"სამწუხაროდ, ქვევრი მკვლელის სახელს არ ამოგვძახებს" - 10 ოქტომბერში 2012 - საიტები

თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 10 » "სამწუხაროდ, ქვევრი მკვლელის სახელს არ ამოგვძახებს"
22:47
"სამწუხაროდ, ქვევრი მკვლელის სახელს არ ამოგვძახებს"

გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგის მცხოვრები მექერიშვილების და რაფალიანცების ოჯახის ტრაგედიამ 30 სექტემბერს მთელი ქვეყანა შეძრა. 9 თვის გოგონა, ბარბარე რაფალიანცი პაპის სახლში, მარანში, ქვევრში დამხვრჩვალი იპოვნეს. დედამ, თათია მექერიშვილმა, გოგონა სახლის პირველ სართულზე დატოვა დაძინებული და ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად სავახშმოდ მეორე სართულზე ავიდა. ხუთ წუთში უკან დაბრუნებულს ჩვილი საწოლში არ დახვდა.

დალი მექერიშვილი, ბავშვის დიდედა: - როგორც კი ბარბარე ტირილს იწყებდა, ძაღლები ყეფდნენ. იმ საღამოსაც, თათია მეორე სართულზე ახალი ამოსული იყო, ძაღლები რომ აყეფდნენ. დედამისმა, ალბათ, ბარბარემ გაიღვიძაო და ძირს ჩავიდა და მისმა კივილმა შეგვძრა. საწოლი არეული იყო, საბანი გვერდზე გადაგდებული, ბავშვი კი არ ჩანდა. მივხვდით, რომ ვიღაცამ ბოროტი მუქარა აგვისრულა და პატარა მოიტაცა. გარეთ გამოვცვივდით, იმ იმედით, იქნებ ბოროტმოქმედმა ბავშვი იქვე დააგდოო... წამში მთელი სოფელი შეიყარა...
ბოლო დღეებში თათიას დას, დალის ემუქრებოდნენ შვილების გატაცებით, გაგამწარებთო. იმ საღამოს კი მოძალადეებს გურჯაანის მაღაზიიდან გამოსულ თათიასთან დაუქადნიათ, ნახავთ, ცოტა ხანში თქვენკენ რა ამბები დატრიალდებაო...”

ბარბარე რაფალიანცის დეიდა დალი მექერიშვილი "ქართული ოცნების" აქტივისტია. როგორც თვითონ ამბობს, ემუქრებოდნენ, ხანაც უყვავებდნენ და სთხოვდნენ, "ნაციონალურ მოძრაობაში" გადასულიყო გარკვეული თანხის სანაცვლოდ. ბოლოს ბავშვების გატაცებითაც დაემუქრენ, რის გამოც დალი შვილებს ერთი წამითაც არ ტოვებდა მარტოს - მუდმივად ბებიები იყვნენ მათ გვერდით.

დაღუპული ბავშვის ოჯახის წევრები კახეთის ყოფილი გუბერნატორის, გურჯაანში მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ღვინიაშვილის ნათესავს, გიორგი მექერიშვილს სდებენ ბრალს.

დალი მექერიშვილი, დეიდა: - გიორგი მექერიშვილი ღვინიაშვილის ბიძაშვილის შვილია და ერთ-ერთ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობს; მთხოვდა, ნაციონალების სასარგებლოდ შემეგროვებინა ხმები. არ წააგებ, ფულს გადაგიხდიო. მერე მანქანის დაჯახებით და ბავშვების გატაცებით დამემუქრა. ამ ტრაგედიის შემდეგ კი მარტო ჩვილის სიკვდილით მოყენებული ტკივილი არ გვაკმარეს, ხმები დაგვიყარეს, თითქოს მე და ჩემმა ქმარმა ნაციონალებისგან ფული ავიღეთ და საკუთარი დისშვილი მოვკალი.
კოლაგელები გაოცებულები კითხულობენ, კიდეც რომ აეღოთ ფული მექერიშვილებს, ბავშვი რატომ უნდა გაეტაცათ, ან მით უმეტეს, მოეკლათო? მათ ვერც ის გაუგიათ, რატომ არ აძლევენ ოჯახს ექსპერტიზის დასკვნას.
“-იქნებ ჰგონიათ, ავკაცობა შერჩებათ და ფეხსაც იმიტომ ითრევენ, რომ ვინც იქნება ხელისუფლებაში და რასაც დაავალებს, იმის შესაბამისად დაწერონ ექსპერტიზის დასკვნა და იმის მიხედვით აწარმოონ გამოძიება - ამბობენ მეზობლები.

კოლაგში ჩასულს ფეხდაფეხ მომყვა გამომძიებლების ჯგუფი გურჯაანიდან. იმ დღეს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქედში კრძალავდნენ გოგონას. კოლაგში მხოლოდ დიდედა იყო. ამიტომაც გამომძიებლების გამოჩენა ყველას გაუკვირდა, მათ შორის ბარბარეს დიდედასაც, რომელსაც ეკითხებოდნენ, ვის ეკუთვნოდა მექერიშვილების მეზობლად მდებარე სახლები, ბაღები და ბოსტნები. გაკვირვებულმა ქალმა ხელები გაასავსავა, ჩემს მეზობლად ვინ ცხოვრობს, მაგას დღეს უნდა არკვევდეთო? არ სჯობდა, ექსპერტიზის დასკვნა მოგეტანათ და გაგვეგო, ბავშვი ქვევრში უკვე გაგუდული ჩააგდეს, თუ წყალმა გაგუდაო.

შევეცადე, გამომძიებლისგან გამეგო, რატომ არ აძლევდნენ ოჯახს ექსპერტიზის დასკვნას, ან ისეთი რა ეწერა იქ, რომ ამდენი ხანი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მისი გამხელა არ შეიძლებოდა. გამომძიებელმა ამაზე მიპასუხა,- დაუკავშირდით თბილისში გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახურს, მე არაფრი თქმა არ შემიძლიაო. მან ერთადერთი რამ დაადასტურა, რომ ჯერჯერობით საქმეში ეჭვმიტანილები არ არსებობენ და დაკავებულიც არავინ არის. თუმცა, მანამადე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა.
კოლაგში ახლა არც იმის სჯერათ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა ზღულაძემ აიყვანა ბარბარეს საქმე პირად კონტროლზე.

- ეგ ქალი კი იძახის, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში დადგინდეს ბავშვის სიკვდილის მიზეზი, მაგრამ ჩვენ მაგის არ გვჯერა. დღემდე არ დაინტერესებულან ჩვენი ჩვენებით და ის პირები, ვისაც ხელს ვადებთ, მგონი, არც დაუკითხავთ, - ამბობენ მექერიშვილები.
- იმ საშინელ საღამოს ძმები ილია და გიორგი მექერიშვილები და ზურა მექერიშვილი მაღაზიასთან იმუქრებოდნენ, ერთს ხომ ბომბი შევუგდეთ ("ქართული ოცნებიდან" გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მანანა ბერიკაშვილის ნათესავის ოჯახში მხოლოდ იმის გამო, რომ სახლის ფასადზე მანანა ბერიკაშვილის საარჩევნო ბანერი ჰქონდათ გაკრული 30 სექტემბერს დილით, ე.წ."კოქტეილი" შეაგდეს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულ ოჯახს უნარშეზღუდული შვილი ჰყავს, არავინ მორიდებია მათ განსაცდელში ჩაგდებას. მანამდე კედელზე საღებავი შეუსხამთ - ავტ.), ახლა გზის ქვევიდან ვინც ცხოვრობს, ნახავენ, ამაღამ რა დღე დაადგებათო. სწორედ იმ საღამოს მომიკლეს შვილი. მე სხვა მტერი არ მყოლია და სხვა რა ვიფიქრო?! მათი გვარები პოლიციასაც ვუთხარი, თუმცა როგორც ვიცი, არც ერთი მათგანი არ დაუკითხავთ. ჩემს შვილს რომ დავტიროდი, ისინი, თურმე, საარჩევნო ყუთებთან ”აბირჟავებდნენ..." - ამბობს თათია მექერიშვილი.

იმ ავბედით ღამეს ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ მან პირველმა შეამჩნია მარანში ქვევრზე ნახევრად გადაწეული სარქველი. მიუხედავად იმისა, რომ გამორიცხული იყო, ბავშვი ქვევრამდე თავისით მიხოხებულიყო, დედას გულმა უგრძნო, რომ რაღაც ცუდის მომასწავებელი იყო ნახევრად ახდილი სახურავი... ბავშვის საწოლიდან უფრო ტრაგედიის ადგილამდე უზარმაზარი ზღურბლია გადასალახავი, მანამდე ბავშვი მაღალი საწოლიდან უნდა გადმოვარდნილიყო, რის შემდეგაც აუცილებლად დაიწყებდა ტირილს.
გავეშებული ქალი ქვევრს არ მიაკარეს, მაგრამ კაცებსაც გაუჭირდათ საშინელი რეალობის დაჯერება. უზარმაზარ ქვევრში ზაფხულის სტიქიის შედეგად შევარდნილი წყალი იდგა. Kკაცებმა ქვევრს თავი რომ ახადეს, ბავშვი წყალში პირქვე ეგდო.

მეზობლად მცხოვრები ექიმი ლალი ნალიყაშვილი (ვის სახლშიც დილით "კოქტეილი" შეაგდეს) იხსენებს, იმდენად გაუგონარი იყო ეს სისასტიკე, ხალხს გაუჭირდა დაჯერება, ქვევრში ნამდვილად ბავშვი რომ იყოო. “გულ-მკერდის რეანიმაციას ვუტარებდი პატარას, ვცდილობდი მის მოსულიერებას, მაგრამ სამწუხაროდ, სიცოცხლის არანაირი ნიშან-წყალი აღარ ჰქონდა.”

ბარბარეს მშობლები ხელმოკლე ოჯახიდან არიან, ამიტომაც ხშირად სტუმრობდნენ თათიას მამისეულ სახლს. ბოლო დროს ბარბარეს მამამაც კოლაგში დაიწყო მუშაობა და ოჯახიც სულ აქ იყო. მშვიდად ცხოვრობდნენო , იხსენებენ მეზობლები. სამწუხაროდ, სიმშვიდე ტრაგედიამ შეცვალა. კოლაგელები ამბობენ, რომ შესაძლოა, ტრაგედიას მართლაც პოლიტიკური მოტივი ჰქონდეს.“"ზემოდან" არავინ არავის დაავალებდა ასეთ სისასტიკეს. როგორც ჩანს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ან მათმა მხარდამჭერებმა ინიციატივა გამოიჩინეს, ზემდგომებისთვის თავის მოწონება გადაწყვიტეს და ეს ტრაგედია დაატრიალეს. ალბათ, ბავშვმა ტირილი დაიწყო და პირზე ხელი ააფარეს, იქნებ მოგუდეს კიდეც (შესაძლოა, შემთხვევითაც) და შემდეგ ჩააგდეს ქვევრში, ან სულაც ატირებული ჩააგდეს... შემზარავია იმის წარმოდგენა, რომ შენს გვერდით ასეთი ადამიანები ცხოვრობენ და არ იცი, ვინ არიან ისინი...
- ვინ იცის, იმ საღამოს ჩვენთან ერთად დადიოდნენ, ჩვენთან ერთად ვითომ ეძებდნენ ბავშვს!.. მარანშიც მხოლოდ მას შემდეგ შევედით, როდესაც ვიღაცამ დაიძახა, მარანშიც მოძებნეთ, ეზოში რას ეძებთო. არ ვიცით, ვისი იდეა იყო ეს, იქნებ სწორედ დამნაშავის? - ამბობენ მეზობლები.
სოფელში ისიც უკვირთ, რაში დაჭირდა ხელისუფლების მსახურ ზოგიერთ მედიასაშუალებას ბინძური ხმების დაყრა, რომ ბარბარეს მშობლების ანგარიშზე რამდენიმე ათასი ლარი გადაირიცხა, რაც, თურმე, იმას ნიშნავდა, რომ "ქართული ოცნებისგან" ფული აიღეს , რათა ბავშვი, რომელიც თვითონვე შემოაკვდათ, "ნაციონალური მოძრაობის მსხვერპლად" გაესაღებინათ.

- ბარბარე თათიას და პავლეს პირმშო იყო, ისინი სიყვარულით შეუღლდნენ და მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, ბავშვს თვალისჩინივით უვლიდნენ. ამ გაუბედურებულ ოჯახს როგორ შეიძლება ასეთი ცილი დასწამო? - ამბობენ კოლაგში, სადაც უკვე აღარაფერი უკვირთ და წუხან, რომ ქვევრს მკვლელის სახელს დაძახება არ შეუძლია.



 


მიმაგრება:
ნანახია: 141 | დაამატა: happy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელ ბრაუზერს იყენებთ?
სულ პასუხი: 114