თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 23 » რომელი ვიტამინი გჭირდებათ?
22:54
რომელი ვიტამინი გჭირდებათ?

დიეტოლოგებმა შეიმუშავეს ტესტები, რომელთა დახმარებით გაარკვევთ, თქვენს ორგანიზმს რომელი ვიტამინი და მინერალი ესაჭიროება. ვინც ხშირად ცივდება, C ვიტამინი უნდა მიიღოს. თუ კბილის მინანქარი გიფუჭდებათ, ე.ი. ორგანიზმს კალციუმი აკლია. ვიტამინების ნაკლებობის ნიშანი ბევრია. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს.

თავბრუსხვევა და ყურებში ხმაურის შეგრძნება

B3 და E ვიტამინების, აგრეთვე, მანგანუმისა და კალიუმის ნაკლებობის მაჩვენებელია. ასეთი სიმპტომების დროს ნიგოზი, მწვანე ბოსტნეული, ჭარხალი, ბარდა, კვერცხის გული და ციტრუსები უნდა მიიღოთ.

მხედველობის პრობლემები

თუ სიბნელეში ცუდად ხედავთ, გაწუხებთ თვალის ხშირი ანთება, ქუთუთოების გაწითლება, ქავილის შეგრძნება, ჯიბლიბო, ე.ი. ორგანიზმს A და B2 ვიტამინები აკლია. დანაკლისის შესავსებად რაციონში თევზი, ღვიძლი, კვერცხის გული, ბოსტნეული, რძე და ყველი ჩართეთ.

უფერული, მტვრევადი, ნაადრევად გათეთრებული თმა

განპირობებულია B კომპლექსისა და F ვიტამინების, აგრეთვე, იოდის დეფიციტით. თმას ჯანმრთელობა და სილამაზე რომ დაუბრუნდეს, საჭიროა რაციონში რეგულარულად ჩართოთ ამ ვიტამინებით მდიდარი ზღვის პროდუქტები, იოდიზებული (უკეთესია ზღვის) მარილი და ჭამის დროს ვიტამინი F მიიღოთ.

თმის ცვენა

B ჯგუფისა და C, H ვიტამინების, აგრეთვე, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული. ფოლიუმის მჟავა დიდი რაოდენობითაა მწვანე ბოსტნეულსა და ღვიძლში. ვიტამინი H ბევრია ნიგოზში, საქონლის ღვიძლსა და თირკმელში, ბრინჯსა და ლუდის საფუარში.

სახეზე ფერიმჭამელები და წითელი ლაქები

B და A ვიტამინის ნაკლებობის ნიშანია. გააფართოეთ რაციონი. ხშირად ჩართეთ თევზი, ღვიძლი, ნაღების კარაქი, მწვანე და ყვითელი ბოსტნეული, ქიშმიში და სხვა მშრალი ხილი, ლუდის საფუარი.

ისარგებლეთ შემოდგომის სიუხვით, მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული და "მოიმარაგეთ" ვიტამინები.



 


მიმაგრება:
კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1100 | დაამატა: happy | ტეგები: რომელი ვიტამინი გჭირდებათ? | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელ ბრაუზერს იყენებთ?
სულ პასუხი: 123