თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 9 » საინტერესო ფაქტები
14:46
საინტერესო ფაქტები

1) მობილური ტელეფონის მფლობელთა 13% ტელეფონს არასასურველი ურთიერთობების თავიდან
ასაცილებლად იყენებს. უბრალოდ თავს ისე აჩვენებს, თითქოს ტელეფონზე ლაპარაკობს.

2) ბოლო 10 წელიწადში ათმა ქვეყანამ (არგენტინა, ბელგია, ესპანეთი, ისლანდია, კანადა,
ნორვეგია, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, შვედეთი, ჰოლანდია) კანონიერად
ცნო ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინება.

3) 2005 წელს ამერიკაში ცეცხლსასროლი იარაღით 12000 ადამიანი მოკლეს, ხოლო 2006 წელს
კვლავ ამერიკაში დაახლოებით 53000 ადამიანი დაჭრეს

4) ფულის ინფლაციის შედეგების თავიდან ასაცილებლად 2008 წლის აგვისტოში ზიმბაბვეში
ბანკნოტებს 10 ნული ჩამოაშორეს. შედეგად 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ბანკნოტი
ერთ ზიმბაბვურ დოლარს გაუტოლდა

5) 1970-2005 წლებში თევზების, ამფიბიების, ქვეწარმავლების, ფრინველებისა და ძუძუმწოვრების
სახეობათა 25% გადაშენდა

6) 2008 წლის მონაცემებით, აშშ-ში ავიარეისების 30 პროცენტი 15 წუთზე მეტს აგვიანებს

7) ისინი, ვინც ტელევიზორს დღეში 6 საათს ან მეტს უყურებენ, 4,8 წლით ნაკლებს ცოცხლობენ,
ვიდრე ისინი, ვინც საერთოდ არ უყურებენ ტელევიზორს. ეს ნიშნავს, რომ ტელევიზორის წინ
გატარებული ყოველი 1 საათი ცხოვრების 22 წუთის სიცოცხლეს გვაკარგვინებს
(ამიტომ იუმორისტულ გადაცემებს უყურეთ ხოლმე და დაკარგულ სიცოცხლის დროს
აინაზღაურებთ )

8) გერმანიაში იმ ქალების 90%-ს, რომელთა ჯერ არდაბადებულ შვილებს დაუნის სინდრომი
დაუდგინეს, ურჩევნიათ, აბორტი გაიკეთონ

9) რამდენს იტევს ფეისბუქი? - ავსტრიაში მცოვრები ერთი სტუდენტი 3 წელი ფეისბუქით
სარგებლობდა. მას აინტერესებდა, თუ რამდენი დაგროვდა მასზე ამ დროის განმავლობაში.
ამიტომ მოითხოვა მის მიერ შეტანილი ინფორნაციული მონაცემები და მიიღო დისკი,
რომელიც შეიცავდა 1222 გცერდიან მონაცემებს. ყველაფერი, ყველა მესიჯი, ყოველი
საუბარი, მეგობრებზე საიდუმლო ინფორმაცია და ისიც კი, რაც მისი აზრით განადგურებული
უნდა ყოფილიყო, ამ დისკზე იყო. (ნამდვილი ამბავია)

10) ანტიკორუფციული ორგანიზაციის, "საერთაშორისო გამჭირვალობის", მიერ გამოქვეყნებული
2011 წლის "კორუფციის აღქმის ინდექსის" თანახმად, კორუფციის დონე 183 ქვეყანაში 10 ბალიანი
სისტემით შეფასდა (0-ყველაზე მაღალი, 10-ყველაზე დაბალი). აღმოჩნდა, რომ მათგან ნახევარზე
მეტი 5 ბალზე ნაკლებით შეფასდა

11) საქართველოში ბოლო ათ წელიწადში განქორწინებათა რიცხვი გაორმაგდა. განქორწინებულთა
უმეტესობა 20 წელს ქვემოთაა.

12) ტყის ხანძრების მხოლოდ 4% ხდება შემთხვევით, დანარჩენი ადამიანის "ნახელავია"



 


მიმაგრება:
კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1040 | დაამატა: happy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რა კატეგორიის საიტზე შედიხართ ყველაზე ხშირად?
სულ პასუხი: 124