თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 24 » საზამთროს მურაბა
15:51
საზამთროს მურაბა

მასალა:

1 კგ. საზამთროს გაფრცქვნილი და დაჭრილი ქერქი
1,5 კგ. შაქარი
3 ჩ/ჭ წყალი
1,5 ჩ/კ სოდა
ვანილი გემოვნებით
საზამთროს სეზონია და ყოველ ჩვენგანს სახლში საზამთროს უამრავი ნარჩენი უგროვდება. რატომ უნდა გადაყაროთ საზამთროს ქერქები, როდესაც მისგან უგემრიელესი მურაბის მოხარშვა შეიძლება და როდესაც მისის დამზადება ასეთი ეკონომიურია?!…


საზამთროს ქერქის მომზადება:
საზამთროს ქერქს (ქერქი უნდა იყოს სქელი) მოვათალოთ მწვანე გარეთა გარსი და დავჭრათ მართკუთხედებად. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დაჭრათ სხვა და პირველი ეტაპი:
ჭიქანახევარ ცხელ წყალში გავხსნათ სოდა; ცალკე ქვაბში ჩავასხათ 5 ჭიქა ცივი წყალი, დავასხათ სოდიანი წყალი და ჩავყაროთ საზამთროს დაჭრილი ქერქი. ქვაბს დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ ოთხი საათის განმავლობაში. ოთხი საათის შემდეგ ქვაბი გადავწუროთ და საზამთრო (ქერქები) დიდხანს ვრეცხოთ გამდინარე წყალში.


მეორე ეტქპი:
ქვაბში ან ტაშტში, სადაც შემდეგ მურაბას მოვხარშავთ, ჩავასხათ 3 ჭიქა ადუღებული წყალი, ჩავაყაროთ 700 გრამი შაქარი და მოვადუღოთ სიროფი. სიროფში ჩავყაროთ გამზადებული საზამთრო და ვადუღოთ15-20 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ასე გავაჩეროთ ერთი დღე.


მესამე ეტაპი:
მეორე დღეს კვლავ დავდგათ ცეცხლზე, დავაყაროთ დარჩენილი 800 გრამი შაქარი, ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება. ცეცხლიდან გადმოდგმის დროს ჩავაყაროთ ვანილი.
შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ საზამთროს მურაბის მოხარშვა შრომატევადია, მაგრამ მე სულაც არ ვიტყოდი ასე. პირიქით, მგონია, რომ ეს ყველაფერი ძალიან მარტივი და სასიამოვნო გასაკეთებელია, რადგან კულინარია ხელოვნებაა და ის ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევის საშუალებას გვაძლევს.

ვიმედოვნებ, რომ თქვენც გემრიელი ხრაშუნა მურაბა გამოგივათ! ))
სხვა ფიგურებადაც/ფორმებადაც. საზამთროს ქერქის თითოეული ნაჭერი დავჩხვლიტოთ ჩანგლით.



 


მიმაგრება:
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 2062 | დაამატა: happy | ტეგები: საზამთროს მურაბა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელ ოპერაციულ სისტემას იყენებთ ?
სულ პასუხი: 132