თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 20 » საყვარლის განუხორციელებელი სატელეფონო ზარი ცოლთან
11:05
საყვარლის განუხორციელებელი სატელეფონო ზარი ცოლთან

გამარჯობა. როგორც იქნა, გავბედე და დაგირეკე! გახსოვს, რამდენჯერ აგიკრიფავს ჩემი ნომერი გრძელი ზამთრის ღამეებში? იმდენჯერ, რომ შენი ნომრის შავ სიაში შეტანა მომიწია.
კარგია, რომ ნომერიც დასამახსოვრებელი გაქვს - თითქმის ისეთივე, როგორიც მას. საინტერესოა, რისი კითხვა გინდოდა ჩემთვის? ვინ წერდა "მიყვარხარ. შენთან მინდა. მენატრები"? იქ არ მოხვდნენ, ხომ აგიხსნეს უკვე ბევრჯერ!

რა საჭირო იყო ამდენი დროის ფუჭად კარგვა იმის გასარკვევად, ვინ არ მოხვდა იქ? ძალიან ჯიუტი ხარ, ვიცი... მხოლოდ შენნაირ ჯიუტს შეუძლია წინა ღამის ჩხუბის შემდეგ დილით სამზარეულოში დიდი საბჭოთა ენციკლოპედიით შევიდეს იმისთვის, რომ ქმარს დაუმტკიცოს, წუხელ ის მართალი არ იყო.

რატომ გირეკავ? ვერ მოვითმინე, არ გამემხილა... შენ იმდენი რამ არ იცი. შენ არ იცი, რამდენად ძვირფას ადამიანთან ცხოვრობ. შენ ხომ ბოლო 10 წელია, მას იმპოტენტად თვლი, ასე არ არის? ახლაც კი, როცა ის ცდილობს დაიპყროს შენი დიდებული 100-კილოგრამიანი სხეული 160 სმ სიმაღლეზე, შენ არაფრით უმსუბუქებ ამოცანას და ისევ გაუთავებლად ჩხუბობ ძილის წინ.

მას კი ამის კეთება, დამიჯერე, საათობით შეუძლია. ის - ერთადერთი მამაკაცია, რომელსაც არ აქვს კომპლექსები, მასთან შესაძლებელია ყველაფრის გაკეთება და მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი შენთან. როგორ მინდა, ოდესმე გაიგო, რომ ლურსმნებს მიკროსკოპით აჭედებ...

რატომ აკრიტიკებ ყოველ მის სიტყვას და მანიაკალურად არჩევ მის ყველა მონათხრობს პუნქტების მიხედვით? რა საჭიროა გამუდმებით იმის შეხსენება, რომ ინსტიტუტში შენ წარმატებული სტუდენტი იყავი, ის კი ძლივს ხურავდა კურსს?

რატომ უბურღავ გამუდმებით ტვინს, რომ ცოტა შემოსავალი აქვს? მე, რა თქმა უნდა, ამ ამბავში ძალიან გაფუჭებული ვარ, მაგრამ გულწრფელად მჯერა, რომ ქალი, რომელსაც ცხოვრებაში არ უმუშავია, უფლება არ აქვს ამის თქმის.

წადი და იმუშავე, ბავშვები უკვე გაიზარდნენ. ააა, გამახსენდა, შენ ხომ არაფრის კეთება არ იცი? მაშინ იჯექი სახლში და ილოცე, რომ ქმარი არ გაგექცეს. რადგან მისი წასვლა შენთვის დამღუპველი იქნება. შენ არ შეგიძლია საკუთარი თავის რჩენა, აღარ ხარ ახალგაზრდა და არც ლამაზი. როგორ შეგიძლია, ამდენ ხანს და ასე მონდომებით ხერხო ის ტოტი, რომელზეც ასე მსუბუქად იჯექი ამდენი ხნის განმავლობაში და საკუთარ თავს არაფერზე უარს არ ეუბნებოდი?

მაგრამ ჩემთვის ყველაზე საოცარი მაინც ის არის, რომ მას უყვარხარ და გიფრთხილდება. ეს მაინც იცი? ჩვენი 3-წლიანი ურთიერთობის მანძილზე იმდენჯერ შეეცადა ჩემ გაწრთვნას... მიხეთქებდა ყურმილს, კვირობით იკარგებოდა, სკანდალებს მიწყობდა. მე კი შეშინებული ვუთმობდი და ფეხქვეშ ვეგებოდი.

ბოლოს და ბოლოს, ზუსტად ისეთი გავხდი, როგორიც მას უნდოდა, რომ ვენახე. თბილი, დამჯერი და მორჩილი. სხვა საქმეა, რომ მე უბრალოდ ეს ყველაფერი მომბეზრდა, მაგრამ მაინც.. მან მე თავის თავისთვის შემქმნა, შენ კი - არა. არც უცდია.

მაგრამ 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, მას ერთხელ მაინც რომ მოენდომებინა გაეთამაშებინა სპექტაკლი სახელწოდებით "განქორწინება", შენ ყველაფერს გააანალიზებდი და მიხვდებოდი, რას კარგავდი.

დაიკლებდი წონაში, გაიხსენებდი, რომ არსებობენ კოსმეტოლოგები და პარიკმახერები, დაფიქრდებოდი და მიხვდებოდი, რომ კურორტები-მანქანები-ქურქები-ბრილიანტები მხოლოდ მისგან გქონდა, და რა მნიშვნელობა აქვს, თუ კურორტები არც ისეთი შორი იყო, ბრილიანტები კი არც ისეთი დიდი, როგორც შენ გინდოდა რომ ყოფილიყო?

მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია. და იცი რატომ? მას შენ უყვარხარ. შენ და არა მე. რადგან მათ, ვინც უყვართ, სულიერად არ ტეხავენ. როგორც მე ეს უსამართლოდ მეჩვენებოდა ოდესღაც... შემდეგ კი მივხვდი, რომ ეს სწორია. საყვარელი - დროებითი სიამოვნებაა, ცოლი კი - მისი ცხოვრების ნაწილი და სამუდამოდ.

და რომ დაგეკლო წონაში 70 კილოგრამამდე მაინც, გეცადა, გამუდმებით არ გემტკიცებინა, რომ ის შენზე სულელია და ცოტათი მეტად თბილი ყოფილიყავი მის მიმართ, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა,. არც მისი მოულოდნელი მივლინებები და არც გაუთავებელი თათბირები გვიანობამდე სამსახურში.

ის ხომ გარეული ტახი არ არის? ის შინაურია, კეთილი და თბილი. და ამასთან, ძალიან მაგარი საყვარელი, სათუთი, გულუხვი, მხიარული და ჭკვიანი. და ეს ყველაფერი - შენია, გაიგე? რა სამწუხაროა, რომ ასეთი ბრმა ხარ და ვერ ხედავ ამ ყველაფერს...

და კიდევ... რა სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს ვერ ისმენ.

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ მე არავინ, არასოდეს არ დამირეკავს ამ ტექსტით. არადა, მე შენს ადგილას სულ სხვა თვალით შევხედავდი და სათანადოდ დავაფასებდი ჩემს ძვირფას მეორე ნახევარს...



 


მიმაგრება:
ნანახია: 873 | დაამატა: happy | ტეგები: საყვარლის განუხორციელებელი სატელეფო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელ ბრაუზერს იყენებთ?
სულ პასუხი: 123