თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 16 » სექსი ღალატის შემდეგ
20:38
სექსი ღალატის შემდეგ

როგორც უნდა იმშვიდებდეს ქალი თავს, რომ ფიზიკური ღალატი არც ისე მძიმეა მორალურ ღალატთან შედარებით, იმის დავიწყება, რომ მამაკაცმა სხვა ქალთან უღალატა, ძალიან ძნელია...

თუ გადაწყვეტთ პატიებას და ურთიერთობის შენარჩუნებას, არ ღირს ყოველ წუთს მამაკაცისთვის ამ დანაშაულის შეხსენება. ყოველი ამგვარი ქმედება ხელს შეუშლის თქვენს დაახლოებას.

• ნუ დაწვრილმანდებით. რაც უნდა გტანჯავდეთ ფიქრი იმის შესახებ, თუ რითი გჯობდათ მეტოქე, თავი შეიკავეთ გამოკითხვისგან. გინდათ კი მცირე დეტალების ცოდნა? წარმოიდგინეთ: გიყვებათ მეუღლე დეტალებში და აღიარებს, თუ სად და როგორ გიღალატათ, როგორ შეძლო ღალატის ობიექტმა მისი მოხიბვლა... დაფიქრდით, ამ მონაყოლის შემდეგ ხომ ყოველი სიახლოვის დროს ყველაფერი თვალწინ წარმოგიდგებათ.

• უმჯობესია, თქვენი ყურადღება ნდობის აღდგენაზე გადაიტანოთ. ცხადია, მნიშვნელოვანია გაარკვიოთ ღალატის მიზეზი, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე უბრალოდ ერთმანეთის მობეზრება და ერთფეროვნება მამაკაცსა და ქალს შორის ხანგრძლივი ურთიერთობის დროს.

• მაგრამ საკუთარ ოცნებებსა და დაუკმაყოფილებელ სურვილებს მამაკაცი მხოლოდ მაშინ გაგანდობთ, თუ დაინახავს, რომ გულწრფელად გინდათ მისი გაგება და მხარში ამოდგომა.

• დააფასეთ ის, რაც თქვენ შორის იყო. ნამდვილად მოიძებნება თქვენს ურთიერთობაში ისეთი რამ, რისთვისაც ღირს პატიება. ხშირად იფიქრეთ, რამდენი არაჩვეულებრივი დღეები გაგიტარებიათ ერთად.

დაიწყეთ ცხოვრება ახალი ფურცლიდან!

იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენთან შეხვედრამდე მეუღლეს ურთიერთობები ჰქონდა სხვა ქალებთან, მაგრამ არჩევანი მაინც თქვენზე შეაჩერა.

• ნუ აჩქარდებით. შეეცადეთ ხელახლა გაიაროთ ინტიმური ურთიერთობების გზა: დაწყებული ამბორით და ნაზი შეხებით, დამთავრებული სექსით.

• ნუ ეტყვით მამაკაცს უარს, არამედ მიეცით საშუალება, კვლავ მოიპოვოს თქვენი ნდობა. მაგრამ, ამავდროულად, მაშინვე ნუ ეცდებით თავი "სექს-ბომბად" მოაჩვენოთ მარტო იმიტომ, რომ მამაკაცმა თავისი საქციელი ინანოს. თუ ის დაბრუნდა და პატიება გთხოვათ, ესე იგი, მზად არის, თქვენს სტრესიდან გამოსვლასაც დაელოდოს.

• თანაც, "სასიყვარულო თავგადასავლის" შემდეგ თავშეკავება მისთვისაც სასარგებლო იქნება. დაე, გაერკვეს საკუთარ გრძნობებში და მიგანიშნოთ, რომ დიალოგისთვის მზად არის.

• დაბოლოს! დაიმახსოვრეთ: თქვენ გამარჯვებული ხართ და არა წაგებული! თქვენი სიახლოვე მისთვის ძვირფასი საჩუქარია და სამომავლო ნდობის საწინდარი.

არსებობთ მხოლოდ თქვენ, თქვენი საყვარელი მამაკაცი და ვნება!!!



 


მიმაგრება:
კატეგორია: +18 ინტიმი | ნანახია: 1582 | დაამატა: happy | ტეგები: სექსი ღალატის შემდეგ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელია საუკეთესო ანტივირუსი?
სულ პასუხი: 233