თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 11 » რა ემუქრება მამაკაცს
19:01
რა ემუქრება მამაკაცს

მამაკაცის შარდსასქესო სისტემას მრავალი დაავადება ემუქრება. ჩვენ რამდენიმე მათგანზე შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას. გვესაუბრება უროლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმი, უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი შალვა მშვილდაძე.

ბალანიტი და ბალანოპოსთიტი
- რა არის ბალანიტი და ბალანოპოსთიტი? რა საერთო აქვთ მათ ან რა განასხვავებთ ერთმანეთისგან?
- ბალანიტი ასოს თავის ანთებაა, ხოლო პოსტიტი - ასოს თავის მფარავი კანის, ჩუჩის, შიდა ფურცლის ანთება. ეს ორი დაავადება უმეტესად ერთდროულად მიმდინარეობს, ამიტომ ორივეს ერთად ბალანოპოსთიტს უწოდებენ.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს პათოლოგიები?
- სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციებმა, ყველაზე ხშირად - კანდიდამ, ქლამიდიამ და გონორეამ. ბალანოპოსთიტის რისკფაქტორია შაქრიანი დიაბეტი. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც დაავადებაში ჰიგიენის არასათანადო დაცვას მიუძღვის ბრალი. ზოგჯერ ის საშარდე მილში კათეტერის დიდხანს დაყოვნების შედეგია. ბალანოპოსთიტი უმეტესად ფიმოზიან პაციენტებს ემართებათ.

- როგორია ბალანიტისა და ბალანოპოსთიტის კლინიკური გამოვლინებები?
- დაავადებას ახასიათებს ასოს თავისა და ჩუჩის ქავილი, ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, გამონაყარი, დაწყლულება. ზოგჯერ თან ახლავს უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი ან ნადები.

- როგორ სვამენ დიაგნოზს?
- უმეტესად - დათვალიერებით. თუ გაჩნდა ეჭვი რაიმე სახის ანთების სპეციფიკური გამომწვევის არსებობის, მაგალითად, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის თაობაზე, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ანალიზი.

- როგორ მკურნალობენ?
- მკურნალობა გამომწვევის შესაბამისად ინიშნება. ის შეიძლება იყოს როგორც სისტემური, ისე ლოკალური. უმთავრესად ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია, ანტიმიკოზური მკურნალობა, ადგილობრივად ინიშნება აბაზანები, მალამო, სპრეი.

- რას გულისხმობს ამ დაავადებების პროფილაქტიკა?
- პირველ რიგში, საჭიროა ელემენტარული ჰიგიენის დაცვა, ხოლო თუ პაციენტს ფიმოზი აქვს, კონსულტაციისთვის უროლოგს უნდა მიმართოს.

- ფიმოზი ზემოთაც ახსენეთ. მოდი, მისი არსიც განვმარტოთ.
- ფიმოზი ასოს თავის მფარავი კანის შევიწროებაა, რის შედეგადაც ვერ ხერხდება მისი გადაწევა და ჭირს ასოს თავის გამოჩენა. ეს იწვევს მრავალ უხერხულობას, ართულებს ჰიგიენის სრულფასოვან დაცვას, რაც, თავის მხრივ, ბალანოპოსთიტის ერთ-ერთი მიზეზია. ფიმოზი პრობლემებს იწვევს სქესობრივი კონტაქტის დროსაც. ძალდატანებით გადაწევისას ჩუჩა შესაძლოა დასკდეს, ნახეთქების შეხორცებისას კი ყალიბდება ნაწიბურები, რაც კიდევ უფრო ავიწროებს კანს. ფიმოზი ხშირია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. საყურადღებო მდგომარეობაა პარაფიმოზი: ძალით გადაწევისას ჩუჩა აღარ ბრუნდება უკან. ყალიბდება ობსტრუქციული რგოლი, რომელიც იწვევს ასოს თავისა და ჩუჩის შეშუპებას. ასეთ დროს საჭიროა სასწრაფო ოპერაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარდება ასოს თავისა და კანის ნეკროზი. ოპერაცია გულისხმობს ობსტრუქციული რგოლის ჩაკვეთას და ჩუჩის თავის ადგილზე დაბრუნებას.

- შესაძლებელია თუ არა ფიმოზის მკურნალობა?
- ფიმოზის მკურნალობის ძირითადი მეთოდია ცირკუმციზიო - ასოს თავზე ჩუჩის შემოკვეთა. მოზრდილებს ამ ოპერაციას, წესისამებრ, ადგილობრივი ანესთეზიით უკეთებენ და პაციენტი იმავე დღეს ეწერება სახლში. ხშირი ბალანოპოსთიტის დროს, რომელთა მიზეზია ფიმოზი, ოპერაცია აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ცნობილია, რომ ასოს სიმსივნე უმეტესად ფიმოზის მქონე პაციენტებს ემართებათ. იშვიათია ფიმოზის ისეთი ნაირსახეობა, რომლის დროსაც საკმარისია ჰორმონშემცველი მალამოების ადგილობრივი გამოყენება.

- რა არის ვარიკოცელე და რა იწვევს მას?
- ვარიკოცელე ეწოდება სათესლე ჯირკვლის ვენური წნულის ვარიკოზულ გაგანიერებას. ის, წესისამებრ, მარცხენამხრივია, რაც მარცხენა სათესლე ჯირკვლის ვენის ანატომიური თავისებურებით აიხსნება. მარცხნიდან წამოსული ვენები უერთდება თირკმლის ვენას და ქმნის მის მიმართ 900-იან კუთხეს. მარჯვენა სათესლის ვენა პირდაპირ ქვემო ღრუ ვენას უერთდება. ვარიკოცელე აქვს მამაკაცთა დაახლოებით 20%-ს. მისი დიაგნოსტირება ხდება სათესლე ჯირკვლის პალპაციით. საბოლოო დიაგნოზს სვამენ სათესლე ჯირკვლების დოპლეროგრაფიული გამოკვლევის შედეგად. გასინჯვისას პაციენტი უნდა იდგეს ფეხზე. ზოგჯერ ტარდება ვალსალვას ტესტი - პაციენტს სთხოვენ, გაიჭინთოს ისე, როგორც დეფეკაციის დროს, რათა მენჯის კუნთები დაიძაბოს, მოიმატოს ვენურმა წნევამ და შესაბამისად გაიზარდოს ვენის დიამეტრი. მეორეული ვარიკოცელე ვითარდება სათესლის ვენებზე კომპრესიის გამო, უმეტესად მენჯის, მუცლის ღრუს ან თირკმლის სიმსივნეების დროს.



 


მიმაგრება:
ნანახია: 1564 | დაამატა: happy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რა კატეგორიის საიტზე შედიხართ ყველაზე ხშირად?
სულ პასუხი: 124