თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 17 » ყველაზე თამამი დეკოლტეების ტოპ-ათეული
20:00
ყველაზე თამამი დეკოლტეების ტოპ-ათეული

ჯადა პინკეტ-სმიტი 2012 წლის კანის კინოფესტივალზე ძალიან თამამი ჩაცმულობით გამოცხადდა. სანამ მისი მეუღლე, უილ სმიტი ფილმს "ადამიანები შავებში" რუსეთის მაყურებელს წარუდგენდა, ჯადა ამაყად და თამამად წარმოაჩენდა ზურმუხტისფერ სანაპიროზე თავის პატარა, მაგრამ მიმზიდველ მკერდს.

რიანა - თამამი ჩაცმულობით ყოველთვის გამოირჩეოდა. გამჭვირვალე ტოპები, ექსტრემალურად მოკლე შორტები და ღრმა დეკოლტეები - ელიტურ საღამოებზეც კი გოგონა მოკრძალებული ჩაცმულობით არასოდეს გამოირჩევა. გრემი-2012-ის დაჯილდოების ცერემონიალზე რიანა გამოცხადდა შავ გრძელ კაბაში, რომელიც თითქმის არ ფარავდა მის მომხიბვლელ მკერდს.

სერიალ "შეშლილების" ვარსკვლავის სავსე მკერდი იმით არის აღსანიშნავი, რომ ის ბუნებრივია. კრისტინა ჰენდრიკსს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ პლასტიკური ქირურგიისთვის არასოდეს მიუმართავს. ალბათ, ამიტომაც სიამაყით და სითამამით აჩენს ხოლმე მსახიობი მკერდს საზოგადოებაში.

კეტი პერი თავის სექსუალურ იმიჯს თამამად უკეთებს ექსპლუატაციას. მომღერალი არა მარტო ეფექტური სხეულის ფორმებით ახდენს შთაბეჭდილებას, არამედ ცხოვრებისადმი მარტივი დამოკიდებულებითაც. კეტი პერი სულ იღიმის, იღებავს თმას ცისარტყელას ფერებში და თაყვანისმცემლებს დაუფარავად ეკეკლუცება.

ლედი გაგას მკერდი გამუდმებით ყურადღების ცენტრშია. სოციალურ ქსელებში დადებულ თამამ ვიდეოებში თუ ელიტურ საღამოებზე მომღერალი არ ერიდება თავისი არც ისე "დიადი" მკერდის გამოჩენას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მომღერალს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შედარებით მოკრძალებულად აცვია, მისი კონცერტები მაინც იკრძალება ზედმეტად სექსუალური კოსტიუმების გამო.

ბრიტანელი მომღერალი შერილ კოლი არ მალავს, რომ უყვარს სექსი. 2011 წელს კანის კინოფესტივალზე მან თავი ნამდვილ მაცდურ ქალად წარმოაჩინა - წითელ ხალიჩაზე მომღერალი თეთრ, ღრმად გულამოჭრილ კაბაში იყო გამოწყობილი.

"სასოწარკვეთილ დიასახლისს" ევა ლონგორიას ორი ზომა მკერდი აქვს. თუმცა მსახიობმა იცის პატარა ქალური ხრიკები იმისათვის, რომ პატარა მკერდი მიმზიდველად გამოაჩინოს.

მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი არ ტოვებს მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალების სიას. მსახიობის სხეული იმდენად მშვენიერია, რომ ახლახან მისი გამოსახულებით სექს-შოპის რეკლამა დაამშვენეს.

ჰოლივუდში ყველაზე სექსუალურ ტუჩებად ამანდა სეიფრიდის ტუჩებია აღიარებული. თუმცა 26 წლის მსახიობს დაბურცული ტუჩების გარდა, კიდევ აქვს სხვა რამ, რითაც თავს მოიწონებს. შემთხვევითი არ არის, რომ ფილმ "ლავლეისში" ამანდა ლეგენდარული პორნოვარსკვლავის როლზე დაამტკიცეს.

სიდაბლისა და სიმსუქნისკენ მიდრეკილების მიუხედავად, კიმ კარდაშიანი მუდამ ინარჩუნებს ფორმას. გასაკვირი არ არის, რომ კანიე უესტი მას ყველაზე სექსუალურ ვარსკვლავად თვლის და მასთან რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებს.



 


მიმაგრება:
ნანახია: 1276 | დაამატა: happy | ტეგები: ყველაზე თამამი დეკოლტეების ტოპ-ათეუ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელია საუკეთესო ანტივირუსი?
სულ პასუხი: 233