თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 10 » zogi ra ubeduria:D
15:35
zogi ra ubeduria:D

"შინ გვიან დაბრუნებულმა კაკომ ცოლს აცნობა, მეზობელი ბავშვის ნათლობას იხდისო... გულზე შემოეყარა მარიკას და ქმარს შესჩივლა - სად მაქვს ახლა მე გადასაგდები 50 ლარიო? მარიკა დიდი წუწურაქი ქალია, მართალია, ბევრი ფულის ბატონ-პატრონობით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ რომც ჰქონდეს, ტყუილია, ერთ კაპიკს ვერ გააგდებინებ ხელიდან. საჭმელს მოიკლებს და სხვას მისცემს, ტანზე გაიხდის და სხვას ჩააცმევს, მაგრამ ფულს ცოცხალი თავით არავის მისცემს და არც გაასესხებს. ამჯერად კი ვერაფერს გახდა და სულ ხელის კანკალით მისცა მეზობელს საჩუქრად 50 ლარი და ფულს უკანასკნელად შეავლო თვალი, სწორედ მაშინ მოუვიდა თავში იდეალური აზრი.

მეორე დღეს სახლში განაცხადა, ჩემს ბიჭს ქორწილი უნდა გადავუხადოო... გაგიჟდა ქმარი, - რას ბოდავ, ქალო, 7 თვეა, მოყვანილი გყავს რძალი, ფეხმძიმედაა უკვე, თავის დროზე არ გადაგიხდია და ახლა რამ გადაგრიაო? ამ ფაქტმა კაკო კი არა, ყველა ძალიან გააკვირვა, მაგრამ ვირზე შემჯდარ მარიკასთან ვერაფერს გახდნენ... აქეთ ეცა მარიკა, იქით ეცა და ფული ისესხა. ქორწილისთვის მზადებას შეუდგნენ და დღეც დათქვეს. ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე კაკოს ნათესავი დაეღუპა და ცოლს სთხოვა, - გადავდოთ ქორწილი, თორემ არავინ მოვაო. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა მარიკამ, - ჭირი მომჭამონ, ეგენი თუ არ მოვლენო და არაფრის დიდებით არ გადათქვა. ქორწილში 5 ოჯახი არ მივიდა საპატიო მიზეზთა გამო - საერთო ნათესავი დაეღუპათ, ვის ექორწილებოდა და ექეიფებოდა? სამაგიეროდ, მეზობლებმა კარგა ბლომად მოიყარეს თავი, კარგადაც მოილხინეს, მარიკაც არხეინად იყო ამდენი ხალხის შემყურე, მაგრამ ქორწილის დასასრულს და აღებული ფულის დათვლის შემდეგ ნირი საბოლოოდ წაუხდა და ჯერ თავის ქმარ-შვილს დააყარა წყევლა-ქოქოლა, - თქვენი ბრალია ყველაფერი, თქვენი "ჩატირებული" საქმე ეშმაკს მიიღბალს მისდგა და ასე უეცრად ქორწილის გადახდის მიზეზიც მაშინ გამჟღავნდა... - მე ხომ ბედი არაფერში მაქვს, მზიამ რომ ნათლობა გადაიხადა, აშენდა, იმდენი ფული დარჩა, მე კი აქეთ გადავვარდი ვალშიო და კარგა ხანს ვერ მოინელა თავისი უგუნური ნაბიჯით მიღებული დანაკლისი".



 


მიმაგრება:
ნანახია: 910 | დაამატა: happy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელია საუკეთესო ანტივირუსი?
სულ პასუხი: 233