თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 11 » როგორ დავგეგმოთ მომავალი ბავშვის სქესი?
14:26
როგორ დავგეგმოთ მომავალი ბავშვის სქესი?

მომავალი მშობლების უმეტესობას ორსულობის დაგეგმვისას სურს, რომ ბავშვი იმ სქესის იყოს, რომელიც მათ სურთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ სხვა შვილები უკვე ჰყავთ.
სურთ ეყოლოთ მაინცდამაინც ბიჭი ან მაინცდამაინც გოგო და მოტივაცია ამისთვის ყველას სხვადასხვა აქვს, თუმცა არსი ერთია - დაგეგმონ და იყოლიონ სასურველი სქესის ბავშვი. მაგრამ შესაძლებელია თუ არა ეს?

უძველესი მითები ჩასახვის შესახებ

ძველ ჩინელებში მიიჩნეოდა, რომ ბიჭის ჩასახვისთვის სასიყვარულო აქტის დროს აუცილებელია დაწვეთ ჩრდილოეთის მხარეს და თუ გოგონა გინდათ - სამხრეთისკენ.

სამწუხაროდ, კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდს პოლუსები არ გააჩნია. მათთვის აბსოლუტურად სულერთია, რომელ მხარეს იწვებით და არ ორიენტირებენ კომპასის მიხედვით. ეს მეთოდი ჩასახვის მითებიდან მოდის.

ასევე მითურია ძველი გერმანელების მოსაზრება იმის შესახებ, რომ გოგოები წვიმიან ამინდში ჩაისახებიან, ბიჭები კი - მზიანში. ამ მეთოდით თუ ვიმსჯელებთ, ლონდონი თითქმის ქალებით უნდა იყოს დასახლებული...

ძველ საბერძნეთში ითვლებოდა, რომ სუსხიან ამინდში უფრო დიდი შანსია, გოგონა ჩაისახოს, ხოლო სიცხეში - ბიჭი. ესეც მითია. სხვაგვარად რუსეთში მამაკაცებს ქალები ასჯერ გადააჭარბებდნენ - აქ საკმაოდ გრძელი ზამთარი იცის.

შუა საუკუნეების ევროპაში მამაკაცს, რომელიც ძეზე ოცნებობდა, სასიყვარულო აქტის დროს ცული უნდა მოემარჯვებინა და ცოლის თავთან მიეტანა შეძახილით: ”შობე ბიჭი!” თუ საცოდავ ქალს ამ მომენტში შიშისგან გული არ გაუსკდებოდა, მოსალოდნელი იყო ვაჟის დაბადება. ისტორია დუმს იმის შესახებ, რა ემართებოდათ იმ ქალებს, რომლებზეც ეს მითური მეთოდი არ გაჭრიდა...

უფრო უმართლებდათ ქალიშვილების მოლოდინში მყოფ იგივე შუა საუკუნეების ქალებს - გოგონას ჩასახვისთვის საჭირო იყო, სქესობრივი აქტის დროს შლაპა ხურებოდათ და მოესმინათ სასიყვარულო სიტყვები.

თანამედროვე მითები
მსგავსი თანამედროვე მითებიც მრავლად არსებობს. მაშ ასე, თუ გინდათ, რომ ბიჭი გეყოლოთ, სქესობრივი აქტით უნდა დაკავდეთ კენტი თვის ლუწ რიცხვებში (და პირიქით) და მხოლოდ ღამით, მთვარის შუქზე (სავსე მთვარე ამ საქმისთვის არ გამოდგება!). ამასთან, აუცილებელია, გამოაღოთ სარკმელი, თუნდაც გარეთ 20 გრადუსი ყინვა იყოს, თავთან კი აუცილებლად უნდა დაიდოთ რომელიმე მამაკაცური ატრიბუტი - ლუდის ქილა ან ტელევიზორის პულტი.

სხვათა შორის, ბიჭის გასაჩენად ასევე აუცილებელია, რომ ქმარს იმაზე მეტად უყვარდეს ცოლი, ვიდრე ცოლს უყვარს ის. სხვა შემთხვევაში ძის დაბადებას ნუ ელოდებით.

აი, გოგონას ჩასახვისთვის სახალხო მედიცინისა და ჩხიბვის ”განსწავლული” ექსპერტები გვირჩევენ: ჩასახვა უნდა დაიგეგმოს მხოლოდ კენტ რიცხვებში და მხოლოდ სიცოცხლის კენტ წლებში. სიყვარულის აქტს უნდა მიეცეთ მხოლოდ დღისით და მხოლოდ წვიმიან ამინდში. ამასთან, უნდა იყოს ან ახალი, ან სავსე მთვარე.

კიდევ ერთი მითი - ოთახი, სადაც სიყვარულით დაკავდებით, აუცილებლად ვარდისფრად უნდა იყოს შეღებილი, ბალიში ვარდისფერივე ლენტით მორთული, მჭიდროდ უნდა იყოს ჩარაზული ყველა სარკმელი და ფანჯარა, ჰაერი კი ოთახში არომატული სუნამოთი უნდა იყოს გაჯერებული - თუ ჩახუთულობითა და სუნამოს მძაფრი სურნელით თავი არ აგტკივდათ და ყველაფრის სურვილი არ დაგეკარგათ, გოგონას დაბადება გარანტირებული გექნებათ. გარდა ამისა, აქტის დროს ქმარმა არ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა, ყველა აქტივობა ცოლზეა.

არსებობს კიდევ ერთი მეთოდი - სისხლის განახლება. ამის შესახებ ბევრი დაწერილა, მაგრამ ამ მეთოდის შემქმნელებს, როგორც ჩანს, ანატომიისა და ფიზიოლოგიის სრულიად არ მცოდნეთ, გადაწყვიტეს, რომ მამაკაცის სისხლი უნდა ახლდებოდეს 4 წელიწადში ერთხელ, ხოლო ქალის - 3-ში. ვისი შედეგიც მეტი იქნება - მას უფრო ”ახალი სისხლი” აქვს და უპირატესიც მისი სქესი ხდება.

ამ მეთოდის შემქმნელებს, ალბათ, დაავიწყდათ, რომ ერითროციტის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - მხოლოდ 180 დღეა (გინდ ქალის, გინდ კაცის - სისხლი ორივე სქესს ერთნაირად ეცვლება).

ბავშვის სქესის დაგეგმვის დასაბუთებული სამეცნიერო მეთოდი

თუ თქვენ ჯერ კიდევ გახსოვთ სასკოლო ბიოლოგიის კურსი, ესე იგი, კარგად იცით, რა არის X და Y ქრომოსომები. სქესი განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ უჯრედების შეერთების დროს - ამასთან, სქესობრივი ინფორმაციის მატარებლად ითვლება მამა. ასე რომ, ყველა პრეტენზია ბავშვის არასასურველ სქესთან დაკავშირებით - მხოლოდ მამებს ეკუთვნით. ყველა კვერცხუჯრედი შეიცავს მხოლოდ X-ქრომოსომას, სპერმა კი - X-ისა და Y-ის ნაწილებს.

თუ ჩასახვის დროს კვერცხუჯრედში მოხვდა X-ქრომოსომა, მაშინ გამოვა XX, ანუ გოგონა. თუ ჩასახვის დროს კვერცხუჯრედში მოხვდა Y, მაშინ გამოვა XY, ანუ ბიჭი. შესაძლებელია თუ არა იმაზე ზემოქმედება, რომელი სპერმა მოხვდება კვერცხუჯრედში? არსებობს მეთოდები, რომლებიც ადამიანის ფიზიოლოგიას ეფუძნება, თუმცა ვერც ის იძლევა 100%-იან შედეგს.

ერთ-ერთი საკმაოდ ეფექტური მეთოდია - ოვულაციის პერიოდის გამოთვლა. მეთოდის საფუძველში დევს - X და Y ქრომოსომების მატარებელი სპერმატოზოიდების ფიზიოლოგიური თავისებურება და თვისებები. ქალის ქრომოსომა მამაკაცისაზე მძიმეა. ამიტომაც ბიჭუნა-სპერმები გოგონა-სპერმებზე უფრო მოქნილები არიან. სამაგიეროდ, გოგონას ქრომოსომა უფრო სიცოცხლისუნარიანია, განსაკუთრებით, საშოს აგრესიულ გარემოში.

განაყოფიერება შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ოვულაცია - საკვერცხიდან თუ გამოვიდა კვერცხუჯრედი. თუ თქვენ სასიყვარულო აქტი გქონდათ ოვულაციამდე რამდენიმე დღით ადრე - მაშინ დიდი შანსი გაქვთ, გეყოლოთ გოგონა. სავარაუდოა, რომ დედიკოს სასქესო გზებში სიცოცხლე შეინარჩუნეს მხოლოდ სიცოცხლისუნარიანმა და ზანტად მოძრავმა გოგონა-სპერმატოზოიდებმა. თუ სასიყვარულო აქტი ოვულაციის მეორე დღეს ან ზუსტად იმ დღეს მოხდა - ბიჭი გეყოლებათ. სწრაფი ბიჭი-სპერმატოზოიდები უცებ გაირბენენ მილებს და გაანაყოფიერებენ კვერცხუჯრედს.

გარდა ამისა, ოვულაციის დროს საშოში იცვლება გარემო, ანუ pH: ოვულაციამდე 2-3 დღით ადრე ის მჟავა-ტუტოვანია, Y-ქრომოსომები უფრო მგრძნობიარეები არიან მჟავის მიმართ, ვიდრე X-ები. ოვულაციის დღეს კი მჟავიანობა კლებულობს და ”ბიჭები” თავს უკეთ გრძნობენ და აქტიურად ასრულებენ თავიანთ მისიას.

იმისათვის, რომ ეს მეთოდი გამოიყენოთ, უნდა გქონდეთ სტაბილური მენსტრუალური ციკლი და რამდენიმე ციკლის პერიოდში იზომოთ ბაზური ტემპერატურა (უკანა ტანიდან) ან გამოიყენოთ ოვულაციის განმსაზღვრელი ექსპრეს-ტესტი. ოვულაციის დადგომის მონაცემებზე დაყრდნობით 70-80%-იანი შანსია, წინასწარ განსაზღვროთ ბავშვის სქესი.

მეცნიერები იმასაც ამტკიცებენ, რომ ბავშვის სქესს წყვილის სექსუალური აქტივობაც განსაზღვრავს - თუ გინდათ გეყოლოთ გოგონა, იშვიათი კონტაქტი უნდა გქონდეთ, რადგან სქესობრივი აქტისგან თავის შეკავება ფორას აძლევს ”გოგონა” ქრომოსომებს, ისინი გროვდებიან. და თუ მოიწყობთ თაფლობის თვეს და სიყვარულით ხშირად დაკავდებით - დიდი შანსია, ვაჟის მშობლები გახდეთ.



 


მიმაგრება:
ნანახია: 968 | დაამატა: happy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელ ბრაუზერს იყენებთ?
სულ პასუხი: 123