თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 20 » ყველაფერს თავისი დრო აქვს! - ფლორიდაში ქალმა დეპილაციის კეთებისას ავტომობილი დაამტვრია
11:33
ყველაფერს თავისი დრო აქვს! - ფლორიდაში ქალმა დეპილაციის კეთებისას ავტომობილი დაამტვრია

ფლორიდის შტატის მცხოვრები ქალბატონის გამო ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სიტუაციის პიკანტურობა იმაში მდგომარეობდა, რომ საჭესთან მჯდომი ქალი ბიკინის ზონაში დეპილაციის გაკეთებას ცდილობდა.

37 წლის ქალი (მის სახელს გასაგები მიზეზების გამო პრესაში არ ახმაურებენ) პაემანზე მიიჩქაროდა. მას სურდა, საყვარელი მამაკაცი სასიამოვნო სიურპრიზით გაეხარებინა, თუმცა მოსამზადებლად დრო არ ეყო... ამიტომაც დეპილაციის გაკეთება პირდაპირ მანქანაში, მძღოლის სავარძელზე და თან მოძრაობის დროს დაიწყო.

მაგრამ არ იფიქროთ, რომ ქალმა უსაფრთხოებაზე არ იფიქრა - კიდევ ერთი გაუგებრობა! - გვერდით მჯდომ მგზავრს სთხოვა, მის მაგივრად ემართა საჭე. ეს საპასუხისმგებლო საქმე კი ქალმა დაავალა... ყოფილ ქმარს!

რით დამთავრდა ფლორიდული ექშენი? იმის გამო, რომ გვერდითა სავარძლიდან ყოფილი ქმრისთვის უხერხული იყო საჭის მართვა, თან იმ დროს, როცა ავტოლედი ხელს უშლიდა, - ამ მოგზაურობის ფინალი ფატალური აღმოჩნდა.

ამერიკელი ქალბატონის ავტომობილი სატვირთო ფურგონს შეასკდა, სადაც ორი ქალი იჯდა. საბედნიეროდ, ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ფურგონში მჯდომი ქალბატონები მხოლოდ შეშინდნენ, თავად დამნაშავე უვნებელი გამოძვრა სიტუაციიდან. უბრალოდ, ბიკინის ზონაში დეპილაციის გაკეთება არ დასცალდა და გარდა იმისა, რომ პაემანზეც დააგვიანდა... პოლიციამ შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინა, ქალს მართვის მოწმობა 5 დღით ადრე ავტომობილის მთვრალ მდგომარეობაში მართვისთვის ჩამოართვეს.

სავარაუდოდ, ამის მერე ფლორიდელ ავტოლედის დროც ბევრი ექნება დეპილაციის გასაკეთებლად და ადგილიც შესაფერისი.



 


მიმაგრება:
ნანახია: 965 | დაამატა: happy | ტეგები: ყველაფერს თავისი დრო აქვს! - ფლორიდ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელ ოპერაციულ სისტემას იყენებთ ?
სულ პასუხი: 132