნაკრები ხშირად ყრუ დაცვას მიმართავს, ნახევარდაცვაში ექვს ფეხბურთელს ათამაშებენ და ცდილობენ, მაქსიმალურად შეზღუდონ მეტოქის შეტევები. სექტემბერში ესპანეთთან ძალზე მჭიდროდ ითამაშეს და ბევრი პრობლემაც შეუქმნეს. ქართველები მეტწილად ასე მოქმედებენ გასვლით შეხვედრებში, თუმცა ნამდვილად არ ვიცი, 12 ოქტომბერსაც ასე ითამაშებენ თუ არა", - აღნიშნავდა პაატელაინენმა.

ისიც ვთქვათ, რომ საბუკმეკერო კანტორები ფინეთსა და საქართველოს შორის ფავორიტად მასპინძლებს მიიჩნევენ, რაც მოსალოდნელიც იყო. თემურ ქეცბაიას გუნდის შესაძლო წარმატება 3,5-დან 4,8-მდე მერყეობს. დანარჩენში კი თავადაც გაერკვევით.

bwin: 1,95 3,3 3,9
paddy power: 1,91 3,2 3,5
bet365: 1,8 3,4 4,75
bet-at-home: 1,9 3,35 3,75
unibet: 1,77 3,45 4,35
william hill: 1,91 3,3 4,0



 


მიმაგრება:
ნანახია: 916 | დაამატა: happy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელია საუკეთესო ანტივირუსი?
სულ პასუხი: 233