თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 23 » როგორ უნდა ვკვებოთ გონება
23:14
როგორ უნდა ვკვებოთ გონება

რა არის ჭკუა, ზუსტად ჯერ კიდევ არავინ იცის. სამაგიეროდ, დანამდვილებით იციან, რომ ეს "რაღაც" თავის ტვინის უჯრედებში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების შედეგია.

მათთვის საჭიროა ნივთიერებათა მთელი მასა - ენერგიის საკმარისი რაოდენობიდან და ჟანგბადიდან დაწყებული, ქრომის უმნიშვნელო რაოდენობით დამთავრებული.

ადამიანს საკვების გარეშე ერთ თვეზე მეტი შეუძლია გაძლოს. გონებას კი, სრული დატვირთვით რომ იმუშაოს, მუდმივი კვება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტვინის უჯრედები სათანადოდ ვეღარ მოგემსახურებიან. თუ გონებრივი სამუშაო გაქვს, თავის დროზე ჭამა არ დაგავიწყდეს.

პრაქტიკული რჩევები

დღეში არანაკლებ ოთხჯერ, უმჯობესია, ექვსჯერ ჭამო.

თუ მანქანას ატარებ, აუცილებლად ისაუზმე. შიმშილის გრძნობამ შეიძლება ყურადღების მოდუნება და აგრეთვე, უეცარი თავბრუსხვევა გამოიწვიოს.

ეცადე, არ დაარღვიო საკვების მიღების ჩვეული დრო და შიმშილით თავი არ გაიწვალო. ტვინის არაადეკვატური მუშაობის შედეგების გამოსწორება ყოველთვის უფრო ძნელია, ვიდრე მათი თავიდან აცილება.

ჩანთაში ყოველთვის იქონიე ვაშლი ან ორცხობილა, რომ საცობში მოხვედრისას წაიხემსო.

რა ვჭამოთ?

ადამიანის ენერგიის წყაროდ, პრაქტიკულად, ნებისმიერი ორგანული საკვები გამოდგება. თუმცა ტვინის უჯრედები უპირატესობას ანიჭებს გლუკოზას, რომლის ძირითადი წყარო ნახშირწყლებია.

ამის გამო ქათმის მკერდის თეთრმა ხორცმა შეიძლება შენი ტვინი საერთოდ მშიერი დატოვოს. რა თქმა უნდა, ორგანიზმი ბარბაროსი არ არის, მაძღარი კუჭით ტვინის უჯრედები შიმშილით რომ დატანჯოს.

აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია აამოქმედოს ბიოქიმიური რეაქციები, რომლებიც ქათმის ხორცსა და გემრიელ ცხიმს გლუკოზის საკმარის რაოდენობად გარდაქმნის.
ტვინის მაქსიმალური მუშაობისათვის ნახშირწყლებით იკვებე.

პრაქტიკული რჩევები

სამუშაო მაგიდაზე ყოველთვის გქონდეს ჩირი. მას შეუძლია ტვინს სწრაფად მიაწოდოს გლუკოზის საჭირო რაოდენობა. ამ მხრივ ის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჩვეულებრივი შაქარი ან კანფეტი.

ყოველთვის შეგიძლია ჩირით დაამთავრო სადილი, თუ ის ნაკლებ ნახშირწყლებს შეიცავს.


თავს წინააღმდეგობას ნუ გაუწევ, თუ უცებ გული ტკბილს მოგთხოვს. სავსებით შესაძლებელია, რომ შენს ტვინს დამატებითი ენერგია სასწრაფოდ ესაჭიროება.

ჭამე ხილი. მასში ბევრი ნახშირწყალი და, ამავე დროს, ცოტა კალორიებია.

რა ვჭამოთ?

ნახშირწყლები სხვადასხვაგვარია. მარტივი - ეს, პრაქტიკულად, ყველაფერია, რაც მავნეა: შაქარი, კანფეტები, ნაყინი, ფქვილის ნაწარმი, შემწვარი და სხვა გემრიელი საკვები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი, პრაქტიკულად, ერთ მთლიან გლუკოზას წარმოადგენს, ტვინისათვის ეს საკვები "შაქარი" არ არის.

დასაწყისში გლუკოზა ბევრია და ორგანიზმი მათ გადასამუშავებლად შეცდომით ინსულინის მთელ ძალას გამოყოფს. სრულებით სხვა საქმეა რთული ნახშირწყლები; ესენია: ფაფები, პური, მაკარონი, ბოსტნეული, პარკოსნები... მოკლედ, ყველაფერი, რაც საჭმელად ვარგისია. კუჭში მოხვედრისას ისინი მაშინვე გლუკოზად არ გარდაიქმნება. ეს ნელი და ეტაპობრივი პროცესია.

გონება რომ კარგ სამუშაო ფორმაში იყოს, დღეში არანაკლებ 1,5 ლ წყალი დალიე.

პრაქტიკული რჩევები

ბევრი გაზიანი წყალი ისეთ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს ტვინის უჯრედების უფრო მეტად გაუწყლოებას. ის მინერალური წყლებით შეცვალე.

დალიე ახალგამოწურული წვენები. ისინი მშვენივრად კლავს წყურვილს, კვებავს ტვინის უჯრედებს და აუცილებელ ვიტამინებსა და მიკროელემენტებს შეიცავს.



 


მიმაგრება:
კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1511 | დაამატა: happy | ტეგები: როგორ უნდა ვკვებოთ გონება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელ ოპერაციულ სისტემას იყენებთ ?
სულ პასუხი: 132