თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | კონტაქტი skype: amiko19981

გაერთე ჩვენთან ერთად!

საიტის მენიუ
კატეგორიები
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 11 » როგორ უნდა მოუაროს მამაკაცმა გარეგნობას
19:08
როგორ უნდა მოუაროს მამაკაცმა გარეგნობას

ადრე მამაკაცის კანის მოვლის საშუალებებად მხოლოდ საპონი და გაპარსვამდე თუ გაპარსვის შემდეგ სახმარი კრემი მიიჩნეოდა. უკანასკნელ ხანს მამაკაცის კანის მოვლის საშუალებების მთელი ინდუსტრია შეიქმნა. ახლა მათ შეიძლება მივაკუთვნოთ როგორც ზემოთ ნახსენები პარსვისთვის განკუთვნილი კრემები და ქაფები, ასევე სხვადასხვა დამცავი პრეპარატი, სხეულის ცალკეული უბნის მოვლის საშუალებები, სპეციალური ლაქი ფრჩხილებისთვის, ბალზამი ტუჩებისთვის და სხვა.

ზოგადად, მამაკაცის კანი მნიშვნელოვნად განსხვავდება ქალის კანისგან. ის უფრო მკვრივი და ელასტიკურია, უფრო მეტი ცხიმოვანი ჯირკვალი და თმის ფოლიკული აქვს. ის მეტად მგრძნობიარეა, რაც ხშირი პარსვით არის განპირობებული. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მამაკაცისა და ქალის კანის მოვლის წესები არსებითად უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან და, შესაბამისად, მოვლის საშუალებებიც სხვადასხვანაირი უნდა იყოს. მამაკაცის სახის ყოველდღიური მოვლის ყველაზე მარტივი საშუალება უბრალო დაბანაა. მამაკაცების უმრავლესობა ამ მხრივ კანს უვლის, მაგრამ როგორ? თავისთავად ცხადია, საპნითა და წყლით, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, როგორი ტიპის კანი აქვს მამაკაცს. მაგალითად:

ნორმალური კანი უნდა დაიბანოთ ჩვეულებრივი წყლით, დილას და საღამოს;
ცხიმიანი კანი სასურველია დაიბანოთ ცივი წყლით, ასევე დღეში ორჯერ;
მშრალი კანი უნდა დაიბანოთ მხოლოდ ცივი წყლით და მხოლოდ დილაობით.

დღეს ბაზარზე უამრავი დასაბანი საშუალებაა წარმოდგენილი: საპნის კრემი, დასაბანი ქაფი, დასაბანი გელი. თითოეულ მათგანს აქვს როგორც ღირსება, ასევე ნაკლიც, მაგრამ ყველაზე უვნებელი დასაბანი გელია. გაითვალისწინეთ, რომ დასაბანი საშუალების არჩევისას თქვენი კანის ტიპით უნდა იხელმძღვანელოთ. სულ უფრო პოპულარული ხდება სახის სხვადასხვა კრემი: დამატენიანებელი, მკვებავი, აღმდგენი, თვალის ირგვლივ გამოსაყენებელი. ყოველ მათგანს სხვადასხვა თვისებები ახასიათებს. მაგალითად: დამატენიანებელი კრემი აღადგენს კანში სითხის ბალანსს, მკვებავი კანს ვიტამინებით ავსებს, აღმდგენი ასევე კვებავს და აახალგაზრდავებს კანს, ხოლო თვალის ირგვლივ გამოსაყენებელი კრემი, უსიტყვოდაც ნათელია, რისთვის და როგორ უნდა გამოიყენოთ. აუცილებლად უნდა დავუთმოთ ყურადღება შხაპისთვის განკუთვნილ სხვადასხვა გელს. ისიც კანის სხვადასხვა ტიპს შეესაბამება. თითოეულ გელს განსხვავებული ფუნქცია აქვს. ალბათ ყველა მამაკაცს აქვს დეზოდორანტი. ადრე იგი, უბრალოდ, უსიამოვნო სუნისგან თავდაცვის საშუალება იყო. ახლა მის შემადგენლობაში შედის სპეციალური ნივთიერებები, რომლებიც კანის მოვლის ფუნქციასაც ასრულებს. ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანები პირველ რიგში გარეგნულ სახეს აქცევენ ყურადღებას. გოგონებიც ლამაზ, მოვლილ მამაკაცებზე აკეთებენ აქცენტს.

როგორ გავხდეთ საპირისპირო სქესისთვის მიმზიდველი?
დავიწყოთ სახით: ძალიან ნუ მოუშვებთ წვერს და შეეცადეთ, ხშირად გაიპარსოთ. ცხადია, წვერი მოხდენილი ჩანს, თუ ის პროპორციულადაა წამოზრდილი. ზოგს ბღუჯა-ბღუჯა ეზრდება, რაც ძალიან ულამაზოა. გაპარსვის შემდეგ, კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ პარსვის შემდეგ სახმარი კრემი ან ლოსიონი. ყურადღებით მოეკიდეთ ვარცხნილობას. თმა თვეში ერთხელ მაინც შეისწორეთ. ხშირად დაიბანეთ თავი, რათა თმამ მომატებული ცხიმიანობის გამო პრიალი არ დაიწყოს. ღიმილი მომხიბვლელობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, ამიტომ ხშირად გაიხეხეთ კბილები, მით უმეტეს, თუ ეწევით, თუმცა უმჯობესია, სულაც დაანებოთ თავი სიგარეტს. თუ კბილები ქათქათა თეთრი არ გაქვთ, კონსულტაციისთვის სტომატოლოგს ეწვიეთ. ეფექტიანად და ლაზათიანად რომ გამოიყურებოდეთ, სპორტდარბაზში ჩაეწერეთ. სწორად დაგეგმილი და შესრულებული ვარჯიში შედეგს 2-3 თვეში გამოიღებს. თუ ღიპი გაქვთ და მის მოსაშორებლად ვარჯიშობთ, სხვა კუნთებსაც მიაქციეთ ყურადღება. ჯანმრთელობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია - სხეულის მხოლოდ ცალკეული ნაწილების გავარჯიშება არ შეიძლება. არ დაივიწყოთ ტანსაცმელი. ის ყოველთვის სუფთა და დაუთოებული უნდა იყოს. სამოსმა თქვენი სხეულის ფორმები უნდა გამოკვეთოს. ამის გათვალისწინებით შეარჩიეთ ფერი და მოდელი. ნუ ჩაიცვამთ კლასიკურ ფეხსაცმელს სპორტულ შარვალთან - ფეხსაცმელიც სპორტული უნდა შეუხამოთ. დღეში ერთხელ მაინც გამოიცვალეთ წინდები. გოგონებს ყველაზე მეტად მამაკაცის ჭუჭყიანი ხელები, გრძელი, მოუვლელი ფრჩხილები აღიზიანებთ. იყავით სასიამოვნო მოსაუბრე, გოგონებთან საუბრისას არ გირჩევთ ბილწსიტყვაობას, ნუ შეიგინებით. სიარულისას მხრებში გაიმართეთ, არ მოიხაროთ. გოგონასთან არ მოსწიოთ - იგი ამას აუცილებლად დააფასებს, განურჩევლად იმისა, თავად ეწევა თუ არა. თანაც, მოწევა მოდიდან გადავიდა. ხშირად გაიღიმეთ და ხალისიანად იყავით. სუსტ სქესს ღიმილი მაგნიტივით იზიდავს.



 


მიმაგრება:
ნანახია: 874 | დაამატა: happy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
უფასო sMs


გამოკითხვა
რომელ ოპერაციულ სისტემას იყენებთ ?
სულ პასუხი: 132