თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 10 » გაზიანი სასმელები ნივთიერებათა ცვლაზე რადიკალურ გავლენას ახდენს
22:40
გაზიანი სასმელები ნივთიერებათა ცვლაზე რადიკალურ გავლენას ახდენს

გაზიანი სასმელები ნივთიერებათა ცვლაზე რადიკალურ გავლენას ახდენს
მეცნიერთა თქმით, ნივთიერებათა ცვლაზე გაზიანი სასმლის უარყოფითი გავლენა სულ ერთ თვეში ხდება თვალსაჩინო. დიდი ხანია ცნობილია, რომ გაზიანი სასმელი სიმსუქნის განვითარებას უწყობს ხელს, მაგრამ არავის ეგონა, რომ ამგვარი ეფექტი ასე მალე მიიღწეოდა. ამ მოკლე ხანში ორგანიზმის მეტაბოლიზმი გადაეწყობა და ენერგიას ცხიმის ნაცვლად შაქრიდან იღებს, ცხიმის წვა კი ფერხდება. აქედან გამომდინარე, მკვლევრები დაბეჯითებით გვირჩევენ ტკბილ გაზიან სასმელებზე უარის თქმას.
ქოლესტერინის საწინააღმდეგო პრეპარატმა ასთმით დაავადებულებს იმედი ჩაუსახა
მისისიპის უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ასთმით დაავადებულები, რომლებიც ინჰალაციურ კორტიკოსტეროიდებთან ერთად ქოლესტერინის დამწევ სტატინებსაც იღებენ, სამედიცინო დახმარებისთვის ორჯერ იშვიათად მიმართავენ ექიმს. მისისიპის უნივერსიტეტში მკვლევრებმა შეისწავლეს 479 პაციენტი, რომლებიც სტატინებსა და ინჰალაციურ კორტიკოსტეროიდებს ერთდროულად იღებდნენ და 958 პაციენტი, რომლებიც მხოლოდ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობდნენ. პირველ ჯგუფში ასთმით გამოწვეული, სულ მცირე, ერთი ჰოსპიტალიზაცია ანამნეზში პაციენტთა 4 პროცენტზე ნაკლებს აღმოაჩნდა, ხოლო მეორეში - 6 პროცენტზე მეტს; გადაუდებელი დახმარების მაჩვენებლები, შესაბამისად, 4.18 და 9.08 პროცენტს გაუტოლდა. მეცნიერები, როგორც თავად ამბობენ, ელოდნენ ასეთ შედეგს, ვინაიდან სტატინებს ანტიანთებითი მოქმედება ახასიათებს, ასთმა კი ანთებითი მდგომარეობაა. ამ დამოკიდებულებას ექსპერიმენტის შედეგებიც ადასტურებს. იმავდროულად, მედიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ასთმიანი ავადმყოფებისთვის სტატინების ხანგრძლივი გამოყენება სარისკოა - შესაძლოა, არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს, ამიტომ პრეპარატის მიღება ექიმის მეთვალყურეობით უნდა მიმდინარეობდეს.

ტესტოსტერონის მაღალი დონე სიმსივნური დაავადებების რისკს ზრდის
სისხლში ტესტოსტერონის სიჭარბე პროსტატისა და ფილტვის კიბოს რისკს ზრდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დანამატები, რომლებიც ჰორმონულ დონეზე მოქმედებს და რომლებსაც მამაკაცები კუნთოვანი მასის გასაზრდელად იყენებენ, ორგანიზმისთვის საზიანოა. ამ საკითხის შესასწავლად მკვლევრებმა 70-80 წლის მამაკაცების მონაცემები გააანალიზეს. ზოგიერთი მათგანი კიბოთი იყო ავად. მათ სისხლში თავისუფალი ტესტოსტერონის კონცენტრაცია ლიტრზე 290 პიკომოლს შეადგენდა. ჯანმრთელი მამაკაცისთვის ეს მაჩვენებელი საშუალოდ 277 პიკომოლია. განსაკუთრებით აშკარა აღმოჩნდა კავშირი ჰორმონებსა და ფილტვის კიბოს შორის - ამ შემთხვევაში თავისუფალი ტესტოსტერონის კონცენტრაცია ლიტრზე 317 პიკომოლს აღწევდა. გამოკვლევის ხელმძღვანელი, დასავლეთ ავსტრალიის სამედიცინო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი ზოე ჰაიდი, აღნიშნავს, რომ ფილტვის კიბოს განვითარების მექანიზმი ქალებსა და მამაკაცებში სხვადასხვაგვარია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თამბაქო მაღლა სწევს ტესტოსტერონის დონეს. მეცნიერს მიაჩნია, რომ ჰორმონული თერაპია ხანგრძლივ დაკვირვებას მოითხოვს.



 


მიმაგრება:
ნანახია: 1064 | დაამატა: happy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელ ოპერაციულ სისტემას იყენებთ ?
სულ პასუხი: 132