თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 11 » როგორ შევარჩიოთ ჯინსი
19:06
როგორ შევარჩიოთ ჯინსი

თავის დროზე ჯინსი სამუშაო ტანსაცმელი იყო. იგი სწორედ ამ მიზნით შეიქმნა და წარმატებითაც იყენებდნენ, მაგრამ მალე მან მოდური სამოსის ადგილი დაიმკვიდრა როგორც ქალის, ისე მამაკაცის ყოველდღიურ გარდერობში. ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ქალის ჯინსები უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე მამაკაცისა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის: მამაკაცის ჯინსების სამოდელო ხაზი საკმაოდ ფართოა და ძლიერი სქესის თითოეულ წარმომადგენელს შეუძლია, თავისი აღნაგობისა და სტილის შესატყვისი მოდელი შეარჩიოს.

ვარჩევთ თარგს
მამაკაცისთვის სამოსის შერჩევისას, ცხადია, დაზღვეულები ვართ იმ სირთულეებისგან, რაც ქალის გარდერობის შერჩევისას იჩენს თავს: მამაკაცს სხეულის ქვედა ნაწილში სიმრგვალეები არ გააჩნია, ამიტომ მისი ჯინსის თარგი უნდა შევარჩიოთ აღნაგობის, სიმაღლის და, რასაკვირველია, სტილის გათვალისწინებით, რომელშიც ჰარმონიულად უნდა ჯდებოდეს სიახლე. ახალგაზრდებისთვის არჩევანი უფრო ფართოა: შეიძლება ფართო შარვლებიც დიდი დაკერებული ჯიბეებით და ტანზე მომდგარი, ვიწრო მოდელებიც. მოწიფულ მამაკაცებს, რომლებიც სადა, პრაქტიკულ იმიჯს ამჯობინებენ, შეეფერებათ სწორი ჯინსი დეკორატიული დეტალების გარეშე. მაღალი და გამხდარი მამაკაცებისთვის რეკომენდებულია ჯინსები, რომლებიც ტანზე მჭიდროდ არ არის მომდგარი და ხაზს არ უსვამს აღნაგობის თავისებურებებს. ოპტიმალური ვარიანტია სწორი, თავისუფალი მოდელი, რომელიც არც მოტმასნილია და არ ფართხუნებს. თუ მამაკაცს ბრტყელი მენჯები და საჯდომი აქვს, ყურადღება უნდა შევაჩეროთ მოდელზე, რომელსაც აქვს დაკერებული ჯიბეები ან განსაკუთრებული თარგი თეძოს მიდამოში. მაგალითად, ურიგო არ იქნება თეძოებზე ოდნავ ფართო ჯინსი, რომელიც ქვევით თანდათანობით დავიწროვდება. მეტისმეტად გამხდარ მამაკაცს დაბალწელიანი მოდელი მოუხდება. პატარა ღიპი სადა თარგს, სადა ფერს და წელის დაბალ ხაზს მოითხოვს. ტანზე მომდგარი მოდელი ტანსრულ მამაკაცს, რასაკვირველია, არ შეეფერება. ფიგურას მოხდენილს ვერც ტომრისებური მოდელი გამოაჩენს. თვალში საცემი არ უნდა იყოს კონტრასტი წვივებსა და თეძოებს შორის, ამიტომ ერიდეთ მუხლს ქვემოთ მომდგარ ან გაშლილ შარვლებს.

მხატვრული ჩანაფიქრი
ცხადია, ყველა მამაკაცი თავად ირჩევს მისთვის მისაღებ სტილს, მაგრამ მაინც არ იქნება ურიგო იმის ცოდნა, როგორ მოვახდინოთ ლავირება აქტუალური ტრენდების ფარგლებში. როგორც ყოველთვის, კონკურსგარეშეა კლასიკა - ლურჯი სწორი ჯინსი. ოდნავ უფრო ბაცი ან მუქი მოდელები უხდება მკაცრ პიჯაკს და საშუალებას მოგვცემს, შესანიშნავი საოფისე კომპლექტი შევქმნათ. ღია ფერის ვარიანტები ასევე ჰარმონიულად ეხამება პერანგებს, მაისურებსა და პიჯაკებს, მაგრამ ამგვარი კომპლექტი საოფისედ არ გამოგადგებათ. დახეული და გახეხილი ჯინსი მამაკაცს საშუალებას მისცემს, გაახალისოს და გაამრავალფეროვნოს თავისი ყოველდღიური გარდერობი, მაგრამ უკეთესია, არჩეული მოდელი თამამთან ერთად აქტუალურიც იყოს. ახალ კოლექციებში უპირატესობა ენიჭება ოდნავ შესამჩნევ ნახვრეტებს და მსუბუქ ნაცვეთს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თანამედროვე დიზაინერები უფრო მეტად მიილტვიან სიფაქიზისკენ. ფერთა გამისთვის დამახასიათებელია ლაკონიურობა და ბაცი ტონები - ხაკისფერი, ლითონისფერი რუხი და მუქი ლურჯი, რომლებიც ძალიან უხდება ნებისმიერ მამაკაცს, განურჩევლად აღნაგობისა.



 


მიმაგრება:
ნანახია: 1013 | დაამატა: happy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელ ბრაუზერს იყენებთ?
სულ პასუხი: 123