თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 20 » ფრაზები, რომლებიც არ უნდა უთხრათ მამაკაცს
11:28
ფრაზები, რომლებიც არ უნდა უთხრათ მამაკაცს

ქალბატონები ხშირად უშვებენ შეცდომებს პარტნიორებთან ურთიერთობისას. ქალის მიერ ცხელ გულზე ნათქვამ ფრაზას შეუძლია, მამაკაცი უინიციატივო და სუსტ ადამიანად აქციოს და შესაძლოა, სხვა, უფრო ჭკვიანი ქალბატონის ძებნა აიძულოს.

სპეციალისტები გვთავაზობენ რამდენიმე გავრცელებულ ფრაზას, რომლითაც ქალებმა მამაკაცებს არ უნდა მიმართონ.

”ჩემო ბაჭიავ”

რა თქმა უნდა, მამაკაცს ყველა მოსაფერებელი სიტყვა სიამოვნებს, მაგრამ საზოგადოებაში მას ყოველთვის სურს, თავი ძლიერად და დამოუკიდებლად იგრძნოს. ამიტომ ამ ფრაზით სხვების თანდასწრებით არ მიმართოთ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, როგორც კი მისი მეგობრები ამ სიტყვებს გაიგონებენ, თქვენი საყვარელი ადამიანი, მართალია მეგობრული, მაგრამ მაინც დაცინვის ობიექტად იქცევა.

”შენ ხომ შემპირდი!”

ჯერ გაარკვიეთ, რაზე გინდათ, ამ ფრაზით მიანიშნოთ: მის უპასუხისმგებლო საქციელზე (შეგპირდათ რამეს და არც უცდია მისი შესრულება), მის გულმავიწყობაზე (შეგპირდათ, მაგრამ დაავიწყდა) თუ უუნარობაზე (შეგპირდათ, მაგრამ ვერ მოახერხა გაკეთება).

ყველა ადამიანი ცოტათი მკვეხარა და მატყუარაა, რაღაცას შეგპირდებათ, მერე ავიწყდება. ქალბატონებს ამგვარი რამეები უფრო ადვილად მიეტევებათ, ვიდრე მამაკაცებს. ამიტომ, როცა ქალბატონი უკვე ერთხელ, ზედმეტად მიანიშნებს ამ ნაკლზე, მამაკაცისთვის ორმაგად მტკივნეულია.

თუ მამაკაცს რაიმე დაავიწყდა, საყვედურის გარეშე შეახსენეთ. გაითვალისწინეთ, რომ მამაკაციც ადამიანია და ხანდახან მასაც ავიწყდება რაღაცები.

”სულელური გატაცებები გაქვს!”

რა გინდ სულელურიც უნდა იყოს, პეპლებსაც რომ აგროვებდეს ან ყოველდღე სათევზაოდ დადიოდეს, არასოდეს დატოვოთ უყურადღებოდ პარტნიორის ჰობი, არასოდეს დასცინოთ და შეურაცხყოთ მისი გატაცებები.

უბრალოდ, გახსოვდეთ, როცა ირჩევთ პარტნიორს, ირჩევთ მის გატაცებებსაც. აჩვენეთ, რომ მის გვერდით ხართ და თუ არ მოგწონთ მისი გატაცებები, ხელს მაინც ნუ შეუშლით. თუ გამუდმებით უსაყვედურებთ, რომ სულ ფეხბურთს უყურებს, არ იფიქროთ, რომ რამეს გახდებით. ფეხბურთის ყურებას ის მაინც გააგრძელებს, თუმცა დანაშაულის გრძნობა გაუჩნდება.

სწორედ ამ დანაშაულის გრძნობის შესანიღბად შეიძლება, თქვენთან ურთიერთობა გაუფუჭდეს, იფიქრებს, რომ თქვენ არ გესმით მისი.



 


მიმაგრება:
ნანახია: 894 | დაამატა: happy | ტეგები: ფრაზები, რომლებიც არ უნდა უთხრათ მამაკაცს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელ ოპერაციულ სისტემას იყენებთ ?
სულ პასუხი: 132