თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 23 » სურდოს დროს ციტრუსებს უნდა მოვერიდოთ?
22:50
სურდოს დროს ციტრუსებს უნდა მოვერიდოთ?

დაიწყო გაციების სეზონი - სველი ცხვირსახოცები, ჩახლეჩილი ხმა და გაჭედილი ცხვირი. არ არსებობს ადამიანი, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც სურდო არ შეყრია.
მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ადამიანს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის მკურნალობის საკუთარი მეთოდი აქვს და, როგორც წესი, სიცხის დამწევი საშუალებებითა და ანტიბიოტიკებით იწყებს, როგორც უნდა გაგიკვირდეთ, მკურნალობა დიეტით უნდა დაიწყოთ.

ეს იმიტომ, რომ საკვებს, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ერთი განსაკუთრებული თვისებაც აქვს - ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და ამაღლებს ორგანიზმის დამცველ ძალებს. შეეცადეთ, გაციების დროს პატარ-პატარა ულუფებით იკვებოთ და უპირატესობა თხევად საკვებს მიანიჭოთ.

ნებისმიერი სახის ფაფეული, კისელი და ვეგეტარიანული სუპი გაციებული ადამიანისათვის ყველაზე მისაღებია. შემწვარი, ცხარე, მლაშე, მჟავე საკვები კიდევ უფრო აღიზიანებს ისედაც ანთებით ლორწოვანს და სასუნთქი გზების შესიებას იწვევს.

ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ პროდუქტების კვებით ღირებულებასაც, რომელთაც ავადმყოფობის დროს მიირთმევთ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გაციება შემოდგომა-ზამთრის დაავადებაა, თქვენი რაციონი გაჯერებული უნდა იყოს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. გაციებული ორგანიზმისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

რასაკვირველია, ყველაზე ბევრი "ცოცხალი" ვიტამინი ახალ ხილსა და ბოსტნეულშია. თუმცა ყველა ხილისა და ბოსტნეულის ჩართვა გაციებულის რაციონში არ შეიძლება. ეს ეხება, მაგალითად, ციტრუსებს - ლიმონს, ფორთოხალს, გრეიპფრუტს - რომლებიც ისედაც გაღიზიანებულ ლორწოვანს კიდევ უფრო გააღიზიანებს.

სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ ბანანსაც, რადგან ის ძნელად გადამუშავდება და ორგანიზმს დამატებითი შრომა უწევს. თავი არც ყურძნით გაინებივროთ, რომელიც, პრაქტიკულად, მხოლოდ გლუკოზისაგან შედგება. ეს უკანასკნელი კი არაჩვეულებრივი ნიადაგია ბაქტერიების გამრავლებისთვის, რომლებსაც ტკბილი ადგილსამყოფელი ძალიან უყვართ.

რაც შეეხება სტაფილოს, კომბოსტოს, კარტოფილს, ჭარხალსა და სხვებს, მართალია, ნოემბერში ისინი კვებითი ღირებულების მქონე ნივთიერებების უმრავლესობას უკვე მოკლებულია, მაგრამ მათ მიღებას მაინც გირჩევთ.

ჩანაცვლება შეგიძლიათ გაყინული ბოსტნეულით, რომელიც მთლიანად ინარჩუნებს გემოს, ფერს და, რაც მთავარია, მკვებავ თვისებებს. შეგიძლიათ ისინი მოხარშოთ და წვენი მიირთვათ. გვერდი არ აუაროთ ნიორსა და ხახვს - ეს ბუნებრივი ანტიბიოტიკები მცირე რაოდენობით ყოველთვის და­უმატეთ.

გაციებულმა ადამიანმა დიდი რაოდენობით სითხე უნდა მიიღოს, დღეში არანაკლებ 2,5 ლიტრისა. ის არა მარტო ანოტივებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანს, არამედ მშვენივრად ჩამორეცხავს ავადმყოფობის გამომწვევ მიკროორგანიზმებს.

მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სითხე ტუტოვანი ან ნეიტრალური PH-ის მქონე იყოს, რადგან მჟავე გარემო მიკრობების გამრავლებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ უარი თქვით გაზიან სასმელზე, ციტრუსებისა და ანანასის ტკბილ წვენებზე.

უმჯობესია, ჩვეულებრივი სასმელი წყალი ან ჩაი სვათ. აფთიაქებში გამოჩნდა სპეციალურად გაციების დროს დასალევი ჩაი (ჟოლოს ფოთლების, სალბის, ძირტკბილას, ვირისტერფას). კარგია კაკაო, სამკურნალო მცენარეების ნაყენის მიღება (განსაკუთრებით, სამყურას ნაყენი ცოტა თაფლით), კენკროვანთა ნექტრების სმა. გასათვალისწინებელია მიღებული სითხის ტემპერატურაც.

მაგალითად, თუ გაციების შემთხვევაში ყელიც გტკივათ, არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ ტკივილის გაყუჩებას ცხელი, მდუღარე სითხით. უმჯობესია, თბილი დალიოთ.

თუ სურდო გაქვთ და გაციებთ, მაშინ თამამად შეგიძლიათ ცხელი ჩაი, კაკაო და მისთანები მიირთვათ.

ასე რომ, გაითვალისწინეთ ეს პატარა რჩევები და გამოჯანმრთელების პროცესიც არ დააყოვნებს.



 


მიმაგრება:
ნანახია: 1309 | დაამატა: happy | ტეგები: სურდოს დროს ციტრუსებს უნდა მოვერიდო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელ ბრაუზერს იყენებთ?
სულ პასუხი: 123