თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 16 » ყველაზე სულელური კანონები სექსზე
20:16
ყველაზე სულელური კანონები სექსზე

თურმე, სექსის გამო შეიძლება ადამიანი ციხეში მოხვდეს. უამრავი უცნაური და ბრიყვული კანონიც კი არსებობს, რომლებიც სექსს ეხება. მათგან ზოგიერთს, ყველაზე საინტერესოს შემოგთავაზებთ.
ალბათ ყველას უნახავს, მეტროში ან ქუჩაში ერთმანეთზე გადახლართული შეყვარებული წყვილი. ბევრგან ამას არ აქცევენ ყურადღებას, ზოგან უბრალოდ გაკიცხავენ მეტისმეტი სითამამისთვის; აი, მუსლიმანურ ქვეყნებში კი გრძნობების სახალხოდ გამოვლენა იმდენად საშინელ ბოროტებად მიიჩნევა, რომ მასთან შედარებით საფრანგეთში მიღებული აკრძალვა "კოცნაზე სარკინიგზო გზებზე", მიამიტურ რეკომენდაციად ჩანს.

მაგალითად, მალაიზიაში საზოგადოებრივ ადგილას კოცნისთვის შეყვარებულებს 75 დოლარის ოდენობის ჯარიმა ელით. ინდონეზიაში საჯარო კოცნა 33 ათასი დოლარის ჯარიმით ან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება. სხვათა შორის, იმავე ინდონეზიაში მასტურბაცია მავნე საქმიანობად მიიჩნევა და სიკვდილით ისჯება.

ირანში საჯარო კოცნას გაროზგვა მოსდევს - თანაც ეს მხოლოდ ტუჩებში კოცნას გულისხმობს. 2004 წელს ირანელმა მსახიობმა გორაჰ კომანდირშმა წლის საუკეთესო ფილმისთვის პრემიის მიღების დროს რეჟისორს უფლება მისცა, მისთვის შუბლზე ეკოცნა.

ამის გამო 74 როზგი მიუსაჯეს და მხოლოდ მას მერე შეუცვალეს ის პირობითი სასჯელით, რაც საჯაროდ მოიხადა ბოდიში.

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მსგავსი "უკანონო აქტი, რომელიც საზოგადოებრივ მორალს არღვევს", ასევე ისჯება. 2009 წელს ინგლისელი ტურისტები, რომლებიც რესტორანში ისხდნენ და კოცნაობდნენ, დააპატიმრეს - პოლიცია მათ გვერდით მაგიდასთან მჯდომმა ირანელმა ქალმა გამოიძახა, ჩემი და ჩემი შვილების თვალწინ მრუშობენო.

არც ისე ბრძნული კანონები აქვთ ამ თემაზე ამერიკის ცალკეულ შტატებში. ორეგონსა და ოჰაიოში არ შეიძლება შიშვლად სიარული საკუთარ სახლშიც კი, რათა შეურაცხყოფა არ მიაყენო პორტრეტებიდან და ფოტოებიდან მომზირალ მიცვალებულთა სულებს.

ზოგიერთ შტატში აკრძალვები მოიგონეს პოზებზეც კი. ყველაზე შორს ფლორიდა წავიდა - იქ მხოლოდ ე.წ. მისიონერული პოზაა დაშვებული, ქალის მკერდის კოცნა კი სექსის დროს დაუშვებელია. მხოლოდ ის არის გაუგებარი, როგორ გაიგებს მართლმსაჯულება ამ უკიდურესად ინტიმურ დეტალებს.

დელავერის შტატში არ შეიძლება სექსი სიბნელეში, ვირჯინიაში კი - დღის შუქზე. კონექტიკუტის შტატში კი, გარდა ამისა, კვირაობით ცოლის კოცნა და პრეზერვატივის გამოყენებაც იკრძალება.

სხვათა შორის, კონტრაცეპტივებს ამერიკის ბევრ შტატში უყურებენ სკეპტიკურად და მათი გაყიდვა-შეძენა იკრძალება.

არიზონის შტატში კანონით იკრძალება სახლში ორ ფალოიმიტატორზე მეტის შენახვა. ქალაქ გასტინგსში კი, ნებრასკის შტატში, ცოლ-ქმარი მხოლოდ საღამურებში "გამოწყობილები" უნდა ამყარებდნენ ინტიმურ კავშირს.

ნიუკასლში, ვაიომინგის შტატში, აკრძალულია სექსი მაცივარში, იუტაში - სასწრაფო დახმარების მანქანაში. ნებრასკაში აკრძალულია სექსი ბინძურ თეთრეულში; ასევე დაუშვებელია ისეთ პარტნიორთან ინტიმური კავშირის დამყარება, რომელსაც ხახვის, ნივრის ან სარდინის სუნი ასდის.

ოჰაიოში ქალებს ეკრძალებათ ლაქის ფეხსაცმლის ჩაცმა, რადგან მასში შეიძლება აირეკლოს ქვედა საცვალი. აიდაჰოში აკრძალულია სექსი მანქანაში, ოკლაჰომაში კი მოსიყვარულე წყვილების თვალთვალი არ შეიძლება. ვაიომინგში მაღაზიის შესასვლელთან აკრძალეს სექსი.

კოლორადოში არ შეიძლება მძინარე ქალის კოცნა, ნიუ-იორკში კი გამვლელი ქალებისთვის თვალის გაყოლება.

მხოლოდ ამერიკაში როდია ამგვარი წესები. ინგლისში, მაგალითად, უცნობ ქალს რომ სთხოვო, სექსით დავკავდეთო, 150 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდებით ან 3 თვით ჩაგსვამენ ციხეში; მაგრამ თუ იმავეს ქალი შესთავაზებს კაცს, კანონი ამას აიტანს.

ჩინეთში აკრძალულია ქუჩაში მოსიარულე ქალების ფეხებზე ყურება, ჰონგკონგში კი ცოლს შეუძლია მოღალატე ქმრის მოკვლა, ოღონდაც ეს შიშველი ხელებით უნდა გააკეთოს. საყვარლის მოკვლა შეუძლია ისე, როგორც თვითონ მოუნდება. კოლუმბიაში ახალდაქორწინებულთა პირველ ღამეს პატარძლის დედამ უნდა უყუროს.

ზოგან კი ცალსახად "მამაკაცური" კანონებია მიღებული. მაგალითად, ლივერპულში, დიდ ბრიტანეთში, ოფიციალურად არის ნებადართული შიშველი გამყიდველები. იტალიის ქალაქ პალერმოში პლაჟზე მხოლოდ ქალებისთვის შეიძლება გაშიშვლება, ქალაქ ტროპეეში კი - მხოლოდ ლამაზი ქალებისთვის. ამ ქალაქის კანონი უსიმპათიო და მსუქან ქალებს, ასევე მამაკაცებს, ავალდებულებს, მაქსიმალურად ჩაცმულები იყვნენ.

და ბოლოს, სექსუალური კანონშემოქმედებითობის ნამდვილი გვირგვინია კუბის კუნძულ გუამის კანონი, რომელიც ქალწულ გოგონებს უკრძალავს გათხოვებას. ამის გამო კუნძულზე სპეციალურად ნასწავლი მამაკაცები მუშაობენ, რომლებსაც დეფლორატორების ამაყი წოდება აქვთ და გოგონებს მძიმე ტვირთისგან გათავისუფლებაში ეხმარებიან - რასაკვირველია, ამ არც ისე იოლი საქმისთვის შესაბამის საფასურსაც იღებენ.



 


მიმაგრება:
კატეგორია: +18 ინტიმი | ნანახია: 1627 | დაამატა: happy | ტეგები: ყველაზე სულელური კანონები სექსზე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 kato  
0
katunia kutunia

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელია საუკეთესო ანტივირუსი?
სულ პასუხი: 233