თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » სექტემბერი » 7 » როგორ მზადდება ვებ-გვერდი?
13:14
როგორ მზადდება ვებ-გვერდი?

ვებგვერდები სპეციალური პროგრამული ენის HTML – ის საშუალებით მზადდება.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი სხვა ტექნოლოგიაც არსებობს, საბოლოო ჯამში, ინტერნეტში ყველაფერი მაინც HTML-მდე დადის. მაგალითად, როდესაც ვინმე ბლოგს არეგისტრირებს, ბლოგის შექმნის სერვისი მომხმარებელისათვის HTML კოდებს აგენერირებს. ინტერნეტ ბროუზერებიც სხვა არაფერია თუ არა HTML კოდის წამკითხველი პროგრამები, ანუ Internet Explorer, Firefox, Opera, Chrome და ა.შ. HTML კოდის წამკითხველი პროგრამებია. პროგრამისტები HTML კოდის საშუალებით აწყობენ ვებგვერდებს, შემდეგ კი ბროუზერები კითხულობენ ამ კოდეს და ადამიანისთვის გასაგებ ფორმაში ახდენენ HTML-ის
ვიზუალიზაციას.


მარტივი ვებგვერდის შექმნა

ამისთვის ჩვენ არ დაგვჭირდება ვებგვერდის შესაქმნელი რთული პროგრამები, მარტივი Notepad-იც საკმარისია

1. გახსენით Notepad-ი: Start > Programs > Accessories > Notepad



2. ნოუთფადის ჩაწერეთ შემდეგი კოდი:

<html>

<body>

Hello GeoCybers.com

</body>

</html>







3. შემდეგ აირჩიეთ: File > Save As.



ჩაწერეთ ფაილის სახელი, მაგალითად: geocybers. ბოლოში დასვით წერტილი. წერტილის შემდეგ დაწერეთ html. ფაილის სახელი ესე უნდა გამოიყურებოდეს: geocybers.html

და ჩაიწერეთ ფაილი.  
თქვენი ვებგვერდი მზად არის. ახლა თუკი ორჯერ დააჭერთ მაუსით ფაილს იგი ბროუზერში გაიხსნება, ბროუზერის ფანჯარაში კი მხოლოდ ამ წარწერას იხილავთ: Hello GeoCybers.com





<body> და <html> პროგრამული ენის კოდეია. ამიტომ ისინი არ ვიზუალიზირდება.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი გვერდის კოდი ნახოთ. რა თქმა უნდა, ის გაცილებით რთული და მრავალფეროვანი იქნება, ვიდრე ზემოთ მოტანილი კოდი:




1. Firefox: Web Developer > View Page Source

2. Google Chrome: Tools > View Source

3. Internet Explorer: View > Source



 


მიმაგრება:
კატეგორია: ვებ მასტერებს | ნანახია: 20672 | დაამატა: amiko | ტეგები: როგორ მზადდება ვებ-გვერდი? | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 Fortpravamip  
0
Помощь в оформлении водительских прав

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელ ოპერაციულ სისტემას იყენებთ ?
სულ პასუხი: 133