თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 15 » როგორ გააუპატიურა რომან პოლანსკიმ მოზარდი გოგონა, მალე წიგნი მოგვითხრობს
03:35
როგორ გააუპატიურა რომან პოლანსკიმ მოზარდი გოგონა, მალე წიგნი მოგვითხრობს

ქალი სახელად სამანტა გეიმერი, რომელიც 13 წლის ასაკში ოსკაროსანმა რეჟისორმა გააუპატიურა, ამ ისტორიაზე წიგნს წერს.

მსხვერპლი ამტკიცებს, რომ ამას შურისძიების მიზნით არ აკეთებს, უბრალოდ ცდილობს, საკუთარი თავი სხვა ამპლუაში წარმოაჩინოს და გათავისუფლდეს ძველი საშინელების აჩრდილისგან.

სამანტას წიგნი სახელწოდებით The Girl: Emerging from the Shadow of Roman Polanski (”რომან პოლანსკის აჩრდილიდან გამოსული გოგონა”) დღის სინათლეს 2013 წელს იხილავს.

”ახლა ჩემს ისტორიას სიბრაზის გარეშე მოვყვები, მაგრამ იმ მიზნით, რომ გავამხილო დეტალები, რითიც ჩემი პიროვნება წარმოჩინდება. აღარ მინდა, ვიყო ”გოგონა - სექსუალური მსხვერპლი”, - ამბობს გეიმერი.

”ამ წიგნის მეშვეობით გაქრება ბევრი აჩრდილი იმ წლებიდან, ის ბევრ იმ კითხვაზე გასცემს პასუხს, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელი რჩებოდა”, - განაცხადა გამომცემლის წარმომადგენელმა.

როგორც ცნობილია, 1977 წელს რომან პოლანსკის მოდელი გოგონას გაუპატიურების გამო ბრალდება წარუდგინეს. რეჟისორი იმისათვის, რომ ციხე აიცილებინა თავიდან, აშშ-დან საფრანგეთში გადაიხვეწა.

სკანდალი 2009 წელს კვლავ აგორდა. მაშინ პოლანსკი ციურიხში ჩასვლისთანავე დააპატიმრეს. 2010 წელს შვეიცარიის მთავრობამ გადაწყვიტა, შეერთებული შტატებისთვის არ გადაეცა რეჟისორი.

ერთ-ერთ ინტერვიუში მეტრმა განაცხადა, რომ მთელი ეს წლები განიცდიდა იმას, რომ გოგონა ნარკოტიკებით გაჭყიპა და მასთან სექსი ჰქონდა. რეჟისორმა ერთ-ერთი თავისი დოკუმენტური ფილმით სამანტას ბოდიშიც მოუხადა.



 


მიმაგრება:
ნანახია: 1044 | დაამატა: happy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რა კატეგორიის საიტზე შედიხართ ყველაზე ხშირად?
სულ პასუხი: 124