თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 17 » სეზონის ყველაზე მდიდრული და კომფორტული ავტომობილი ქალბატონებისთვის (+ფოტო)
21:12
სეზონის ყველაზე მდიდრული და კომფორტული ავტომობილი ქალბატონებისთვის (+ფოტო)

"სტილის ღმერთის" სტატუსი ამ ავტომ ნიუ იორკის Fashion Week-ზე გამართულ Mercedes-Benz-ის მიერ ახალი მარკის პრეზენტაციაზე მოიპოვა. კამპანია მოდის ინდუსტრიის ყველა წესით გაიმართა: მასში მონაწილეობდა მსოფლიოს ცნობილი ტოპ-მოდელი ლარა სტოუნი, მისი ავტორი გახლდათ სახელგანთქმული ფოტოგრაფი ალექს პრაგერი, ჩვენების ადგილი - ლოს-ანჯელესის პეიზაჟები და ჰიჩკოკის ფილმებისეული სიუჟეტი.

"სპორტული და მსუბუქი" - სწორედ ასე იშიფრება აბრევიატურა SL - Sportlich und Leicht და ახალი მოდელი აბსოლუტურად ამართლებს სახელწოდებას. ახალი, მეექვსე თაობის მოდელის კორპუსი, პრაქტიკულად, მთლიანად ალუმინისგან არის შექმნილი - მსგავსი ტექნოლოგიები ავიამშენებლობაში გამოიყენება. შედეგად SL, მიუხედავად გაზრდილი გაბარიტებისა, თავის წინამორბედზე ბევრად მსუბუქი გახდა (110 კილოგრამით). წარმოიდგინეთ, რომ მანქანიდან გადმოვიდა მძიმეწონიანი მოკრივე, რომელსაც სულ თან დაატარებდით.

გარდა სხვა მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებისა, SL-ის გონიერ საფირმო სისტემას, სახელწოდებით Pre-Safe Brake, დაჯახების რისკის შემთხვევაში შეუძლია, თავად აამოქმედოს მუხრუჭი და შეაჩეროს მანქანა. მეტიც: SL-ს შეუძლია, დაიცვას უსაფრთხო დისტანცია წინ მოსიარულე ავტომობილის მიმართ და დამოუკიდებლად გააჩეროს.

ძლიერი ძრავისა და წონის შემცირების ხარჯზე ახალი SL კიდევ უფრო სწრაფია, ვიდრე მისი წინამორბედი და მიუხედავად ამისა, ბევრად ნაკლებს წვავს.

კლასი, სტილი, მაქსიმალური კომფორტი და ფუფუნება - აი, რა არის ახალი Mercedes-Benz SL.



 


მიმაგრება:
ნანახია: 903 | დაამატა: happy | ტეგები: სეზონის ყველაზე მდიდრული და კომფორტ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელ ბრაუზერს იყენებთ?
სულ პასუხი: 123