3 კვერცხი და 2 ჭიქა შაქარი კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ 150 გრამი კარაქი, ქილა მაწონი და 1 ჩაის კოვზი სოდა. გააგრძელეთ თქვეფა და ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი იმდენი, რომ სქელი არაჟნის მსგავსი მასა გამოვიდეს.
მეორე ეტაპი:
ცომის მასის ნახევარი დაასხით ღუმელის ლანგარზე (ჟარონაზე), მჭიდროდ დაალაგეთ კურკაგამოცლილი ალუბლები და შემდეგ ზემოდან დაასხით დარჩენილი ცომის მასა.
მესამე ეტაპი:
გამოაცხვეთ 250° ტემპერატურაზე და დაახლოებით ნახევარ საათში ალუბლის ნამცხვარი მზად იქნება. გამოცხობის შემდეგ შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ შაქრის პუდრა.
თავადაც მიხვდებოდით, რომ ალუბლის ნამცხვრის მომზადება ძალიან მარტივია და რამდენად მარტივიცაა მისი მომზადება, იმდენად გემრიელი გამოდის. ამით იმისი თქმა მინდოდა, რომ გენიალობასთან სულ ახლოსაა-მეთქი. და რაც მთავარია, ალუბლის ნამცხვრის შენახვა, გრილ ადგილას, შესაძლებელია ერთი კვირის განმავლობაში. დროის გასვლასთან ერთად, ნამცხვარი უფრო გემრიელი ხდება.