თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 16 » თინა კანდელაკის ბლოგი სააკაშვილის, მისი მოტრფიალე ჟურნალისტებისა და შალვა რამიშვილის შესახებ
20:13
თინა კანდელაკის ბლოგი სააკაშვილის, მისი მოტრფიალე ჟურნალისტებისა და შალვა რამიშვილის შესახებ

ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკიც გამოეხმაურა. მის გროტესკულ ბლოგს მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ.
ბოლო დღეებია, გაოცებული ვარ რუსული ინტელიგენციიდან სააკაშვილის მოტრფიალეთა მოკრძალებული გულისწყვეტით. ბევრი განაწყენდა, როცა ნახა, რა ხდება ქართულ ციხეებში. აქამდე მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, ქართველი პრეზიდენტის თეთრ მანტიას ლაქებიც თუ ექნებოდა.

რუსი ”თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლები” აღფრთოვანებულები იყვნენ სტუმართმოყვარე მასპინძლის გალანტურობითა და გულუხვობით, რომელმაც სიმღერ-სიმღერით და ცეკვა-თამაშით გარდაქმნა მთელი საქართველო. თავგადაკლულ ანტიპუტინელთა შორის კარგ ტონად ითვლებოდა ახალგაზრდა, დემოკრატიული ლიდერის მაგალითად მოყვანა. ეს მან დაამარცხა კორუფცია, გაატარა წარმატებული რეფორმები პოლიციაში და გააკეთა ბევრი ისეთი რამ, რასთანაც, მისი თაყვანისმცემლების აზრით, აქ ჩვენ ვერასოდეს მივალთ.

დიახ, მე ვამბობდი, რომ ამ რეფორმების ფასი სულ სხვაა, ვიდრე მოსკოვიდან ჩანს. არ მიჯერებდნენ. მე ხომ კრემლი იმაში მიხდის, რომ სააკაშვილი ვაძაგო. იქ კი ყველაფერი მშვენივრად არის. ჩადიხარ: შემინული ჯიხურები, კეთილგანწყობილი პოლიციელები, ქრთამს არ იღებენ და სააკაშვილს აქებენ. სწორედ ამ დროს კი ზოგიერთ ციხეში პატიმრებს სცემენ და აუპატიურებენ. ოი, რა ცუდად გამოვიდა. იქნებ ისიც კი, რასაც მე ვამბობდი - სიმართლეა?

რეალურად საქართველო განვითარებით არც ისე შორს წავიდა რუსეთისგან, როგორც ეს ჰგონიათ ჟურნალისტებს, რომლებიც იშვიათად გამოდიან ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორნებიდან. დიახ, ვამბობ, მათ ჩვეულებრივი კორუფციის დამარცხება შეძლეს, მაგრამ ელიტური, მილიონიანი დარჩა და უწინდელზე მეტად გაიფურჩქნა.

მშენებლობები არ ჩერდება - ან სახელმწიფოს ბიუჯეტით, ან სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენების ფულით. ფირმები, რომლებიც ასეთ ტენდერებში იმარჯვებენ, რატომღაც მთავრობის ფინანსურ პარტიებში ფიგურირებენ.

სააკაშვილს უყვარს საუბარი ბიზნესისა და ტურიზმის განვითარებაზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ ხდება ეს მასთან. 2006 წელს რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილ მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტთან, სასტუმროს აშენება მოუნდათ, მაგრამ ჯერარაშენებული სასტუმროს ფანჯრებიდან ხედს ხელს უშლიდა საცხოვრებელი სახლი. გადაწყვიტეს, დაენგრიათ.

პოლიციელები, ფაქტობრივად, სახლებიდან ყრიდნენ მცხოვრებლებს. მთავრობა მოსახლეობას შეჰპირდა, რომ ახალ სახლებს აუშენებდნენ, მაგრამ დღემდე არაფერი მიუციათ. ფულადი კომპენსაცია ბინების საყიდლად მცხოვრებლებს არ ეყოთ, სასტუმრო კი ჯერ კიდევ არ აშენებულა.

მინიმუმ 10 ასეთი ცარიელი ან დაუმთავრებელი შენობის ნახვაა დღეს შესაძლებელი რუსთაველის ქუჩაზე. რომელ ბიზნესზეა საუბარი, თუ მისი მართვის წესები რეგულარულად იცვლება? თუ შესაძლებელია იმ კანონის შემოღება, რომელიც პოლიტიკური კონკურენტის ბანკს გაანადგურებს, მიზნის მიღწევის შემდეგ კი ამ კანონს გააუქმებს?

რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი ყოველწლიურად საპროცესო განაჩენებზე მოდის. ფაქტობრივად, ეს კორუფციის დაკანონებული ფორმაა: თუ შენ დამნაშავე ხარ, ორი ვარიანტი გაქვს - ან ციხეში ჩაჯდე, ან გადაიხადო. და ადამიანები იხდიან. მათ იციან, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით 100 000 მოსახლეზე პირველ (!) ადგილს იკავებს ევროპაში და მეოთხეს მსოფლიოში, თუმცა ჯერ კიდევ 2003 წელს 59-ე ადგილზე იყო. შედარებისთვის - ”სისხლიანი” რუსეთი ამ რეიტინგში უფრო დაბლა - მე-6 ადგილზეა.

2 მილიონი ქართველი სიღარიბის ზღვარზეა. საქართველოში ძალიან მაღალია უმუშევრობის ზღვარი - 35%-ს უახლოვდება.

მედიის თავისუფლებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. 26 მაისის დემონსტრაციაზე სპეცრაზმმა ბევრი ჩემი კოლეგა-ჟურნალისტი სცემა. არსებობს მტკიცებულებები გადაღებული ვიდეოზე, მაგრამ საქმე არც აღძრულა. სრულიად საქართველოს მედია პრეზიდენტის კონტროლის ქვეშ იმყოფება, თავისუფალ ჟურნალისტებს კი რამდენიმე წლით ციხეში იმისათვის სვამენ, რომ ისინი კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ საქმეს.

არაჩვეულებრივი ჟურნალისტი შალვა რამიშვილი მხოლოდ იმიტომ გამოამწყვდიეს გისოსებს მიღმა 4 წლით და გამომძალველობაში დასდეს ბრალი, რომ ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებდა. ის სტრასბურგამდე მივიდა და საქმე მოიგო. დღეს ის თავისუფალია და კვლავ შეუძლია სიმართლის თქმა.

სად არიან ახლა ფანატიკოსები, რომლებიც აღფრთოვანებით წერდნენ ფერად ფურცლებზე სააკაშვილის შესახებ? ქსენია სოკოლოვა საქართველოში სტუმრობის შემდეგ ერთი თვე გონს ვერ მოდიოდა და ირგვლივ აღფრთოვანებას აფრქვევდა. შესანიშნავი პრეზიდენტი, ჩვენსას კი არ ჰგავს; უბრალო, კონტაქტური, თავისუფლად მოსეირნე ქუჩებში ჟურნალისტებთან ერთად. თითქმის დაცვის გარეშე. ან რისი ეშინია?

სტუმრებს მართლაც არაფრის, მაგრამ ქართველებს უკვე დიდი ხანია, აქვთ შიში. პოლიცია საქართველოში - სააკაშვილის პირადი არმიაა, რომლის ძალაუფლება უსაზღვროა. ის ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს. მას და მხოლოდ მას უჭირავს ხელში ქვეყნის მართვის ინსტიტუტი.

მხოლოდ ასე - ძალისმიერი მეთოდებით - შესაძლებელია ამაყი ხალხის დამორჩილება. წიხლებითა და ძალადობით. ეს მათ გაუშვეს 7 ნოემბერს გაზი და ხელკეტებით სცემეს დემონსტრანტები. ეს მათ ჰყავთ დაშინებული ხალხი. ეს ისინი იცავენ სააკაშვილის რეჟიმს და ყოველდღე აძლიერებენ მის მიმართ სიძულვილს. ოდესღაც ეს ძალიან დიდი იქნება, იმდენად დიდი, რომ ვერანაირი ხელკეტი ვერ დაიცავს, რადგან ბუმერანგი ყოველთვის უკან ბრუნდება.

საქართველოს დღეს ახალი პრეზიდენტი სჭირდება. სააკაშვილმა თავისი პოლიტიკით ქვეყანა მოვალედ აქცია და ახლა შეუძლია მხოლოდ ამერიკას დაემორჩილოს. თბილისში ბევრი მას ამერიკის მონასაც უწოდებს. ნებისმიერი სხვა, ვინც მთავრობაში მოვა და საქართველოს პრეზიდენტი გახდება, ივაჭრებს როგორც ამერიკასთან, ასევე რუსეთთან, რადგან მას მოუწევს აირჩიოს მაქსიმალურად ეფექტური პარტნიორი ქვეყნისთვის და არა საკუთარი ძალაუფლებისთვის.

P.S. ჩემი ინფორმაციით, რუსეთთან მოლაპარაკებებზე მოსკოვში საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ჩამოფრინდა. ვნახოთ, რით დამთავრდება შეხვედრა.



 


მიმაგრება:
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1315 | დაამატა: happy | ტეგები: თინა კანდელაკის ბლოგი სააკაშვილის, მისი მოტრფიალე ჟურნალისტებისა და შა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელია საუკეთესო ანტივირუსი?
სულ პასუხი: 233