თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 23 » რას მკურნალობენ გოგრით
22:43
რას მკურნალობენ გოგრით

სამკურნალო თვალსაზრისით, ეს ნარინჯისფერი ბუმბერაზი ნაყოფი ფასდაუდებელია. გოგრის რბილობი შეიცავს პექტინებს, ნახშირწყლებს, ცილებსა და კაროტინს; ვიტამინებს: C, B1, B2, B6, E, PP.

მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ფოსფორის მარილები, კალიუმი, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, კობალტი, სპილენძი, სილიციუმი. ნივთიერებათა ეს კომპლექტი გოგრის სამკურნალო ეფექტს განაპირობებს. ის დიდი წარმატებით გამოიყენება დიეტურ კვებაში სხვადასხვა დაავადების დროს.

გოგრის თესლი მდიდარია ცხიმებით, რომელთა შემადგენლობაში შედის უმეტესწილად უჯერი ცხიმმჟავები და ცილები. თესლის მოლურჯო-მომწვანო კანქვეშა გარსს მუცლის ჭიის საწინააღმდეგო თვისება გააჩნია; ისევე, როგორც რბილობი, ისიც მდიდარია ბეტა-კაროტინით, C და B ჯგუფის ვიტამინებით.

ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია ცნობილია გოგრის სამკურნალო მოქმედების ფართო სპექტრი. შარდ-სასქესო სფეროს დაავადებების, თირკმელების, ალერგიული რეაქციების, კანის დაავადებების დროს მას საოცარი ეფექტი აქვს. ტრადიციულად, გოგრის თესლი და რბილობი გამოიყენება შემდეგი პრობლემების დროს:

შარდის ბუშტის ანთება

1 ჭიქა გამხმარ გოგრის თესლს გული ამოაცალეთ. დაასხით 1,5 ჭიქა ადუღებული წყალი. მოურიეთ, გაწურეთ. ეს დოზა ერთი დღისათვისაა გათვლილი. გოგრის თესლი ასევე აძლიერებს შარდის ბუშტის კუნთებს. გოგრის რბილობი აუმჯობესებს შარდდენას. ამისათვის სპეციალურად წამლის მომზადება საჭირო არ არის. მოხარშული გოგრის რბილობის ფაფა დღეში ორჯერ მიირთვით.

რკინის ნაკლებობით გამოწვეული ანემია

ანემიით დაავადებულთათვის რეკომენდებულია დღეში 4-5-ჯერ 20-დან 150 გრამამდე მოხარშული გოგრის მიღება. სპეციალისტების რჩევით, ამის შემდეგ დამატებით რკინის შემცველი პრეპარატები აუცილებელი არ არის.

კარიესი

გოგრის რბილობის სისტემატური მიღება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კარიესის პროფილაქტიკისათვის. საქმე ისაა, რომ გოგრა დიდი რაოდენობით შეიცავს ფტორს. მისი დღიური დოზა ადამიანისთვის ერთი მგ-ია. ამ რაოდენობას 500-600 გრ გოგრა ფარავს.

სისხლის მაღალი წნევა, ათეროსკლეროზი, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს

ჰიპერტონიკებმა დღეში 1,5-დან ერთ ჭიქამდე მწიფე გოგრის წვენი უნდა მიიღონ. სასმელში შემავალ კალიუმს ორგანიზმიდან გამოჰყავს ცხიმები და ნალექები, ახდენს თირკმელების განტვირთვას (რაც, თავის მხრივ, სისხლის წნევას დაბლა სწევს).

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადება

გოგრის რბილი ნაწილი დიდი რაოდენობით შეიცავს პექტინს. ამიტომ ის მსხვილი ნაწლავის ანთების დროს გამოიყენება. უმი ხელს უწყობს ნაღვლის გამოყოფას. კარგია ყაბზობის დროს.

კანის დაავადებები

გოგრის რბილობში შემავალი ნივთიერებები სასარგებლოა კანისთვის. კოსმეტოლოგების რჩევით, ფერიმჭამელებისა და ჩირქოვანი გამონაყარის შემთხვევაში გოგრის რბილობის წვენის კომპრესები და ნიღბები გაიკეთეთ. ეგზემისა და დამწვრობის დროს დაზიანებულ მონაკვეთზე გოგრის ის რბილი ნაწილი დაიდეთ, რომელშიც თესლებია მოთავსებული.



 


მიმაგრება:
ნანახია: 984 | დაამატა: happy | ტეგები: რას მკურნალობენ გოგრით | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რა კატეგორიის საიტზე შედიხართ ყველაზე ხშირად?
სულ პასუხი: 124